სალომე ზურაბიშვილი: "პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების სივრცე უფრო სწრაფად იზღუდება, ვიდრე ეს მოხდა რუსეთში"
"ხვადასხვა გზით, პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების სივრცე სწრაფად იზღუდება, ვიტყოდი, უფრო სწრაფად, ვიდრე ეს მოხდა რუსეთში" — ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო საქმეთა და ევროპულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართული ოცნების ყველა ქმედება და გადაწყვეტილება "ეწინააღმდეგება ევროპულ რეკომენდაციებსა და ევროპულ გზას, იქნება ეს რიტორიკა თუ მიღებული კანონები, ყველაფერი შესაბამისობაშია იმასთან, რაც თავის დროზე რუსეთში გაკეთდა"
სალომე ზურაბიშვილმა სენატში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ოცნების პარლამენტზეც და აღნიშნა, რომ "კანონები მიიღება სამი მოსმენით ორ დღეში და არ ხდება არცერთი მათგანის განხილვა"
"რუსეთის მხრიდან საქართველოს, როგორც მუდმივად სასურველი ნადავლის ხელში ჩაგდების მცდელობა, გამძაფრდა და მან დაიწყო იმ ინსტრუმენტების გამოყენება, რომელიც საქართველოში უკვე ჰქონდა, კერძოდ, ოლიგარქის, რომელთანაც კავშირები ჰქონდა და, როგორც ჩანს, მასზე ზეწოლის ბერკეტებიც გააჩნდა. ალბათ, ეს არის საუკეთესო ახსნა იმ ძალიან მკვეთრი ცვლილებისა, რაც ქვეყანაში განვითარდა: პოლიტიკური კრიზისი არჩევნების ირგვლივ, საარჩევნო გაყალბება და მთავრობის დასმა, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი და პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი ლეგიტიმურად არ აღიარებს.
ის, რაც რეალურად აღძრავს ხანგრძლივ პროტესტს, რომელიც უკვე 200 დღეზე მეტია გრძელდება, ეს არის არა მხოლოდ გაყალბებული არჩევნები, არამედ პრემიერ-მინისტრის მიერ ევროკავშირთან კავშირის გაწყვეტის არაკონსტიტუციური განცხადება. ეს განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ყველა ინსტიტუციას ავალდებულებს, გააკეთოს ყველაფერი ევროპული ინტეგრაციის მხარდასაჭერად და მის გასაძლიერებლად. ეს კონსტიტუციური მუხლი თავის დროზე ქართულმა ოცნებამ თავადვე შეიტანა კონსტიტუციაში და ახლა უბრალოდ უარყო და დაარღვია. ეს არის ის, რასაც მოსახლეობა ვერ ეგუება!
ქვეყნის დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული, ყველა საზოგადოებრივ გამოკითხვაში, საქართველოს მოსახლეობის 80% აცხადებს, რომ სურს ევროპული მისწრაფების დაკმაყოფილება და რჩება ამ მისწრაფების ერთგული. ამიტომაც სულ უფრო იშვიათად, მაგრამ მაინც ვხედავთ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება — ქართული ოცნება (ან როგორც მას სხვაგვარად უწოდებენ) — "რუსული კოშმარი" ისევ აჟღერებს, რომ თითქოს ევროპაში შესვლას აპირებს. ხან გამოიტანენ ევროკავშირის დროშას, ხან ისევ ხსნიან. მმართველი ძალის ყველა ქმედება და გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროპულ რეკომენდაციებსა და ევროპულ გზას, იქნება ეს რიტორიკა თუ მიღებული კანონები, ყველაფერი შესაბამისობაშია იმასთან, რაც თავის დროზე რუსეთში გაკეთდა სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის გასანადგურებლად.
