როგორ ხსნის მეცნიერება სიმორცხვეს
წვეულებაზე ხალხში გარევის იდეა ცივ ჟრუანტელს გგვრით, ხალხით სავსე ოთახში პრეზენტაციის გაკეთებაზე ფიქრისას კი ფიზიკურად ცუდად ხდებით? თუ ასეა, მარტო არ ხართ. გაიგეთ, რატომ არის ზოგიერთი ჩვენგანი სიმორცხვისადმი ბიოლოგიურად მიდრეკილი.
ფოტო: Brad Amorosino
აკინდელ მაიკლი მორცხვი ბავშვი იყო. იგი ნიგერიაში გაიზარდა, სადაც დროის უმეტესობას შინ, მშობლების სახლში ატარებდა. მშობლები, შვილისაგან განსხვავებით, მორცხვები არ არიან. აკინდელს სჯერა, რომ მისი სიმორცხვე კარჩაკეტილობაში აღზრდამ განაპირობა. რამდენად სწორია მისი მოსაზრება? თუ ლონდონის სამეფო კოლეჯის განვითარებისა და ქცევის გენეტიკის პროფესორს, თელია ილის დავუჯერებთ - ნაწილობრივ.
გენეტიკა თუ გარემო?
"ადამიანთა უმრავლესობა სიმორცხვეს ტემპერამენტულ თვისებად მოიაზრებს, ტემპერამენტი კი ხასიათის თავისებურებების განმსაზღვრელი წინაპირობაა", - ამბობს ილი, - "როცა მცირეწლოვანი ბავშვები უფროსებთან ურთიერთობას იწყებენ, უკვე შესამჩნევია ხოლმე, რამდენად თავისუფლად გრძნობს თავს თითოეული მათგანი ზრდასრულ უცნობებთან საუბრისას".
მისივე თქმით, გენებით სიმორცხვის, როგორც თვისების, მხოლოდ 30 პროცენტია განპირობებული, დანარჩენი კი გარემოსთან ურთიერთობის საპასუხოდ ყალიბდება.
სიმორცხვეში გენეტიკის წილთან დაკავშირებით არსებული ცოდნის უმეტესობა იმ კვლევებს ეფუძნება, სადაც იდენტურ ტყუპებს - გენეტიკურად ერთმანეთის სრულყოფილ ასლებს - ადარებენ არაიდენტურ ტყუპებს, რომლებიც გენების მხოლოდ დაახლოებით ნახევარს იზიარებენ.
სიმორცხვესთან დაკავშირებული თვისებების 70 პროცენტი არა გენეტიკურადაა განპირობებული, არამედ გარემოსადმი გამომუშავებული რეაქციის შედეგია.
ფოტო: Getty
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მეცნიერებმა, ილის ჩათვლით, დნმ-ზე დაკვირვება იმ გენეტიკური ვარიაციების აღმოსაჩენად დაიწყეს, რომელთაც, პიროვნულ თვისებებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე შეიძლება ჰქონდეთ გავლენა.
ყოველ ცალკეულ გენეტიკურ ვარიაციას ძალიან მცირე გავლენა აქვს, მაგრამ როცა მათ ათასობით კომბინაციას უყურებ, აღნიშნული გავლენა უფრო შესამჩნევი ხდება. ამის მიუხედავად, დაუშვებელია, სიმორცხვე მხოლოდ გენებს გადავაბრალოთ.
"ქცევაზე გავლენას არა - ერთი, ათი ან ასი, არამედ ათასობით გენი ახდენს", - ამბობს ილი, -"ამიტომ, თუ ორივე მშობლის მთლიან გენომებს გავითვალისწინებთ, ასობით ათასი რელევანტური გენეტიკური ვარიაციის მოძებნას შევძლებთ".
ასე რომ, სიმორცხვის მსგავსი თვისებების ჩამოყალიბებაში გარემო გენებზე თითქმის უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუმცა გენეტიკასთან მიმართებით ერთ-ერთი გასათვალისწინებელი ფაქტი ისაა, რომ ის გვაიძულებს, გარემოს იმ ასპექტებზე გავამახვილოთ ყურადღება, რომლებიც ჩვენს ინსტიქტურ მიდრეკილებებს შეესაბამება.
