მეტრო ნაწილობრივ გაჩერებულია. როგორც თბილისის სატრანსპორტო სამსახურში On.ge-ს უთხრეს, მეტრო რელსებზე კაცის ჩავარდნის გამო გაჩერდა.

მათი ინფორმაციით, პირველ ხაზზე მეტრო დიდუბიდან-ვარკეთილამდე და პირიქით მოძრაობს. მათივე ცნობით, ადგილზე პოლიცია და სასწრაფოა მობილიზებული. მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.