The Leftovers - გადარჩენილები და დარჩენილები
სტატია შეიცავს პირდაპირ ან ირიბ სპოილერებს, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
ფოტო: HBO
14 ოქტომბერს მოხდა ის, რამაც ყველა ადამიანის ბედი სამუდამოდ შეცვალა. დედამიწის მოსახლეობის 2% უკვალოდ გაქრა. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, სერიალი ამის შესახებ არ არის. ეს მოცემულობაა, რომელიც თავიდანვე გვაცნობს იმ ადამიანების ტრაგიკულ ისტორიებს, რომლებიც ოცი სერიის განმავლობაში ჩვენთან ერთად ცდილობენ საკუთარი თავის პოვნას, თავიდან აღმოჩენას.
ეს სერიალი ადამიანების უბედურებაზე არ არის. ეს არის წარმოსახვითი რეალობა, რომელიც Lost-ის, Fringe-ის და სხვა მსგავსი სერიალებიდან იმედგაცრუებული მაყურებლების ბოლო ამოსუნთქვაა. თუ რატომ არის ბოლო, ვეცდები აგიხსნათ.
სერიალში მოვლენები ადამიანების გაქრობიდან სამი წლის შემდეგ ვითარდება, დაკარგულებს გმირებად შერაცხავენ და ძეგლსაც დაუდგამენ, თუმცა მათი გმირობის ამბავი ისეთივე საეჭვოა, როგორც მთავარი გმირის, კევინის რეალობის აღქმა. უცნაურია, როგორ შეიძლება ადამიანებმა ყველაფერი ნაკლებად პესიმისტური გახადონ, მოიცილონ დეპრესიული ფონი და დააჯერონ საკუთარ თავებს რომ წაგება გამარჯვებაა, რომ აქ ყოფნას სხვაგან ყოფნა სჯობს და ა.შ. ამიტომაც არის, რომ 14 ოქტომბერი გმირების დღეა. სამართლიანია აღვნიშნოთ რეპლიკა, რომელიც ზუსტად გამოხატავს ამ თარიღის არსს: “we don't know what the fuck happened day”. არცოდნა და გაურკვევლობა სერიალის მთავარი მოტივია.
ადამიანების გაქრობას ყველა თავისებურად ხსნის და ცდილობს, კითხვებზე პასუხი მიიღოს. ეს შეიძლება რელიგიურობაში, სექტანტობასა და თვითგვემაშიც კი გამოიხატოს. და რაკი სექტებსაც მივადექით, სერიალში დიდი ნაწილი ეთმობა ადამიანთან უცნაურ დაჯგუფებას, ისინი თეთრებში გამოწყობილები დადიან ქალაქის ქუჩებში, გამუდმებით სიგარეტს ეწევიან და არ საუბრობენ. ისინი ადამიანის სინდისის დარაჯები არიან და ჰგონიათ, რომ სამი წლის გასვლის შემდეგ ადამიანებმა ჩვეულებრივი ცხოვრება დაიწყეს და გამქრალი ხალხი დაივიწყეს. ეს მოსაზრება სიმართლესთან ახლოს არის, მაგრამ იმას, რაც მოხდა, ადამიანის გონება ვერ ამოშლის, ვერ დაივიწყებს.
აპოკალიფსური სიუჟეტის შექმნა ყოველგვარი ბირთვული აფეთქების გარეშე სერიოზულ მუშაობას მოითხოვს. შემქმნელებმა პირველივე სეზონში იმდენი შეკითხვა მიაყარეს მაყურებელს, რომ რეალურად შეუძლებელია ყველაფერზე პასუხის პოვნა. ამ გაუგებრობაში კი ყველანი ერთად აღმოვჩნდით: ნიუ-იორკის გარეუბნის (ადგილი სადაც პირველი სეზონის მოქმედება ხდება) მოსახლეობიდან დაწყებული მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში გაბნეული და დაბნეული ადამიანები.
ამ სერიალს საყვარელ ადამიანთან ერთად ვერ უყურებ; ვერც ოჯახის წევრებთან ერთად (ვცადე და არ გამოვიდა); ვერც მიყოლებით ნახავ ოცივე სერიას (ორი სეზონი და თითო სეზონში ათი სერიაა). ეს რომ ერთი ამოსუნთქვით ნახო იგივეა, რაც Max Richter-ის ყველა კომპოზიციას უსმინო ქორწილში, Radiohead ჩართო და მარტო OK Computer დატოვო, სამყაროს წარმოშობის შესახებ ყველა დოკუმენტურ ფილმს ერთდროულად უყურო, პატრიარქის ქადაგებებს რამდენჯერმე უსმინო. მოკლედ, ურთულესი ამბავია. ეს ნაწილ-ნაწილ დასაგემოვნებელი და მარტო გასააზრებელი ამბავია. ეს მარტოსული ადამიანების ისტორია, რომელიც ნელ-ნელა ბნელდება, მუქდება და კიდევ ერთხელ გახსენებს საკუთარი თავის სიპატარევეს, უმწეობას.
რეალურად რომ მომხდარიყო ეს ამბავი, სად ისურვებდი დარჩენას? შენც იმ 2%-ში გენდომებოდა ყოფნა თუ პირიქით?
