მეორად ტანსაცმელში დამალული საფრთხეები და რისკები
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებსა და ვინტაჟურ ბაზრობებზე შოპინგი განძის ძიებას ჰგავს. აქ ხშირად გადაეყრებით ნატურალური აბრეშუმის, სქელი ბამბის თუ ხარისხიანი მატყლისგან დამზადებულ ქსოვილებს, რომლებიც წლების წინ უფრო მაღალი სტანდარტებით იწარმოებოდა. ვინტაჟური სამოსი ხშირად იმაზე უფრო გამძლე და ხარისხიანია, ვიდრე მისი ალტერნატივები თანამედროვე სწრაფი მოდის ქსელებში. გარდა იმისა, რომ მეორადი სამოსი გვეხმარება შევამციროთ ტექსტილის ნარჩენების გლობალური კვალი, იმავდროულად, ის ჭკვიანური და ეკონომიური გადაწყვეტილებაცაა.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს QUIS, რომლის ერთ-ერთი მიზანია არასასურსათო პროდუქტისა და სერვისის უსაფრთხოების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება. ამ სტატიაში ვსაუბრობთ ტანსაცმლის უსაფრთხოებასა და იმ საფრთხეებზე, რომლებიც მეორად მაღაზიებში შოპინგს ახლავს თან.
მეორად ტანსაცმელში დამალული ქიმიური საფრთხეები
რა უნდა ვიცოდეთ ვინტაჟურ ქიმიაზე?
- ტყვიის შემცველი პრინტები: თუ შეიძინეთ 1990-იან წლებამდე დამზადებული მაისური ან სამოსი მკვეთრი, გრაფიკული პრინტით, ფრთხილად იყავით. იმ პერიოდში ბევრ ფერად საღებავში გამოიყენებოდა ტყვიის ნაერთები. დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით თუ პრინტი დაბზარულია ან აქერცლილია, ეს მიკროსკოპული ნაწილაკები შეიძლება მოხვდეს კანზე ან, ბავშვების შემთხვევაში, პირის ღრუში, რაც საკმაოდ საზიანოა ჯანმრთელობისთვის.
- PFAS (მარადიული ქიმიკატები): 2000-იანი წლების წყალგაუმტარ ქურთუკებს, ლაქებისადმი მდგრად შარვლებსა და ე.წ. სპილ-ფრუფ (spill-proof) სამოსს ხშირად ამუშავებდნენ PFAS ნაერთებით. ეს ნივთიერებები ქიმიურად იმდენად სტაბილურია, რომ მათ მარადიულს უწოდებენ — ისინი არ იშლება რეცხვისას და მუდმივად რჩება ქსოვილში, რაც პოტენციურად მავნეა ორგანიზმისთვის.
- სტანდარტების ცვლილება: 1978 წლამდე და მოგვიანებითაც, უსაფრთხოების რეგულაციები გაცილებით რბილი იყო. ბევრ ძველ სამოსში (განსაკუთრებით საბავშვო ტანსაცმელზე, ღილებზე ან მეტალის ელემენტებზე) გამოყენებული საღებავი შესაძლოა, შეიცავდეს ისეთ ქიმიურ დანამატებს, რომლებიც დღეს აკრძალულია.
მცდარია მოსაზრება, რომ ნებისმიერი სამოსი, რომელიც მრავალჯერ გაირეცხება, ქიმიურად სუფთა ხდება. მართალია ქსოვილში შემავალი ეგრედ წოდებული ზედაპირული დამუშავების საშუალებები (მაგალითად, ქარხნული სუნამოები ან ფორმალდეჰიდის ნარჩენები, რომლებიც ქსოვილს დაუთოებულ იერს აძლევს) ხშირად მართლაც ირეცხება, არსებობს ნივთიერებები, რომლებიც ბოჭკოებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და სტანდარტული სარეცხი მანქანა მათ ვერ ერევა.
როგორ ამოვიცნოთ ქიმიური საფრთხის შემცველი სამოსი?
- თუ ყიდულობთ მეორად სპორტულ აღჭურვილობას, საწვიმრებს ან სამუშაო ტანსაცმელს, რომლებიც 2015 წლამდეა დამზადებული, გაითვალისწინეთ, რომ ისინი შესაძლოა დამუშავებული იყოს PFAS-ით.
- თუ 90-იანების მაისურს პრინტი აქვს დაბზარული ან აქერცლილი, უმჯობესია თავი აარიდოთ მის ტარებას, რადგან დაზიანებული ზედაპირი ქიმიურ ნივთიერებებს უფრო მარტივად ათავისუფლებს.
- თუ ტანსაცმელს შემორჩენილი აქვს ეტიკეტი OEKO-TEX Standard 100 ან GOTS, ეს ნიშნავს, რომ ქსოვილი დამზადებისას შემოწმებულია მავნე ნივთიერებებზე — ასეთი ნივთი მეორად ბაზარზე უსაფრთხოების გარანტიადი თვლება.
ბავშვის მეორად ტანსაცმელთან დაკავშირებული საფრთხეები
ბავშვის ტანსაცმლის არჩევისას მთავარი პრინციპი უნდა იყოს: ჯერ უსაფრთხოება და მერე ესთეტიკა. მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ტანსაცმლის მეორად ბაზარზე შეძენა ფინანსურად ძალიან მომგებიანია, არსებობს რამდენიმე კრიტიკული ფაქტორი, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია.
რისკები, რომლებიც უშუალოდ ბავშვებს უკავშირდება:
- ფიზიკური საფრთხეები (დახრჩობა და ტრავმები): მეორად ბაზარზე ხშირად ხვდება ძველი წარმოების სამოსი, რომელიც არ პასუხობს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ:
1. ზონარებსა და თასმებს: გრძელი თოკები წარმოქმნის გაგუდვის ან, რამეზე ჩამოკიდების/გამოდების შემთხვევაში — ფიზიკური დაზიანების/დახრჩობის საფრთხეს. თანამედროვე სტანდარტებით განსაზღვრულია ზონრებისა და თასმების დასაშვები სიგრძეები. მაგალითად, პატარა ასაკის ბავშვების სამოსის შემთხვევაში კისერთან და თავთან არსებულ სამოსს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს ზონარი.
2. პატარა დეტალებს: მოშვებული ღილები, მძივები, ბანტები ან დეკორატიული ელემენტები შესაძლოა ბავშვმა მოგლიჯოს და გადაყლაპოს.
- ძილის უსაფრთხოება: მოერიდეთ მეორად ძილის ტომრებს ან საბნებს, რომელთა წარმომავლობა და რეცხვის ისტორია უცნობია. ამასთან, ზოგიერთი ძველი მოდელი არ შეესაბამება სუნთქვისა და თერმორეგულაციის თანამედროვე სტანდარტებს.
უსაფრთხოების წესები:
- დარწმუნდით, რომ ღილები, ბაფთები ან დეკორატიული ელემენტები მყარად არის დამაგრებული. თუ რამე მოშვებულია, უმჯობესია არ შეიძინოთ.
- შეამოწმეთ ელვა-შესაკრავები, მეტალის ღილები ან მეტალის სხვა დეკორაციები. მათ არ უნდა ჰქონდეს ბასრი კიდეები, რომლებმაც შეიძლება ბავშვის ნაზი კანი დააზიანოს.
- თუ მეორადი ქურთუკი მოგეწონათ, რომელსაც აქვს გრძელი თასმები, შეგიძლიათ საერთოდ მოაძროთ, ან, მაგალითად, თუ სამოსს აქვს დეკორი მძივებით, რომელიც არამყარი გეჩვენებათ, სასურველია საერთოდ მოხსნათ ის. ეს მარტივი ნაბიჯი მყისიერად ხსნის ტრავმის რისკს.
- 60°C ტემპერატურა არის ბავშვთა ტანსაცმლის დეზინფექციის ოქროს სტანდარტი. რეცხვის შემდეგ აუცილებლად გამოიყენეთ უთო (ორთქლით), რაც დამატებით კლავს მიკრობებს და ქსოვილს უფრო რბილს ხდის.
- განმეორებითი შემოწმება: სამოსის მაღალ ტემპერატურაზე გარეცხვისა და ორთქლით დამუშავების შემდეგ, ნივთი კიდევ ერთხელ დაათვალიერეთ. რეცხვამ და ორთქლმა შესაძლოა გამოაჩინოს ისეთი დეტალები, რომლებიც თავიდან თვალშისაცემი არ იყო — მაგალითად, მოშვებული ძაფები, ღილები, ან სხვა დეკორატიული ელემენტები.