მაგალითად, მორცხვი ბავშვისაგან უფრო მოსალოდნელია, რომ სპორტულ მოედანზე განცალკევებით გადგეს და, თამაშში ჩართვის ნაცვლად, სხვებს შორიდან უყუროს. მსგავსი ქცევა შემდგომში მარტო ყოფნას ასეთი ბავშვისთვის კომფორტის წყაროდ აქცევს, რადგან ის ჩვევად გარდაიქმენა.
დიდი შანსია, რომ მორცხვმა ბავშვმა უცხო გარემოში თამაშისას განზე გადგომა არჩიოს, რადგან ის თავს კომფორტულად სიმარტოვეში უფრო გრძნობს.
ფოტო: Getty
"არა მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი, არამედ ორივე, გენებიცა და გარემოც, ერთობლივად მუშაობს", - ამბობს ილი, - "ეს დინამიური სისტემაა, რის გამოც მისი შეცვლა ისეთი ფსიქოლოგიური თერაპიების მეშვეობითაა შესაძლებელი, რომლებიც სირთულეებისათვის თავის გართმევას გვასწავლიან".
როგორ ვებრძოლოთ სიმორცხვეს?
ლონდონის შფოთვითი აშლილობისა და ტრავმის ცენტრის ფსიქოლოგი, ქლოუი ფოსტერი ამბობს, რომ ცალკე აღებულად სიმორცხვე სავსებით გავრცელებული და ნორმალური თვისებაა და, თუ სოციალურ შფოთვით აშლილობაში არ გადაიზარდა, პრობლემებს არ იწვევს.
ფოსტერი აღნიშნავს, რომ ადამიანები, რომელთაც ის მკურნალობს, მას იმიტომ მიმართავენ, რომ "ბევრი საჭირო საქმისათვის თავის არიდებას იწყებენ". მსგავს ქმედებათა მაგალითებია სამსახურში ხალხთან დალაპარაკების უუნარობა, სოციალიზაციასთან პრობლემების გაჩენა ან იმ ფიქრის აკვიატება, რომ სხვა ადამიანები მათ განსჯასა და განხილვას დაიწყებენ.
ილი აღნიშნავს, რომ ადამიანებში სიმორცხვის ჩამოყალიბებას, შესაძლოა, ევოლუციური მიზეზები ჰქონდეს. "წარსულში სასარგებლო იყო ჯგუფში ისეთი ადამიანების ყოლა, რომლებიც გარემოს შესასწავლად და სხვა ჯგუფებთან საურთიერთოდ ივლიდნენ, თუმცა ასევე სასარგებლოები იყვნენ ნაკლებად რისკიანი, ფრთხილი ადამიანები, რომლებიც, მაგალითად, ბავშვებს უკეთ დაიცავდნენ".
იგი ამბობს, რომ კოგნიტური ქცევითი თერაპია (CBT) ყველაზე ეფექტიანი ფსიქოლოგიური პროცედურაა მათთვის, ვისაც სიმორცხვე ან სოციალური შფოთვის სიმპტომები აღენიშნებათ. ეს კვლევებით გამყარებული თერაპია მიზნად თქვენი აზროვნებითი და ქცევითი ჩვევების შეცვლას ისახავს.
ექსპერტები ამბობენ, რომ საჯარო გამოსვლებისას ნერვიულობის შესამცირებლად უმჯობესია, თუ ყურადღებას ოთახში მყოფებზე გადავიტანთ და არ ვიფიქრებთ, რამდენად გამართულად ვსაუბრობთ.
ფოტო: Getty
უარყოფითი აზრების იდენტიფიცირებასთან ერთად CBT იმის გააზრებაშიც გვეხმარება, რომ ზოგიერთი ქცევა, რომელიც ჩვენთვის სასიკეთო გვგონია - მაგალითად, სათქმელის წინასწარი რეპეტიცია ან თანამოსაუბრეთა თვალებში ყურებისგან თავის არიდება - შესაძლოა, სინამდვილეში, სოციალურ შფოთვას გვიუარესებდეს. "ასეთი ქცევის მიზეზი ხშირად ის კრიტიკულად განწყობილი ხმაა, რომელიც თქვენს გონებაში საზოგადოებრივი შეხევდერებისას ან მათ შემდეგაც კი მოულოდნელად იჩენს ხოლმე თავს", - ამბობს ფოსტერი.
