ბრიტანელი ფოტოგრაფი მაიკ გოლდვოტერი 1993 წლის სექტემბერში საქართველოში იმყოფებოდა, მის ობიექტივში მოხვდა და ისტორიას შემორჩა აფხაზეთის ომის უიშვიათესი კადრები და ის ემოციები, რომლებიც სამშობლოდან გამოძევებული ადამიანების სახეზეა აღბეჭდილი.

გოლდვოტერი თავის საიტზე აღწერს, თუ როგორ მოხვდა 23 წლის წინ ომის ეპიცენტრში:

"უკვე გაკეთებული მქონდა მრავალი რეპორტაჟი საბჭოთა კავშირის დაშლის თემაზე და როდესაც 1993 წლის სექტემბერში საქართველოში ომი დაიწყო, გადავწყვიტე ეს თემაც გამეშუქებინა.

რუსებისგან მხარდაჭერილი აფხაზი სეპარატისტები საქართველოს სამხედრო ძალებს სოხუმისთვის ებრძოდნენ".

გოლდვოტერის თქმით, ის Independent-ისთვის მუშაობდა, როდესაც თბილისში ჩამოვიდა:

"60-იანი წლების სასტუმროში პოლონელ ფოტოგრაფს, კრისს, შევხვდი. ჩვენ შეგროვებული კონტაქტები გავცვალეთ და შემდეგ დილით ერთად გავეშურეთ ქვეყნის დასავლეთით. გვსურდა რაც შეიძლება მალე ჩავსულიყავით სოხუმში.

თითქმის საღამო იყო, ზუგდიდში რომ ჩავაღწიეთ. ქუჩები ცარიელი იყო. ჯარისკაცებმა გაგვაჩერეს, ჩვენ ჩვენი პრეს-ქარდები ვაჩვენეთ. მათ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, ზვიად გამსახურდიასთან წაგვიყვანეს, რომელმაც ახალი პრეს-ქარდები მოგვცა, თავისი ხელმოწერით.

იმ დღესვე დავბრუნდით სოხუმის გზაზე. მანქანაში ფანჯრის მხარეს ვიჯექი და ჩემს პატარა რადიოში BBC-ის ახალ ამბებს ვუსმენდით. მაშინ გავიგეთ, რომ სოხუმი დაეცა.

ამის შემდეგ ოჩამჩირეში წასვლა გადავწყვიტეთ".

მეორე დღე სოხუმის დაცემიდან. ახალი ფრონტის ხაზი ოჩამჩირეა, ქართველები ქალაქის დასატოვებლად ემზადებიან

ფოტო: Mike Goldwater

რკინიგზის სადგურზე დედა ხვდება თავის შვილს, რომელიც სოხუმში ომის დროს დაღუპული ეგონა.

ფოტო: Mike Goldwater

სოხუმის დაცემის მეორე დღე. ქართველები სასოწარკვეთილები ტოვებენ ოჩამჩირეს პირუტყვისთვის განკუთვნილი სატვირთო ბოლო მატარებლით

ფოტო: Mike Goldwater

მგზავრები ოჩამჩირეს მატარებელში, რომელიც ქალაქს ტოვებს

ფოტო: Mike Goldwater

ზვიად გამსახურდიას ერთგული ჯარისკაცი ოჩამჩირეში შემდეგ ბრძანებას ელოდება. პატარა გოგო მას უკან უბრუნებს ყუმბარას, რომელიც ცოტა ხნის წინ მისგან სათამაშოდ მიიღო.

ფოტო: Mike Goldwater

ოჯახი ოჩამჩირედან ცდილობს ჩააქროს ხანძარი, მას შემდეგ, რაც მათი სახლი აფხაზი სეპარატისტების სარაკეტო თავდასხმის სამიზნე აღმოჩნდა.

ფოტო: Mike Goldwater

აფხაზეთის სეპარატისტული ძალებისგან თავის დასაცავად ახალგაზდა ქართული ოჯახი ზუგდიდის ხიდზე

ფოტო: Mike Goldwater

საქართველოს მთავრობის ჯარისკაცები უკან იხევენ. მათგან მრავალი მოხალისეა.