პარლამენტში არცერთ კანონზე არ იმართება დებატი. როგორც წესი, კანონები მიიღება სამი მოსმენით ორ დღეში და არ ხდება არცერთი მათგანის განხილვა. ჩვენი კანონმდებლობით არსებობდა მუხლი, რომელიც მოითხოვდა, რომ საპარლამენტო კომისიებს მოესმინათ სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იმ სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომელსაც კანონები ეხებოდა, მაგრამ ეს მუხლი უკვე ამოღებულია. აღარ არსებობს არანაირი კონსულტაცია და ჩართულობა პარლამენტის გარეთ მყოფ სუბიექტებთან. ყველაფერი მიმდინარეობს დახურულ ციკლში, რადგან ამ პარლამენტში მხოლოდ მმართველი პარტია და მისი ორი დანამატი ზის, თუმცა რეალურად მხოლოდ მმართველი პარტიაა წარმოდგენილი.
დღეს საქართველოში ძალიან ცოტაა ბეჭდური მედია. მთავარ საინფორმაციო წყაროდ ტელევიზია და სოციალური ქსელები რჩება. ეს ის სივრცეებია, რაც სამოქალაქო საზოგადოებას არსებობის საშუალებას აძლევს და სწორედ ეს არხებია რეალურ ინფორმაციაზე წვდომის უკანასკნელი ფანჯარა.
მას შემდეგ, რაც მედია ძლიერად შეიზღუდა და მას მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შეზღუდვა მათ მიმართულებისა და საქმიანობის სფეროს მიუხედავად.
ეს ეხება აგრეთვე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ან სოციალური სფეროს სხვადასხვა სექტორში. ეს არ არის მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებს ან მათი მომზადების პროცესს უკავშირდებოდნენ.
ეს სცდება პოლიტიკურ სივრცეს, ეს გავლენას ახდენს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე.
ბოლოდროინდელი კანონები სოციალურ ქსელებს ეხება. თუ თქვენს პოსტებში აკრიტიკებთ მმართველი პარტიის ან პარლამენტის წევრებს, ეს კანონის მიხედვით შესაძლოა, შეურაცხმყოფად ჩაითვალოს. ამის გამო, შესაძლებელია დაჯარიმება ან პროკურატურაში დაბარება, რაც უკვე მოხდა: 17 ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, აქტივისტები უკვე დაბარებულნი არიან. ამის მიზანი საზოგადოებაში შიშის გაჩენაა, რომ ვითომ "სერიოზულად" იღებენ ამ ყველაფერს. მათ სთხოვენ განმარტონ თავიანთი გამონათქვამები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რეალურად სრული ცენზურა, მით უმეტეს მაშინ, როცა არ არსებობს სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრდეს ჯარიმა და ადმინისტრაციული პატიმრობა, რაც ასეთ შემთხვევებს მოსდევს. ეს პოსტები პირდაპირ ისჯება.
პოლიტიკოსები ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ: პარლამენტში შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელსაც უნდა შეესწავლა წინა ხელისუფლების "დანაშაულები". ამ კომისიამ დაიწყო პოლიტიკური ფიგურების დაბარება, განურჩევლად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი წინა ხელისუფლების მმართველობაში.
სხვადასხვა გზით, პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების სივრცე სწრაფად იზღუდება, ვიტყოდი, უფრო სწრაფად, ვიდრე ეს მოხდა რუსეთში, სადაც პროცესები ბევრად უფრო ნელა და ეტაპობრივად ვითარდებოდა" — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
მეხუთე პრეზიდენტმა სინდისის პატიმრებზე და სასამართლო პროცესებზეც ისაუბრა. მისი თქმით, "მართლმსაჯულება აღარ არსებობს". ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში არსებული სიტუაცია "არ არის მხოლოდ ქვეყნის შიდა პრობლემა, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვეხება, ეს რეალურად რუსეთის სტრატეგიაა, რომელსაც საქართველოში ახორციელებს"
"ეს ავტორიტარული გადახრა, დემოკრატიული უკუსვლა უკვე ის ეტაპია, როცა პრაქტიკულად აღარაფერია დარჩენილი იმ რეკომენდაციებიდან, რაც ადრე არსებობდა. მართლმსაჯულება აღარ არსებობს. ბოლო პერიოდში გამართულ არცერთ სასამართლოს არ გადაუხვევია პროკურატურის მოთხოვნისგან. პროკურორის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, მიღებულია და წინასწარ განსაზღვრავს განაჩენს. ანუ წინასწარ ვიცით, როგორი იქნება განაჩენი.