ბიოლოგიური საფრთხეები
მიუხედავად იმისა თვითონ სამოსი, მისი შემადგენელი ქსოვილი თუ სხვადასხვა ელემენტი საფრთხის შემცველია თუ არა, ის მაინც შეიძლება იყოს ბიოლოგიურად მავნე. ნებისმიერი მეორადი ნივთი, რომელსაც მაღაზიის დახლზე ვხედავთ, მანამდე სხვა ადამიანის გარდერობის ნაწილი იყო. სწორედ ეს ისტორია ქმნის პოტენციურ ბიოლოგიურ რისკებს, რომელთა იგნორირება არ შეიძლება.
მეორადი სამოსის ბიოლოგიური რისკები ძირითადად სამ კატეგორიად იყოფა: პათოგენური ბაქტერიები, მტვრის ტკიპები და, იშვიათ შემთხვევებში, პარაზიტები (როგორიცაა საწოლის ტკიპა/ბაღლინჯო).
- ბაქტერიები/მიკრობები: ტანსაცმელი, რომელიც უშუალოდ კანთანაა კონტაქტში, იკავებს ოფლის ნარჩენებს, მკვდარ ეპიდერმულ უჯრედებსა და ცხიმს. ეს არის ბაქტერიების საყვარელი საკვები ბაზა. თუ ტანსაცმელი არ არის სათანადოდ დეზინფიცირებული, ამ მიკრობებმა შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, გამონაყარი ან უფრო სერიოზული დერმატოლოგიური პრობლემები მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებში. ტექსტილი არის იდეალური გარემო ბაქტერიების გამრავლებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტანსაცმელი საწყობში ან მაღაზიაში არასწორი ტენიანობის პირობებში ინახება, რაც უფრო მაღალია ტენიანობა უფრო ხელსაყრელი გარემო იქმნება ბაქტერიების გამრავლებისთვის. ამასთან ბაქტერიები უფრო დიდხანს ცოცხლობენ მაგალითად პოლიესთერის ქსოვილზე, ვიდრე ბამბაზე.
- მტვრის ტკიპები: ალერგიული ადამიანებისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ბუნებრივი ბოჭკოები და ფოროვანი ქსოვილები, როგორებიცაა მატყლი ან სქელი ბამბა, ადვილად ინარჩუნებს მტვრის ტკიპებს, რომლებიც შესაძლოა, კვირების განმავლობაში შეუმჩნევლად სახლობდნენ ტანსაცმელზე.
- პარაზიტები: თუმცა ძალიან იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია სამოსზე აღმოვაჩინოთ პარაზიტების კვერცხები ან ლარვები. განსაკუთრებით მაღალია რისკი ისეთი ნივთების შემთხვევაში, როგორიცაა პალტოები, საბნები ან სქელი, დათბილული ქურთუკები, რომლებიც სითბოსა და ტენიანობას ხანგრძლივად ინარჩუნებს.
როგორ დავიცვათ თავი მეორად ტანსაცმელში დამალული საფრთხეებისგან?
მეორადი სამოსის მიმართ შიში უსაფუძვლოა, თუ გაცნობიერებული გვაქვს, რომ ეს ნივთები საჭიროებს ჰიგიენურ ადაპტაციას:
- შემოსვლის კარანტინი: სახლში დაბრუნებისას ნუ აურევთ მეორად სამოსს უკვე გარეცხილ, სუფთა ტანსაცმელთან. შეინახეთ ის ცალკეულ პარკში, სანამ არ გექნებათ შესაძლებლობა, ჩაუტაროთ პირველადი დამუშავება.
- მაღალტემპერატურული რეცხვა (60°C+): ეს არის ყველაზე ეფექტური იარაღი. წყლისა და სარეცხი საშუალების კომბინაცია ფიზიკურად აშორებს ბაქტერიებს, ხოლო მაღალი ტემპერატურა შლის მათ უჯრედულ სტრუქტურას. თუ ტანსაცმელი ნაზია და 60 გრადუსს ვერ უძლებს, გამოიყენეთ სპეციალური ანტიბაქტერიული სარეცხი საშუალებები.