მისივე განმარტებით, ზოგჯერ პრობლემა ისაა, რომ ადამიანები, რომელთაც, სიმორცხვის გამო, მაგალითად, სახალხოდ საუბარი უჭირთ, საკუთარ თავებს ძალიან მაღალ სტანდარტებს უწესებენ: "ისინი, თავს მიზნად უსახავენ, რომ საუბრისას ენა არ უნდა დაებათ ან რომ ძალიან, ძალიან საინტერესოები უნდა იყვნენ და მათ თითოეულ სიტყვას ყველა მონუსხული უნდა უსმენდეს".
სანაცვლოდ, მსგავსი ადამიანები საკუთარი თავებისადმი თუ უფრო მიმტევებლები გახდებიან და ამოსუნთქვისთვის თავს მოკლე შესვენებების გაკეთების უფლებას მისცემენ, ეს დიდი ალბათობით შფოთვის შემსუბუქებაში დაეხმარებათ.
მეორე, რაც შეიძლება დაგეხმაროთ, იმაზე ფოკუსირებაა, რაც თქვენ გარშემო ხდება, და არა იმაზე, თუ ფიზიკურად როგორ გაგრძნობინებთ თავს შფოთვა. ყურადღების საკუთარი თავიდან აუდიტორიაზე გადატანით თქვენ აღარ იდარდებთ, წაიბორძიკეთ თუ არა საუბრისას.
ფოსტერი ასევე გვირჩევს, ახალი სიტუაციებში თავის ამოყოფის იდეის ნაკლებად შევუშინდეთ ხოლმე. "რაც უფრო მეტად ჩართავთ საკუთარ თავს სოციალურ სიტუაციებში, მით უფრო თავდაჯერებული გახდებით", - ამბობს იგი, - "მაგრამ გახსოვდეთ, რომ მსგავსი ტიპის სიტუაციებს ახლებური განწყობით უნდა მიუდგეთ".
ეს კი სოციალიზაციისადმი მთლიანი დამოკიდებულების შეცვლას ნიშნავს. საკუთარ თავს ჰკითხეთ, სოციალურ სიტუაციებთან დაკავშირებით ყველაზე მეტად რა გაშინებთ. დარდობთ, რომ მოსაწყენი გამოჩნდებით? ან სათქმელი გამოგელევათ? რაც მეტი გეცოდინებათ თქვენი შფოთვის შესახებ, მით მეტი წარმატებით შეძლებთ მის ბრძოლაში გამოწვევას.
ექსტროვერტები ინტროვერტებზე ხშირად არიან ბედნიერები
დეივისის კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორანტურის სტუდენტი, ჯესი სანი, რომელიც პიროვნული თვისებების ფსიქოლოგიას იკვლევს, ხაზს უსვამს, რომ სიმორცხვე და ინტროვერტობა ორი სხვადასხვა რამაა. იგი განმარტავს, რომ ხშირად ხალხს ინტროვერტობა თვითრეფლექსიისა და მოვლენათა ღრმა ანალიზისადმი მიდრეკილება ჰგონია, მაგრამ ფსიქოლოგებისათვის ეს თვისებები ხასიათის სხვა განზომილების ნაწილია, რომელსაც ახალი გამოცდილებისადმი ღიაობა ეწოდება.
მორცხვი ადამიანები ხშირად მართლაც არიან ინტროვერტები, მაგრამ მათ შორის, შესაძლოა, ის ექსტროვერტებიც ერიონ, რომელთაც სოციალიზაციაში შფოთვა უშლით ხელს. მეორე მხრივ, შეიძლება არსებობდნენ არა-მორცხვი ინტროვერტები, რომლებიც, სოციალურ ურთიერთობებში გაწაფულობის მიუხედავად, საკუთარი თავის კამპანიაში ყოფნას ანიჭებდნენ უპირატესობას.
ექსტროვერტები უფრო ხშირად არიან ბედნიერები, მაგრამ თუ ინტროვერტებს სთხოვ, რომ ექსტროვერტებივით მოიქცნენ, ეს გამოცდილება მათ თავს გამოფიტულად აგრძნობინებს.
