კაცობრიობა ახლა უფრო მოწყენილი და გაბრაზებულია, ვიდრე შარშან — კვლევა
თუ თქვენ თავს შესანიშნავად არ გრძნობთ, თქვენ მარტო არ ხართ. ესაა ემოციების საერთაშორისო მოხსენების წლევანდელი დასკვნა, რომელიც 140 ქვეყანაში მცხოვრები 151 000 ადამიანის გამოკითხვითაა მიღებული.
კვლევის მიზანია ემოციებისა და გრძნობების შესწავლა, რომლებზეც პირდაპირ დაკვირვება უფრო პრაქტიკული მეთოდებით, მაგალითად, მშპ-თი, სიცოხცლის ხანგრძლივობითა და შემოსავლის რაოდენობით ვერ ხდება.
კვლევის ფარგლებში მონაწილეებს ეკითხებოდნენ, გრძნობდნენ თუ არა ისინი თავს დასვენებულად, საკმარისად იღიმოდნენ თუ არა დღის განმავლობაში, ან სწავლობდნენ თუ არა რაიმე ახალს.
შედეგი კი მიუთითებს, რომ კაცობრიობას ახლა ცოტათი რთული პერიოდი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელთან შედარებით წელს სტრესის ზოგადმა მაჩვენებელმა დაიკლო, წუხილის, სევდისა და ბრაზის მაჩვენებლებმა მოიმატა.
გვაქვს დადებითი სიახლეც, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები, ერთი შეხედვით, უფრო მოწყენილები და გაბრაზებულები არიან, ახლა ხალხი დადებით გამოცდილებებს უფრო ხშირად ახსენებენ, ვიდრე ბოლო სამი წლის განმავლობაში.
კვლევაში ყველაზე მაღალი ქულები ლათინური ამერიკის ქვეყნებმა მოაგროვეს. შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ეს განსხვავდება ბედნიერებაზე ჩატარებული იმ კვლევების შედეგებიდან, რომლებიც ბედნიერებას უფრო პრაქტიკული მახასიათებლებით ზომავენ და რომლებშიც ძირითადად სკანდინავიის ქვეყნები ლიდერობენ.
"ლათინური ამერიკის ქვეყნებში დადებითი ემოციების მაღალი მაჩვენებელი ნაწილობრივ მიანიშნებს იმ კულტურულ ტენდენციებზე, რომელთა წყალობითაც ადამიანები უფრო მეტ ყურადღებას დადებით ემოციებს უთმობენ", - აცხადებენ კვლევის ავტორები.
კომენტარები