- ორთქლი და მაღალი ტეპმერატურა: თუ ტანსაცმელი ვერ ირეცხება (მაგალითად, პალტო, ქურთუკი), გამოიყენეთ ორთქლის აპარატი (steamer). ორთქლი, რომელიც 80-100 გრადუსს აღწევს, იდეალურია ბაღლინჯოების კვერცხებისა და ბაქტერიების გასანადგურებლად.
- მზე — ბუნებრივი ანტისეპტიკი: მზის პირდაპირი სხივები (ულტრაისფერი გამოსხივება) ბუნებრივი და ძლიერი დეზინფექტანტია. ტანსაცმლის მზეზე გაშრობა დამატებით უსაფრთხოებას იძლევა.
სასარგებლო ბმულები წარმოებიდან ამოღებული საფრთხის შემცველი სამოსის შესახებ:
- Safety Gate (ევროკავშირი): ევროკავშირის საფრთხის შემცველი პროდუქტების სწრაფი გაფრთხილების სისტემა. აქ შეგიძლიათ ნახოთ იმ ტანსაცმლის სია, რომლებიც ევროპის ბაზრიდან ამოიღეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო;
- CPSC - SaferProducts.gov (აშშ): ამერიკის სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიის (Consumer Product Safety Commission) ბაზა. ის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი რესურსია მსოფლიოში. აქ შეგიძლიათ მოდელის მიხედვით ნახოთ, ხომ არ იყო ეს ტანსაცმელბი გამოთხოვილი ბაზრიდან სერიოზული ტრავმების ან დეფექტების გამო;
- OECD GlobalRecalls: გლობალური პორტალი, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას პროდუქციის გამოთხოვის შესახებ მთელი მსოფლიოდან.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს — QUIS — უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება, რომლის მთავარი ამოცანაა საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
-
პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის" პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის"
გადახედვა
-
"მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის" — გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს "მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის" — გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და ნაშოვნ თანხას ართმევდა — პროკურატურამ მშობელს ბრალი წარუდგინა არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და ნაშოვნ თანხას ართმევდა — პროკურატურამ მშობელს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი EU-ის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მალე შეიტანს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი EU-ის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მალე შეიტანს
გადახედვა
-
გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
დასვრილი ჭურჭელი, რომელსაც ღამით ნიჟარაში დატოვე, სიზარმაცეს არ ნიშნავს — აი, რატომ დასვრილი ჭურჭელი, რომელსაც ღამით ნიჟარაში დატოვე, სიზარმაცეს არ ნიშნავს — აი, რატომ
-
ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს, რომ გემი SAVIR TIGER ოკუპირებული აფხაზეთის ნავსადგურში შევიდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს, რომ გემი SAVIR TIGER ოკუპირებული აფხაზეთის ნავსადგურში შევიდა
გადახედვა
-
რატომ არ უნდა შეგვაშინოს ბაზრის ვარდნამ და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენს სასარგებლოდ რატომ არ უნდა შეგვაშინოს ბაზრის ვარდნამ და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენს სასარგებლოდ
-
34 150 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა — naec.ge აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს 34 150 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა — naec.ge აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
-
ლევან ხაბეიშვილი: წასაშლელია პარტიული ხაზები! "ერთ პარტიად" გამოვაცხადოთ სამშობლო — საქართველო და მის გარშემო გავერთიანდეთ ლევან ხაბეიშვილი: წასაშლელია პარტიული ხაზები! "ერთ პარტიად" გამოვაცხადოთ სამშობლო — საქართველო და მის გარშემო გავერთიანდეთ
გადახედვა
-
8 წლის მაქსიმე კახიძის ვიდეომიმართვის შემდეგ, ნიუ იორკის მერმა ბრუკლინში სათამაშო მოედანი გახსნა | ვიდეო 8 წლის მაქსიმე კახიძის ვიდეომიმართვის შემდეგ, ნიუ იორკის მერმა ბრუკლინში სათამაშო მოედანი გახსნა | ვიდეო
გადახედვა
-
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
-
UN-ის 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს UN-ის 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მეორად ტანსაცმელში დამალული საფრთხეები და რისკები მეორად ტანსაცმელში დამალული საფრთხეები და რისკები
-
აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია
გადახედვა
კომენტარები