ამჟამად, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და სასამართლოს მოლოდინშია 60 ახალგაზრდა აქტივისტი. პირველი განაჩენი უკვე გამოტანილია, ზოგიერთ მათგანი უკვე 6-7 თვეა, რაც დაკავებულია.
პირველი განაჩენი იმ ახალგაზრდა ბიჭს ეხებოდა, რომელიც დაკავების დროს სულ 20 წლის იყო. მის წინააღმდეგ არ არსებობდა დანაშაულის არანაირი მტკიცებულება, ეს ადვოკატებმაც დაადასტურეს, მაგრამ ის მაინც გასამართლდა და საბოლოოდ, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, იმ 6 თვის გათვალისწინებით, რაც უკვე გატარებული ჰქონდა წინასწარ პატიმრობაში.
სავარაუდოდ, კიდევ ვიხილავთ მსგავს სურათს, რადგან მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში დანარჩენ 60 აქტივისტსაც გამოუტანენ განაჩენს. პარალელურად, პოლიტიკოსებსაც, რომლებიც ასევე ადმინისტრაციულ ან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. ამ თვალსაზრისით ვითარება ძალზე მძიმეა და ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური კრიზისი, ან ავტორიტარიზმის სიმპტომი საქართველოში, ეს არ არის მხოლოდ ქვეყნის შიდა პრობლემა, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვეხება, ეს რეალურად რუსეთის სტრატეგიაა, რომელსაც საქართველოში ახორციელებს" — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მახუთე პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების მხრიდან რუსეთის მიმართ არცერთი კრიტიკული სიტყვა არ ისმის და "პრაქტიკულად სიჩუმე, ან ქება-დიდებაა".
"დღეს, რაც საქართველოში ხდება, არის სხვა, ალტერნატიული სტრატეგიის გატესტვა.
ეს არის რუსული ჰიბრიდული სტრატეგია, რომელიც მოიცავს: საარჩევნო მანიპულაციას, პროპაგანდას, მარიონეტული რეჟიმების გამოყენებას, რომლებიც პირდაპირ ემსახურებიან რუსეთის ინტერესებს და გამოირჩევიან რუსეთის მიმართ უკიდურესი მორჩილებით.
რუსეთის მიმართ პრაქტიკულად არცერთი კრიტიკული სიტყვა არ ისმის! გითხარით იმ მკაცრ კრიტიკაზეც, რომელიც ჩვენი პარტნიორების მისამართით ისმის, იმ პარტნიორების მიმართ, რომლებმაც 30 წლის განმავლობაში სახელმწიფოს შექმნასა და გაძლიერებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. ამ პარტნიორებს აკრიტიკებენ ახლა, მაშინ როცა რუსეთის მიმართ, რომელიც ოკუპანტია და საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს მიტაცებული, არცერთი გამაღიზიანებელი სიტყვა არ ისმის. პრაქტიკულად სიჩუმე, ან ქება-დიდებაა!
პარალელურად, ქართული ოცნება უახლოვდება სხვა სახელმწიფოებს, მაგალითად, ირანს, სადაც ქვეყნის პრემიერმინისტრი ერთ-ერთი დაღუპულის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, არ ვიცი, ამჯერად, ისევ დაბრუნდება თუ არა იქ, მაგრამ ეს არის ამჟამინდელი რეჟიმის ახალი ალიანსები.
რუსეთთან ერთად, იქმნება პრივილეგირებული ურთიერთობები ჩინეთთანაც. და სწორედ აქედან იწყება ის საფრთხე, რომელიც სცდება მხოლოდ დემოკრატიულ გამოწვევებს და უკვე სტრატეგიულ გამოწვევას წარმოადგენს. ეს სტრატეგიული საფრთხეა, რადგან მმართველი რეჟიმის მიერ დაწყებულია მოლაპარაკებები ჩინეთთან შავი ზღვის პორტთან დაკავშირებით, აქ არაფერია საჯაროდ ცნობილი და ყველაფერი კონფიდენციალურია.