ფოტო: Getty
სანი ამბობს: "პიროვნული თვისებები ბედნიერების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი განმაპირობებელია, ექსტროვერტობას კი კეთილდღეობასთან განსაკუთრებით ძლიერი კავშირი აქვს. ექსტროვერტი ხალხი უფრო ხშირად განიცდის აღტაცებას, ენთუზიაზმსა და სიხარულს, მაშინ, როცა ინტროვერტები ამ ემოციებს იშვიათად გრძნობენ".
მაგრამ შესაძლებელია, რომ ინტროვერტებმა მსგავსი სიხარული და ენთუზიაზმი ექსტროვერტების ქცევათა მიბაძვის გზით განიცადონ?
სანმა და მისმა კოლეგებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ ხალხს ექსტროვერტულად მოქცევა მთელი კვირის განმავლობაში დაავალეს - ეს კი მორცხვი ადამიანებისთვის ერთობ დიდი დროა. "ჩვენ მათ ვთხოვეთ, ყოფლიყვნენ რაც შეიძლება გაბედულები, კომუნიკაბელურები, აქტიურები და თავდაჯერებულები", - ამბობს იგი.
ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩნდა, რომ ადამიანებმა, რომლებიც ბუნებით ექსტროვერტები იყვნენ, ერთი კვირის განმავლობაში განუწყვეტლივ ექსტროვერტულად ქცევის შედეგად მეტი დადებითი ემოცია მიიღეს და თავი უფრო აუთენტურად, საკუთარ კანში მეტად კომფორტულად იგრძნეს. ზომიერად ინტროვერტ ადამიანებს დადებითი ემოციების მსგავსი გაძლიერება არ განუცდიათ. ხოლო რაც შეეხებათ უკიდურესად ინტროვერტ ინდივიდებს, მათ პირიქით, თავი დაღლილად იგრძნეს და უარყოფით ემოციებით დაიტვირთნენ.
"ვფიქრობ, კვლევიდან მიღებული მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ ინტროვერტისთვის ან ძალიან მორცხვი ადამიანისთვის მთელი კვირის განმავლობაში რაც შეიძლება ექსტროვერტულად მოქცევის დავალება მეტისმეტია. თუმცა ალბათ ღირს, რომ ისინი ამ მეთოდის შერბილებური ვარიანტის გამოყენებაზე დაფიქრდნენ", - ამბობს სანი.
კულტურის გავლენა სიმორცხვეზე
ჩვენ უკვე ვნახეთ, რამხელა როლს ასრულებს ჩვენი გარემო იმის განსაზღვრაში, ვიქნებით თუ არა მორცხვები. მაგრამ შეიძლება, რომ კულტურამაც განაპირობოს, რამდენად ბედნიერი იქნები იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივად ინტროვერტი ხარ?
გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ინტროვერტობაზე მეტად თავდაჯერებული, ექსტროვერტული ქცევა ფასდება. ამასთან, კვლევებმა აჩვენა, რომ აზიის ნაწილებში, მათ შორის იაპონიასა და ჩინეთში, ჩუმად ყოფნა და მორიდებულობა მეტად ღირებულ თვისებებად აღიქმება.
დასავლური კულტურა თვალებში ყურებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს; თუმცა არსებობენ კულტურები, რომლებშიც მსგავსი ქმედება უხერხულობის გამომწვევად აღიქმება.
ფოტო: Getty
თანამოსაუბრის თვალებში ყურებისადმი დამოკიდებულება ქვეყნების მიხედვით მნიშვნელოვნად იცვლება. ბოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზიის შემსწავლელი მეცნიერებების პროფესორი, კრის რაგსაკენი ამბობს: "მაშინ, როცა დასავლეთში შენგან თვალებში ყურებას მოელიან, სხვა, მათ შორის აფრიკულ და აზიურ, კულტურებში, მსგავსი ქცევა უპატივცემულობისა და გამოწვევის ნიშნად აღიქმება, თვალის არიდება კი მოწიწებისა და პატივისცემის გამომხატველია".
