ნათია კაპანაძის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაყენების შემდეგ არხის ოპერატორებმა გაფიცვა შეწყვიტეს. ამის შესახებ მათ On.ge-ს ჟურნალისტს განუცხადეს.

ოპერატორები გეგმავენ, არხის მენეჯმენტთან მოლაპარაკებები დაიწყონ.

დღეიდან, 19 აპრილიდან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ოპერატორები გაიფიცნენ. საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილემ, მაია მერკვილაძემ On.ge-სთან საუბარში თქვა, რომ ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ. სამუშაო პირობების შეცვლის მოთხოვნით, გაფიცული იყო სულ 13 ოპერატორი.