ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე მწვრთნელს სექსუალური შევიწროების ბრალდებით სასამართლოში უჩივის
სპორტსმენი თათია ლორთქიფანიძე ძალოსან ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს სექსუალური შევიწროების, ხოლო ძალოსანთა ფედერაციას დისკრიმინაციის ბრალდებით სასამართლოში უჩივის. მის ინტერესებს ორგანიზაცია საფარი დაიცავს.
საქმეში 2 მოპასუხეა: მთავარი მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა, რომელსაც ის სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს და ძალოსანთა ფედერაცია, რომელმაც, ლორთქიფანიძის თქმით, დისკრიმინაციული ქმედება ჩაიდინა და ის ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნა. ძალოსანი მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.
"იმიტომ ამოვიღე ხმა, რომ მე ვალდებული ვიყავი ჩემი თავი დამეცვა, მიმემართა ადვოკატისთვის, რომ გამართულიყო სასამართლო და ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა. ეს ჩემპიონატი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კარიერული წინსვლისთვის და დიდი პერსპექტივა იქნებოდა. მე სასამართლოში მოვითხოვ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას", — თქვა ლორთქიფანიძემ.
საფარის ხელმძღვანელი, ბაია პატარაია თვლის, რომ სექსუალური შევიწროების ინციდენტი და სპორტსმენის ჩემპიონატიდან მოხსნა ერთმანეთს უკავშირდება.
"დღემდე არ მიგვიღია პასუხი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო თათიას ჩემპიონატიდან მოხსნის რეალური მიზეზი. ამ ერთი თვის განმავლობაში ფედერაციას არ უსაუბრია მედიასთან ამ საკითხზე, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს ეჭვს, რომ ეს ორი ინციდენტი ერთმანეთთან კავშირშია", — განცხადა პატარაიამ.
9 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ძალოსანმა თათია ლორთქიფანიძემ ქალთა ნაკრების მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა სექსუალურ შევიწროებასა და დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები