ორი კახპა ქალის ურთიერთობას მაგონებს ჩვენი ერთმანეთის ლანძღვა — ბობოხიძის სექსისტური განცხადება
ფოტო: ფოტო ვიდეოდან / პარლამენტი
ევროპული საქართველოს დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ პლენარულ სხდომაზე სექსისტური განცხადება გააკეთა. მან ქართულ ოცნებასა და ევროპულ საქართველოს შორის დებატები "ორი კახპა, ბოზი ქალის ურთიერთობას" შეადარა. სხდომის წამყვანმა, თამარ ჩუგოშვილმა ბობოხიძეს ეთიკური განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდა.
აკაკი ბობოხიძე პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების იმ დეპუტატებს გამოეხმაურა, რომლებმაც მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ევროპულ საქართველოსთან კოალიციაში დაადანაშაულა.
"ფანტომის ეფექტია მედიცინაში ცნობილი, როცა ადამიანი კიდევ დიდხანს გრძნობს მოკვეთილ კიდურს და აწუხებს. სამწუხაროდ, ფანტომის დონეზეც კი არ შეგრჩათ ნამუსი. როგორც ჩანს, ეს კიდური არასდროს არ გქონიათ, სხვა ვერანაირი დასკვნა ვერ გამომაქვს, როცა ვუსმენ ბატონ ზვიად ძიძიგურს, დავით მათიკაშვილს, კარლო კოპალიანს. ზვიად ძიძიგურის გამოსვლამ გამახსენა იგავ-არაკი, რომელსაც ბავშვობაში ვსწავლობდით, მგლისა და კრავის, როდესაც მდინარის პირზე მაღლა მდგომი მგელი, დაბლა მდგომ კრავს აბრალებდა წყლის ამღვრევას", — განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
მისი თქმით, არჩევნებში დაძაბულობის მაპროვოცირებლები თავად ქართული ოცნების დეპუტატები იყვნენ.
"ორი კახპა, ბოზი ქალის ურთიერთობას მაგონებს ჩვენი ერთმანეთის ლანძღვა, ამ დროს საქართველო იჭყლიტება", — განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
მან ქართული ოცნების კარლო კოპალიანიც გააკრიტიკა და თქვა, რომ წინა მოწვევის პარლამენტში უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან გასულ დეპუტატებთან კოალიციის ჩამოაყალიბა.
"გამიკვირდა 26 მაისზე რომ დაიწყეთ ლაპარაკი იმიტომ, რომ მეგონა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაიწყებდით საუბარს. გაოცებული ვიყავი და ყოჩაღ-თქო, მაგრამ მერე დაუბრუნდით თქვენს ჩვეულ ფორმას. ბატონ ძიძიგურს მაინც მოუსმინეთ, რომ ძალადობით არ შეიძლება ხელისუფლების შეცვლა? კარგად მახსოვს იმ 26 მაისს, როგორ იყავით, სახალხო პატრული რომ გქონდათ, ფარები, კეტები და ძალადობაზე რომ ლაპარაკობდით. იმიტომაც შეიძლება არაადეკვატური, მაგრამ ის პასუხი მიიღეთ სახელმწიფოსგან, რაც მიიღეთ, ოღონდ გამომწვევი თქვენ იყავით, ბატონებო", — განაცხადა ბობოხიძემ.
აკაკი ბობოხიძის განცხადებას დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც ევროპული საქართველოს დეპუტატებმა პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვეს.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
კომენტარები