მსგავსი კულტურული განსხვავებების მიუხედავად, სანი ამბობს, რომ, კვლევის თანახმად, ექსტროვერტები იმ ქვეყნებშიც უფრო ბედნიერები არიან, რომლებშიც ინტროვერტული ქცევა მეტად დაფასებულია. თუმცა ბედნიერების ზოგადი ხარისხი ამ ქვეყნებში ნაკლებადაა შესწავლილი.
მიუხედავად იმისა, რომ, კვლევის თანახმად, ექსტროვერტები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას უფრო ბედნიერები არიან, ინტროვერტობა ერთმნიშვნელოვნად ცუდი არ არის, ისევე, როგორც კომუნიკაბელურობა არაა ყოველთვის კარგი.
"ინტროვერტობა ისეთ რამედ არ უნდა ჩავთვალოთ, რასაც განკურნება სჭირდება", - წერს სუზენ ქეინი თავის წიგნში, ჩუმად: ინტროვერტების ძალა მსოფლიოში, რომელიც ლაპარაკს ვერ წყვეტს, – "გამართულად საუბრის უნარსა და საუკეთესო იდეების ქონას შორის არანაირი მიზეზშედეგობრივი კავშირში არ არსებობს".
-
"ზელენსკისთან იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, უკრაინა არის ჩვენთვის მეგობარი ქვეყანა" — ირაკლი კობახიძე ზელენსკითან შეხვედრაზე "ზელენსკისთან იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, უკრაინა არის ჩვენთვის მეგობარი ქვეყანა" — ირაკლი კობახიძე ზელენსკითან შეხვედრაზე
გადახედვა
-
"სოფლის ბუნებას ჩვენგან მალულად ანადგურებენ" — ბოლნისში, დარბაზის ხეობის მოსახლეობა მძიმე ტექნიკის სამუშაოებს აპროტესტებს "სოფლის ბუნებას ჩვენგან მალულად ანადგურებენ" — ბოლნისში, დარბაზის ხეობის მოსახლეობა მძიმე ტექნიკის სამუშაოებს აპროტესტებს
გადახედვა
-
Disney-ს საკულტო ანიმაციების სიმღერები ჟესტების ენაზე გაცოცხლდა Disney-ს საკულტო ანიმაციების სიმღერები ჟესტების ენაზე გაცოცხლდა
გადახედვა
-
მუდმივი მცდელობა იმისა, რომ საქართველო ჩართულიყო ომში განაპირობებს ძალიან რთულ ურთიერთობებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ხელი არ უნდა ჩამოართვან — გია ვოლსკი კობახიძისა და ზელენსკის შეხვედრაზე მუდმივი მცდელობა იმისა, რომ საქართველო ჩართულიყო ომში განაპირობებს ძალიან რთულ ურთიერთობებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ხელი არ უნდა ჩამოართვან — გია ვოლსკი კობახიძისა და ზელენსკის შეხვედრაზე
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთსა და UK-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ვხსნით ახალ და იმედისმომცემ თავს ორმხრივ ურთიერთობებში ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთსა და UK-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ვხსნით ახალ და იმედისმომცემ თავს ორმხრივ ურთიერთობებში
გადახედვა
-
მარკ კარნი: ოტავა კიევის მხარდასაჭერად დამატებით $270 მლნ-ს მიმართავს მარკ კარნი: ოტავა კიევის მხარდასაჭერად დამატებით $270 მლნ-ს მიმართავს
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: როგორც თავის დროზე ჩვენმა გარღვევამ მოიყვანა რეგიონში ევროპა, ზუსტად ასე, სომხეთს შეუძლია იკისროს ეს როლი და დაგვეხმაროს ელენე ხოშტარია: როგორც თავის დროზე ჩვენმა გარღვევამ მოიყვანა რეგიონში ევროპა, ზუსტად ასე, სომხეთს შეუძლია იკისროს ეს როლი და დაგვეხმაროს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
მთვარის პროგრამის მისია Artemis 3 დაგეგმილზე გვიან განხორციელდება მთვარის პროგრამის მისია Artemis 3 დაგეგმილზე გვიან განხორციელდება
