თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩაზე, #95 ავტობუსის მგზავრებმა ცუდ ადგილას გაჩერებული მანქანა გზიდან გადაწიეს. ვიდეოს ტელეკომპანია მაესტრო ავრცელებს.

კადრებში ჩანს, რომ ავტობუსი გზაზე გაჩერებული მანქანის გამო ვერ გადაადგილდება. მგზავრები მანქანას წრეს არტყამენ და საკუთარი ძალებით გზიდან გადაჰყავთ.