31 მაისს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე საქართველოდან წელს მწერალი მარიამ წიკლაური და ილუსტრატორი გიორგი ჩაჩანიძე წარადგინა. ამ პრემიაზე ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოდან ყოველწლიურად ორ კანდიდატს წარადგენს.

საბავშვო მწერლი სხსოვნისადმი მიძღვნილი ჯილდო (Astrid Lindgren Memorial Award, ALMA) მსოფლიოში ყველაზე დიდი პრემიაა ბავშვთა ლიტერატურის სფეროში. 5 მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით 705 000 აშშდოლარიან 525 000 ევრო) ყოველწლიურად ერთ ან რამდენიმე გამარჯვებულს გადაეცემა.

ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ შეიძლება ნომინირებულნი იყვნენ ავტორები, ილუსტრატორები, ზეპირი მთხრობელები და ბავშვთა კითხვის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კერძოპირები თუ ორგანიზაცები.