გადახედვა
-
ანდრიი სიბიჰა: გავმართე შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილთან, განვიხილეთ ევროპული ინტეგრაცია და EU-ს მნიშვნელოვანი როლი გლობალურ საქმეებში ანდრიი სიბიჰა: გავმართე შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილთან, განვიხილეთ ევროპული ინტეგრაცია და EU-ს მნიშვნელოვანი როლი გლობალურ საქმეებში
გადახედვა
-
გელა ხასაიას საქმეში დაზარალებულმა სასამართლო პროცესზე ბრალდებული ვერ ამოიცნო გელა ხასაიას საქმეში დაზარალებულმა სასამართლო პროცესზე ბრალდებული ვერ ამოიცნო
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: ნიკოლ ფაშინიანმა მოაწყო "ხავერდოვანი რევოლუცია" და გადაწყვიტა, თავისი ქვეყანა რუსეთისგან მომავალი რისკისგან გაეთავისუფლებინა ემანუელ მაკრონი: ნიკოლ ფაშინიანმა მოაწყო "ხავერდოვანი რევოლუცია" და გადაწყვიტა, თავისი ქვეყანა რუსეთისგან მომავალი რისკისგან გაეთავისუფლებინა
გადახედვა
-
"ოცნება არასდროს შემიწყვეტია" — 74 წლის ამერიკელმა ქალმა კოლეჯი დაამთავრა "ოცნება არასდროს შემიწყვეტია" — 74 წლის ამერიკელმა ქალმა კოლეჯი დაამთავრა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: გასულ წელს 3000-ზე მეტი ნარკოდილერი დავაკავეთ, გამოვავლინეთ 144 საერთაშორისო ნარკოტრეფიკის შემთხვევა ირაკლი კობახიძე: გასულ წელს 3000-ზე მეტი ნარკოდილერი დავაკავეთ, გამოვავლინეთ 144 საერთაშორისო ნარკოტრეფიკის შემთხვევა
გადახედვა
-
მცხეთის მუნიციპალიტეტში ძარცვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს მცხეთის მუნიციპალიტეტში ძარცვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ასტრონომებმა 10 000 ახალი შესაძლო ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს ასტრონომებმა 10 000 ახალი შესაძლო ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: დღეს რომ ჩემი კურსი გაგრძელებულიყო, ყველა ეს ევროპელი ლიდერი [EPC-ის სამიტზე] უდავოდ თბილისში ჩამოვიდოდა მიხეილ სააკაშვილი: დღეს რომ ჩემი კურსი გაგრძელებულიყო, ყველა ეს ევროპელი ლიდერი [EPC-ის სამიტზე] უდავოდ თბილისში ჩამოვიდოდა
გადახედვა
-
ელიფ შაფაქი: ტექნოლოგიები მეტისმეტად მნიშვნელოვანი საკითხია იმისთვის, რომ ტექკომპანიებს ვანდოთ ელიფ შაფაქი: ტექნოლოგიები მეტისმეტად მნიშვნელოვანი საკითხია იმისთვის, რომ ტექკომპანიებს ვანდოთ
გადახედვა
-
საქსტატი: თევზეულზე ფასი 21.3%-ით გაიზარდა, ხილზე 11.8%-ით, ხორცზე — 10.1%-ით — წლიური ინფლაცია 5.9%-ია საქსტატი: თევზეულზე ფასი 21.3%-ით გაიზარდა, ხილზე 11.8%-ით, ხორცზე — 10.1%-ით — წლიური ინფლაცია 5.9%-ია
გადახედვა
-
ილჰამ ალიევი: 2028 წლის მაისში სამიტის წევრებს აზერბაიჯანში ვიწვევ. სომხეთმაც მხარი დაუჭირა ჩვენს კანდიდატურას, რაც ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა ილჰამ ალიევი: 2028 წლის მაისში სამიტის წევრებს აზერბაიჯანში ვიწვევ. სომხეთმაც მხარი დაუჭირა ჩვენს კანდიდატურას, რაც ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: საზოგადოება მსჯელობს, თუ საით მიჰყავს კაია კალასს და მის მსგავს ლიდერებს EU, როგორ დასუსტდა EU ნინო წილოსანი: საზოგადოება მსჯელობს, თუ საით მიჰყავს კაია კალასს და მის მსგავს ლიდერებს EU, როგორ დასუსტდა EU
გადახედვა
კომენტარები