ფოტო: Mike Goldwater

ექსპრეზიდენტი ზვიად გამსახურდია სამხედრო ფორმაში. მან ოჩამჩირეში ჯარი მოინახულა.

ფოტო: Mike Goldwater

გზის საავტომობილო ხაზები მანქანებს აქვთ გადაკეტილი. ათიათასობით ქართველი სეპარატისტებისგან თავის დასაღწევად ოჩამჩირეს ტოვებს და გალისკენ მიიწევს.

ფოტო: Mike Goldwater

სოხუმის დაცემის მეორე დღე. ხალხი სატვირთო მანქანებში ადის და ოჩამჩირეს ტოვებს.

ფოტო: Mike Goldwater

ქართველი მიგრანტები ზუგდიდის ხიდზე.

1993 წელი, აფხაზეთის მცხოვრებლები საკუთარ სახლებს ტოვებენ

ფოტო: Mike Goldwater

გამთენიისას მოხუცი ქალი ზუგდიდის ხიდზე ხელცარიელი ბრუნდება. ის აფხაზ სეპარატისტებთან იყო, რომ გაეგო, რა დაემართათ მის ნათესავებს.

ფოტო: Mike Goldwater

დილა. აფხაზეთიდან გამოქცეული დევნილები ზუგდიდის ხიდთან. ისინი გასცქერიან სეპარატისტების ტანკებს.

ფოტო: Mike Goldwater

სოხუმიდან, ოჩამჩირედან და გალიდან გამოქცეულმა ათასობით ქართველმა ჭუბერის უღელტეხილი გამოიარა. მათი ნაწილი ვერტმფრენის მოლოდინში გენწვიშში გაჩერდა, რომელიც მათ უსაფრთხო ადგილას გადაიყვანდა, თუმცა უმრავლესობამ გზა მთებში ფეხით განაგრძო.

ფოტო: Mike Goldwater

უღელტეხილზე ერთდღიანი ფეხით სიარულის შემდეგ მიგრანტთა ნაწილი ვერტმფრენში ადის.

ფოტო: Mike Goldwater

დამდნარმა თოვლმა და მძიმე სატვირთოს კვალმა გზაზე ტალახის მდინარეები დააყენა. ეს სატვირთო უიმედოდაა გაჭედილი.

ფოტო: Mike Goldwater

რომ არ გაიყინონ, ბებია და შვილიშვილები მიტოვებულ მანქანაში იძინებენ. მეორე დღეს მათ მთებში ფეხით უნდა განაგრძონ გზა.

ფოტო: Mike Goldwater

დევნილები ტალახში ჩავარდნილ ცხენს ამოსვლაში ეხმარებიან.

ფოტო: Mike Goldwater

დევნილები ჭუბერის უღელტეხილზე. მათ ზურგით მოაქვთ ის ქონება, რაც დარჩათ.

ფოტო: Mike Goldwater

დევნილები ტოვებენ ქალის გვამს და ცხენთან ერთად განაგრძობენ გზას.

ფოტო: Mike Goldwater

ცივი განთიადი. უღელტეხილის გადალახვის შემდეგ დევნილები ტყეში დაბანაკდნენ. ისინი სვანეთის სოფელ ჭუბერისკენ მიემართებიან, სადაც უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს.

ფოტო: Mike Goldwater

მთავრობის ჯარისკაცი სამედიცინო დახმარებას ელოდება. მას ახლახან ესროლეს ჭუბერისკენ მიმავალ გზაზე ბანდიტებმა, რადგან მათ იარაღის გადაცემაზე უარით უპასუხა.

ფოტო: Mike Goldwater

პრეზიდენტი შევარდნაძე მოსკოვში, საქართველოს საელჩოში. ის ფრანგულ მედიასთან სატელევიზიო ინტერვიუსთვის ემზადება.

ფოტო: Mike Goldwater

შენიშვნა: ფოტოების აღწერა ეკუთვნის ფოტოგრაფს. მაიკ გოლდვოტერი 6 სხვადასხვა ჯილდოს მფლობელია. ის ასევე იღებს ფილმებს. მისი ფოტონამუშევრები ქვეყნდება ისეთ გამოცემებში, როგორიცაა TIME, The Guardian, The Telegraph, The Independent და სხვა.