კანდელაკი: მართლმადიდებლობის ასამბლეას 3 რუსი დეპუტატი დაესწრება, რაც არასასურველია
ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც საქართველოში 19 ივნისს იმართება, რუსეთის დუმის რამდენიმე დეპუტატი დაესწრება. მისი შეფასებით, დუმის დეპუტატების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა არასასურველია და ზიანს მიაყენებს, როგორც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ასევე, საერთაშორისო ავტორიტეტს.
გიორგი კანდელაკი ასახელებს იმ რუს დეპუტატებს, რომლებიც საპარლამენტო ასამბლეას უნდა დაესწრონ.
პირველი სერგეი გავრილოვია, რომელიც რუსეთის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. ევროპული საქართველოს ინფორმაციით, გავრილოვი იმყოფებოდა აფხაზეთში აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროს და მონაწილეობდა ომში საქართველოს წინააღმდეგ. იგი ასევე იმყოფებოდა სხვა ცხელ წერტილებში — დნესტრისპირეთსა და კოსოვოში. იგი ხელმძღვანელობს ე.წ დნესტრისპირეთის რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტთან, რომელსაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. პარლამენტების მსგავსად არავინ აღიარებს, "ურთიერთქმედების ჯგუფს".
"აღსანიშნავია, რომ კომპარტიის ლიდერ გენადი ზიუგანოვთან ერთად ერაყის როგორც პირველი, ასევე, მეორე ომის დროს იმყოფებოდა ბაღდადში და აქტიურად უჭერდა მხარს სადამ ჰუსეინის რეჟიმს", — განაცხადა კანდელაკმა.
მისივე განცხადებით, გავრილოვი აქტიურად გამოდის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის სხვადასხვა ეკლესიების მიერ აღიარების საწინააღმდეგო კამპანიის ერთ-ერთ მედროშედ. კანდელაკი ვარაუდობს, რომ უდიდესი ალბათობით, მისი თბილისში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანიც უკრაინის საწინააღმდეგო ლობირებაა.
"2015 წელს აღნიშნულ ინტერვიუში იგი ღიად საუბრობს იმაზე რომ რუსეთმა საკუთარი გავლენის საქართველოში აღსადგენად ფოკუსირება სწორედ საეკლესიო თემატიკის მანიპულაციით უნდა მოახდინოს, რაც პირდაპირ უკავშირდება გუშინდელ მოვლენებს", — თქვა დეპუტატმა.
კანდელაკის ცნობით, გავრილოვი ასევე მონაწილეობდა გენერალ ალექსანდრ ლებედის საარჩევნო კამპანიაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა.
მისივე ინფორმაციით, მეორე დეპუტატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ჩეპაა.
"იგი აქტიურად გამოდის რუსეთიდან 2006 წელს მასიურად გამოძევებული ქართველების საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად გამოძევებულთათვის კომპენსაციის გადახდის წინააღმდეგ. ალექსეი ჩეპა ასევე აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ოკუპირებულ დონბასში რუსული პასპორტების დარიგებას. იგი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის თემებზე ერთ-ერთი მთავარი სპიკერია", — განაცხადა კანდელაკმა.
მესამე დუმის დეპუტატი კი კანდელაკის თქმით, ივან სუხარევია, ვლადიმერ ჟირინოვსკის პარტიის წარმომადგენელი, გამოირჩევა აქტიურობით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხში.
"სუხარევი არაერთხელაა ნამყოფი როგორც ანექსირებულ ყირიმში, ასევე, დონბასში. გასული წლის ნოემბერში იგი ესწრებოდა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ინაუგურაციას და აკრძალული აქვს შესვლა უკრაინის ტერიტორიაზე.
ამ პიროვნების საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვება იქნება უკრაინის მიმართ არამეგობრული ნაბიჯი", — განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
მმართველი პარტიის დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ 19-22 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის 26-ე გენერალური ასამბლეა გაიმართება. მისი თქმით, საქართველო გაერთიანებულია მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში და სწორედ მისი წარმომადგენლები ეწვევიან ქვეყანას.
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
კომენტარები