პარტნიორის კონტენტი

ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ ჩვენი საბანკო მონაცემების დასაცავად — მარტივად

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ბოლო დროს საუბარს კიბერუსაფრთხოების შესახებ ხშირად წააწყდები, ეს დიდწილად იმითაა გამოწვეული, რომ კიბერდანაშაულისა და კიბერთაღლითობა შემთხვევები ხშირდება. მიუხედავად იმისა, აქამდე დაფიქრებულხარ თუ არა ამ საკითხზე, გირჩევ, რომ ქვემოთ მოცემულ მარტივ რჩევებს საფუძვლიანად გაეცნო.

რატომ უნდა ვიზრუნო კიბერუსაფრთხოებაზე?

ციფრული სერვისები ჩვენს ცხოვრებაში უფრო და უფრო მეტად იჭრება, ეს ფაქტი კი ინტერნეტ თაღლითებსა და ჰაკერებს საქმეს უადვილებს. ჩვენ ინტერნეტის მეშვეობით ყოველდღიურად დიდი რაოდენობის მნიშვნელოვან და სენსიტიურ ინფორმაციას ვცვლით. ინტერნეტ თაღლითობის მსხვერპლი შესაძლოა ყველა ჩვენგანი აღმოჩნდეს, თუმცა, თუ გარკვეულ რჩევებს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ეს რისკი მინიმუმამდე შევამციროთ.

რა ტიპის საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდე?

თუ ინტერნეტსივრცეში ფრთხილად არ იქნები, შენი კონფიდენციალური ინფორმაცია შესაძლოა თაღლითების ხელში აღმოჩნდეს. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები შეგვიძლია რამდენიმე ძირითად კატეგორიად დავყოთ, რომლებიც ერთმანეთში შეუმჩნევლად გადადის:

  • ინტერნეტ და მობაილ ბანკის უსაფრთხოება
  • მავნე პროგრამები
  • ფიშინგი
  • საკრედიტო ბარათის უსაფრთხოება
  • ინტერნეტ თაღლითობა.

საბოლოო შედეგი კი ყოველთვის ერთია, შენ შესაძლოა საკუთარი ანგარიშიდან თანხა დაკარგო.

ინტერნეტ ბანკისთვის ის პაროლი რომ გამოვიყენო, რასაც ყოველთვის ვიყენებ, ვითომ რა დაშავდება?

პაროლების მოფიქრებისას შეგიძლია მთელი შენი ფანტაზია აამუშაო, მთავარია, რომ სხვადასხვა პლატფორმაზე ერთი და იგივე პაროლი არ გამოიყენო. ეს თაღლითებს საქმეს ერთიორად უადვილებს.

ძლიერი პაროლის შერჩევისას მთავარია ხარისხი და სიგრძე. მაგალითად, aabbccddeeffggee გრძელი პაროლია, თუმცა ის კომპლექსური არ არის. ჰაკერები სპეციფიკური ალგორითმების გამოყენებით მის გამოცნობას სწრაფად შეძლებენ.

ამის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია, რომ პაროლში სხვადასხვა სიმბოლო შეურიო, მაგალითად, aA@bB#cC$dD%eE&.

დამირეკეს და მითხრეს, რომ ახალი აიფონი მოვიგე, როგორ მოვიქცე?

ახალი აიფონი კარგია, თუმცა მოსაუბრეს ტელეფონით პირადი ინფორმაცია არავითარ შემთხვევაში არ გადასცე. დიდი შანსია, რომ შენ თაღლითური ზარის მსხვერპლი იყო.

გახსოვდეთ, თაღლითებმა შესაძლოა ტელეფონის ნომრის გაყალბებაც შეძლონ და დაგაჯერონ, რომ ისინი ბანკიდან რეკავენ, ანუ შეიძლება იფიქრო, რომ ოპერატორი გიკავშირდება, სინამდვილეში კი ყურმილის მიღმა თაღლითია, რომელსაც შენი მოტყუება სურს.

ელექტრონულ ფოსტაზე წერილი მივიღე, ბმულზე გადასვლის შემდეგ კი ინტერნეტ ბანკში შესვლაა საჭირო, როგორ მოვიქცე?

ასეთ შემთხვევაში სჯობს, რომ წერილში არსებულ ბმულებზე არ გადახვიდე. თუ ბანკი რაიმეს გთავაზობს, სჯობს ინტერნეტ ბანკში თავად შეხვიდე და აღნიშნული მომსახურება ამ გზით მიიღო.

თუ ბმულზე შესვლას მაინც გადაწყვეტ, ყოველთვის გადაამოწმე, ნამდვილად იმ ვებგვერდზე შეჰყავხარ თუ არა ბმულს, რომელიც ერთი შეხედვით ჩანს. ასევე დარწმუნდი, რომ ვებგვერდი უსაფრთხოა. თუ მისამართის ველის მარცხენა მხარს მწვანე ბოქლომია, ეს მიანიშნებს, რომ ვებგვერდი უსაფრთხოა.

ამის ილუსტრაცია ქვემოთ მოცემულ ფოტოშია მოცემული.

მსგავსი შემთხვევები ფეისბუქზეც ხდება ხოლმე. სხვადასხვა ჰაკერები იყენებენ ჩვენთვის კარგად ნაცნობი კომპანიების ლოგოებსა და სახელებს, აცხადებენ სხვადასხვა ტიპის მიმზდიველ გათამაშებებს, გვპირდებიან პრიზებს და ა.შ, თუმცა მათი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პირადი ინფორმაციის მოპოვებაა.

ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა შეამოწმოთ ფეისბუქის გვერდის ავთენტურობა. ნახეთ, აქვს თუ არა მას ვერიფიკაცია მინიჭებული, რამდენად ემთხვევა გვერდის სახელი კომპანიისას, დააკვირდით მოწონებებისა და მიმდევრების რაოდენობას. ეს დეტალები თქვენ აუცილებლად გიკარნახებთ, რამდენად სანდოა ის.

ზოგიერთ საიტზე რეგისტრაციისას ბარათის მონაცემებს მთხოვს, თუმცა მე არაფრის ყიდვას არ ვაპირებ, როგორ მოვიქცე?

ინტერნეტში ბარათზე დატანილი კოდების შეყვანისას დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არაფრის ყიდვას არ ვცდილობთ.

თუმცა ზოგიერთი ვებგვერდი იდენტიფიკაციისათვის ბარათს მართლაც ითხოვს ხოლმე. ასეთ შემთხვევებში უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქმე უსაფრთხო ვებგვერდთან გაქვს. შეიძლება კიბერ თაღლითებმა თქვენი ინფორმაცია ისე მოიპარონ, რომ ვერაფერს მიხვდეთ. ამისგან თავის დასაცავად მხოლოდ ერთი გზა არსებობს.

უნდა შეამოწმოთ, რამდენად დაცულია ის ვებგვერდი, რომელზეც თქვენი მონაცემები შეგყავთ. საიტის მისამართის შემოწმების გარეშე არასდროს შეიყვანოთ თქვენი ბარათის CVV და 16-ნიშნა კოდი, რადგან კიბერ თაღლითებისთვის ეს ინფორმაციაც შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს.

ფოტო: Seth Eckert

მობილურზე მოულოდნელად SMS მივიღე, სადაც ინტერნეტ ბანკის უსაფრთხოების ოთხნიშნა კოდია, რატომ?

თუ თქვენ არც ვერიფიკაცია გიცდიათ სადმე და არც ფულის გადარიცხვას აპირებთ ვინმესთვის, მაგრამ შეტყობინება მაინც მიიღეთ, სავარაუდოდ ვიღაცა თქვენი ბარათიდან ფულის მოპარვას ცდილობს.

ასეთ შემთხვაში სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ბანკს, რომლებიც დაგეხმარებიან პრობლემის მოგვარებაში.

გახსოვდეთ, არასდროს გააზიარო SMS-ით მიღებული საიდენტიფიკაციო კოდი ტელეფონზე საუბრისას, ეს თაღლითებმა შესაძლოა თქვვენი ანგარიშიდან თანხების მოხსნისათვის გამოიყენონ.

ანტივირუსი უკვე სამი თვეა არ განმიახლებია, უნდა მაწუხებდეს თუ არა ეს ფაქტი?

ვირუსებს შენი კომპიუტერიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპარვა შეუძლიათ. ვირუსების გამოყენებით ჰაკერებმა შესაძლოა შენი პირადი ანგარიშების მონაცემები მიითვისონ, შემდეგ კი ეს ინფორმაცია შენს წინააღმდეგვე გამოიყენონ. თქვენი კომპიუტერის დაინფიქცირებას ჰაკერები სწორედ ვირუსების დახმარებით ახერხებენ, რომელსაც სხვადასხვა ბმულებითა თუ მეთოდებით ავრცელებენ.

ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ანტივირუსები 100%-ით ეფექტური არ არის, თუმცა მათი გამოყენება თავიდან ბევრ ხათაბალას აგარიდებს. ასევე აუცილებელია, რომ ანტივირუსი ხშირად განაახლოთ, რათა შეძლოს ახალი ტიპის ვირუსების აღმოჩენა. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენი ინფორმაციის მოპარვის რისკს.

მეგობრისგან მესენჯერში მოულოდნელად უცხო ბმული მივიღე, როგორ მოვიქცე?

თუ წერილი ნაცნობი ადამიანისგან მიიღე, ეს არ ნიშნავს, რომ ის საფრთხის შემცველი არ შეიძლება იყოს. თუ მეგობრის კომპიუტერი დაინფიცირებულია, დიდი შანსია, რომ ის საფრთხის შემცველ ბმულებს თავად აგზავნიდეს. ასეთ შემთხვევაში სჯობს, რომ ბმულის ავთენტურობა მეგობართან სიტყვიერად გადაამოწმო. მიწერეთ მას და ჰკითხეთ, რა არის ბმულზე განთავსებული, ხოლო თუ ის ვერ მიხვდა, რაზე ესაუბრებით, ურჩიეთ ბანკს დაუკავშირდეს.

თუ მაინც მოახერხეს ჰაკერებმა ჩემი ინფორმაციის მოპარვა, რა უნდა ვქნა?

როგორც კი შეამჩნევთ, რომ თქვენი ანგარიშიდან უკანონოდ ჩამოიჭრა თანხა, მაშინვე მიმართეთ ბანკს. დარეკეთ ცხელ ხაზზე ან პირდაპირ რომელიმე ფილიალს მიაკითხეთ. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც კომპეტენტურად შეძლებენ თქვენს დახმარებას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