მახსოვს Lost-ის დასრულების შემდეგ ფანების დიდ ნაწილს გული დაწყდა. მეც მათ შორის ვიყავი. ეს ის დასასრული არ იყო, რომელიც ჩვენ გვინდოდა. ასევე მახსოვს Fringe-ის განცდები, რომელიც ნელ-ნელა ისე გაქრა, რომ ბოლოს მბჟუტავი ცეცხლივით იყო, საკუთარ თავს რომ ანათებს და ათბობს. მიტოვებულები ცალკე ქვეჟანრს ქმნის: ერთდროულად გვიხატავს უტოპიურ მომავალს და ადამიანის ბუნებაშიც ღრმად გახედებს. შეგიძლია დააკვირდე ადამიანების დეგრადაციას და მიჯაჭვულობას ერთმანეთის, მიჩვეული ამბებისა თუ გარემოს მიმართ.
Les Revenants - ფრანგული სერიალია, რომელიც უპრეტენზიოდ პატარა ქალაქის მაგალითზე გვიყვება მსგავს უცნაურ ამბებს. მიტოვებულებისგან განსხვავებით აქ წლების წინ დაღუპული ადამიანები დაბრუნდნენ და ფიზიკური ყოფნით შეახსენეს თავი ცოცხლებს. მათი მიტოვებისა და დავიწყების გამო ცოცხლები დაისაჯნენ. ეს სერიალი ერთი წლის წინ ვნახე და იმის შემდეგ არ მტოვებს განცდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე სწორი ახსნაა ოლდოს ჰაქსლის ციტატის: “Maybe this world is another planet’s hell.” და ეს განუწყვეტლივ ხდება - სხვადასხვა დროსა და სივრცეში.
სერიალის მეორე სასწაული სეზონი ქალაქ “სასწაულში” (თუ გნებავთ საოცრება უწოდეთ, ორიგინალში კი “Miracle” ჰქვია) ვითარდება. პირველი ნაწილის დასრულებისა და მოდუნების შემდეგ მაყურებლები კიდევ ერთხელ ეჯახებიან ახალ გამოწვევას, სადაც ჯერ კიდევ არსებობს მბჟუტავი იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
თითოეული ეპიზოდის დასრულების შემდეგ მეგონა, რომ სწორედ ეს იყო საუკეთესო სერია. ყოველი მომდევნოს ჩართვის შემდეგ კი სასიამოვნოდ გაოცებული ვრჩებოდი. სერიალის რეჟისორებმა შეძლეს ის, რომ თანამედროვე, გაუბედურებულ და სასოწარკვეთილ გარემოში იდეალური სიყვარულის ისტორია აღწერეს. მთელი სერია ეძღვნება მეტ ჯეიმსონის (კრისტოფერ ეკლსტონის გმირი) და ვეგეტატიურ მდგომარეობაში მყოფი მისი ცოლის ურთიერთობას. ეს არის სიყვარული, რომელიც მაშინაც კი არსებობს, როცა საყვარელ ადამიანს თვალის დახამხამების გარდა არაფერი შეუძლია. ეს იდეალისტი ადამიანის თვალით დანახული სამყაროა და კაცობიობისადმი დაკარგულ რწმენას დაგიბრუნებთ. სადაც მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი განადგურებულია და რეალურად არანაირი საფუძველი არსებობს რაიმეს შეცვლის, აზრი მაინც აქვს ბრძოლას. ეს მისია ყოფილი მღვდლის და თანამედროვე დონ კიხოტის შესასრულებელია.
არის კი სიცოცხლის შემდეგ ისეთი ადგილი ჩვენთვის, სადაც დარჩენა აუცილებლად მოგვინდება? როგორ წარმოგვიდგენია ეს ყველაფერი? იქნებ კარგ სასტუმროში ვხვდებით, სადაც არც თუ ისე გულღია მასპინძლები გხვდებიან. ეს გადასვლა მეორე სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო სერიაში “International Assassin”-ში კარგად არის აღწერილი. შეუძლებელია სერიამ “ჯადოსნური მთა” და ჰანს კასტროფი არ გაგვახსენოს, ცოტა უფრო ჩქარი და ნერვიული სიუჟეტით.
ერთ-ერთ მიმოხილვაში კარგად იყო შეფასებული მაყურებლის განცდა: თითქოს ახალგარეცხილი შარვალი გაცვია და იმით ხარ გულნატკენი, რომ ცხოვრებაში ბევრი არაფერი გამოგივიდაო. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი შეფასებაა. შეუძლებელია ამ სერიალის ნახვის შემდეგ მაქს რიხტერის საუნდტრეკები არ მოგაგონდეთ მგზავრობის, მარტო ყოფნის, მეგობრებთან ერთად დროის გატარებისა და სამსახურის შემდეგ სახლისკენ გზაზე. იშვიათია, თანამედროვე ეპიზოდებისთვის დაწერილი მუსიკა ყოველ ახალ ვარიაციაზე შენში სხვადასხვა ემოციებს ბადებდეს.
კევინი ჩვენი დროის ოდისევსია. ის ცდილობს სახლში, თავშესაფარში დაბრუნდეს. ოღონდ ერთი პირობით: ეს ყველაფერი 14 ოქტომბრამდე უნდა მოხდეს: იმ დღემდე, სანამ ყველა და ყველაფერი ასე შეიცვლებოდა. ასეთი განცდებით დავასრულე მეორე სეზონის ყურება და სანამ გაგრძელებაზე დაწერენ რამეს, მშვიდად შემიძლია დავბრუნდე პარკში და წარმოვიდგინო, როგორი იქნებოდა პირადად ჩემი ცხოვრება ასეთი მნიშვნელოვანი დანაკარგის შემდეგ.
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა

კომენტარები