მიმდინარეობს ძალიან მწვავე რიტორიკის დამკვიდრება ჩვენი პარტნიორების — ევროპელებისა და ამერიკელების მიმართ. საკმაოდ კარგად კოორდინირებული შეტევებია, რომლებიც არავის ტოვებს განზე, ეს ევროპელი ელჩების მიმართ პირდაპირი თავდასხმებით გრძელდება. სწორედ ასეთი თავდასხმის სამიზნე, რამდენიმე ხნის წინ, საფრანგეთის ელჩი გახდა. ამჟამად კი, ბრიტანელები არიან პირდაპირი თავდასხმების მთავარი სამიზნეები. გერმანელებსაც არ ასცდათ, ისევე როგორც ევროკავშირის ელჩს, ორ ამერიკელ ელჩ ქალს.
ვითარება ერთდროულად საგანგაშოა:
• დემოკრატიის თვალსაზრისით,
• საქართველოს შიდა პოლიტიკისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის კუთხით, რომელიც, პრაქტიკულად, იკარგება რუსეთის სასარგებლოდ,
• და საქართველოს გეოპოლიტიკური მომავლის კუთხით, ევროპასა და რუსეთს შორის, ჩინეთთან მზარდი კავშირებით. ამას რომელსაც, როგორც ჩანს, ვერავინ აჩერებს" — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
-
გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო — კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო — კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
როცა ცვლილებების არ გეშინია, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება — ეკატერინე ჭილაურიშვილის ისტორია როცა ცვლილებების არ გეშინია, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება — ეკატერინე ჭილაურიშვილის ისტორია
-
როცა მთავარი სცენა საქართველოა — სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზე როცა მთავარი სცენა საქართველოა — სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზე
-
"ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე "ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
საუკეთესო მობაილ ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში — ლიბერთის ციფრული ბანკინგის საერთაშორისო აღიარება საუკეთესო მობაილ ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში — ლიბერთის ციფრული ბანკინგის საერთაშორისო აღიარება
-
"ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია" — ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის ნაწილის გასხვისებაზე "ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია" — ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის ნაწილის გასხვისებაზე
გადახედვა
-
ნეტფლიქსი Manifest-ის გაგრძელებაზე მუშაობს — რა ვიცით Arrivals-ის შესახებ? ნეტფლიქსი Manifest-ის გაგრძელებაზე მუშაობს — რა ვიცით Arrivals-ის შესახებ?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რომან დარსალია ქართველთა გენოციდზე საუბრისა და პუტინის კრიტიკის გამო დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში რომან დარსალია ქართველთა გენოციდზე საუბრისა და პუტინის კრიტიკის გამო დააკავეს
გადახედვა
-
ერთჯერადი გენური თერაპია "ცუდი" ქოლესტერინის დონეს 52%-ით ამცირებს — კლინიკური კვლევა ერთჯერადი გენური თერაპია "ცუდი" ქოლესტერინის დონეს 52%-ით ამცირებს — კლინიკური კვლევა
გადახედვა
-
Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი — ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი — ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
დონალდ ტუსკი: AfD-ის ტრიუმფი მხოლოდ იდიოტებს უხარიათ დონალდ ტუსკი: AfD-ის ტრიუმფი მხოლოდ იდიოტებს უხარიათ
გადახედვა
-
გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნებს ულტრამემარჯვენე პარტია AfD 44.5%-ით იგებს გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნებს ულტრამემარჯვენე პარტია AfD 44.5%-ით იგებს
გადახედვა
-
კუშნერი და უიტკოფი კიევში ზელენსკის შეხვდნენ — რა საკითხები განიხილეს? კუშნერი და უიტკოფი კიევში ზელენსკის შეხვდნენ — რა საკითხები განიხილეს?
გადახედვა
-
7 სექტემბერს, დიუშენის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, საჯარო ღონისძიება გაიმართება 7 სექტემბერს, დიუშენის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, საჯარო ღონისძიება გაიმართება
გადახედვა
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
კომენტარები