ეროვნულ ბიბლიოთეკაში ცნობილი დისიდენტის, ვალერი ჭალიძის მეუღლესთან, ლიზა ჭალიძესთან შეხვედრა გაიმართება
27 მაისს, 18:15 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრა ცნობილი დისიდენტის, ვალერი ჭალიძის მეუღლესთან ლიზა ჭალიძესთან.
ამერიკელი სტუმარი, პროფესიით იურისტი ქალბატონი ლიზა ჭალიძე დისიდენტთან ცხოვრების შესახებ საინტერესო ამბავს გვიამბობს. მისი თქმით, ვალერი ჭალიძემ ადამიანის მორალური და სამოქალაქო უფლებების შესახებ ფიქრი და წერა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ დაიწყო. ქალბატონი ლიზა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გვეწვევა და მისი პრეზენტაციაც ამ დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე ერთი ინდივიდის ბრძოლის წარმატებულ ისტორიას გვიამბობს.
"საბჭოთა სახელმწიფოებში უფლებების დარღვევის უამრავი, კარგად ნაცნობი ფაქტების დაკონკრეტების გარეშეც, საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის სიტყვებიც კარგად ცხადყოფს ერთი პარტიის კონტროლს მთელს სახელმწიფოზე. სამართლებრივ და საკანონმდებლო აღსრულების მეთოდებთან ერთად, ყურადღება უნდა დავუთმოთ პარტიულ დოკუმენტებსა და პარტიული პროგრამების განხორციელებასაც, რათა საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებების დაცვის რეალური ეფექტურობის, ანუ მათი დარღვევების სრული ანალიზი წარმოვადგინოთ. ადამიანების უფლებები ყოველთვის ირღვეოდა კერძო პირებისძალადობის, სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელთა არაკომპეტენტურობის, ზოგიერთი ჯგუფის ძალაუფლებისადმი გადაჭარბებული სწრაფვის, უმრავლესობის მიერ მმართველობის იდეოლოგიური დიქტატის ბრმა მიმდევრობის შედეგად. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ეფექტურობის საკითხისთვის, ამ ოთხივე დონის გავლენა სრულად უნდა განვიხილოთ", - წერდა ერთ-ერთი პირველი უფლებადამცველი ვალერი ჭალიძე 1980 წელს მისი ავტორობით გამოცემულ 244-გვერდიან ნაშრომში საბჭოთა კავშირის მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტის დაცვის შესახებ. ნაშრომი აერთიანებდა საბჭოთა კავშირის კერძო და პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებულ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. ეს ნაშრომი ერთ-ერთი ნაწილია იმ არქივისა, რომელიც ვალერი ჭალიძის მეუღლემ, ლიზა ჭალიძემ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადმოსცა. არქივის გადმოცემა 2019 წლის იანვარში, ეროვნული ბიბლიოთეკის დელეგაციის ამერიკაში ვიზიტისას გადაწყდა, ხოლო ამჟამად ციფრული ვერსიაც მზადდება.
არქივი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ვალერი ჭალიძის შესახებ ცნობები საქართველოში აქამდე არ მოიპოვებოდა, რადგან თავის დროზე მას საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა ჩამოერთვა, რის შემდეგაც ცხოვრება აშშ-ში განაგრძო. საზოგადოებისთვის უცნობია მისი ემიგრაციაში მოღვაწეობის პერიოდიც, როდესაც მან დასავლეთისთვის საბჭოთა ქვეყნებში არსებული რეალობის სრულად გაცნობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები