ძველი კათედრალები, რომლებიც ომმა და ცეცხლმა გაანადგურა
ორშაბათს, 15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილმა დამანგრეველმა ხანძარმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ხელოვნების ნიმუშების დაკარგვის საფრთხე გააჩინა. პარიზის სახანძრო სამსახურის განცხადებით, ნოტრ-დამის ძირითადი კონსტრუქცია გადარჩა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. 850 წლის გოთიკურ ტაძარში ამ დრომდე სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ნოტრ-დამი ერთ-ერთია იმ ტაძრების გრძელი სიიდან, რომლებიც ხანძარმა და ომმა გაანადგურა.
ძველი წმ. პავლეს კათედრალი, ლონდონი, 1135-1666 წლები
წმ. პავლეს კათედრალი ძველი, შუასაუკუნეების ტაძარია, რომელიც 1666 წელს ლონდონის დიდი ხანძარის შედეგად განადგურდა. მის ადგილზე აგებულია დღევანდელი წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარი.
წმ. მარტინის კათედრალი, უტრეხტი, 1253 წელი
წმ. მარტინის ტაძარი ფრანკი (დასავლეთგერმანული ტომები) სამღვდელოეების მიერ დაარსდა 630 წელს. მე-9 საუკუნეში იგი ნორმანებმა გაანადგურეს, მე-10 საუკუნეში კი ხელახლა აშენდა. 1253 წელს მომხდარმა ხანძარმა ტაძარი ნაწილობრივ გაანადგურა.
დღევანდელი გოთური ტაძარი 1254 წელს გაიხსნა. აგებიდან შვიდი საუკუნის შემდეგ, 1964 წელს ტაძრის ცენტრალური ნაწილი ძლიერმა შტორმმა ჩამოშალა.
რეიმსის საკათედრო ტაძარი, პირველი მსოფლიო ომი
1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს ათეულობის გერმანული ჭურვი მოხვდა რეიმსის ტაძარს. ხის საყრდენები ცეცხლის ალში გაეხვა. რეიმსის მკვიდრის, არქიტექტორ ჰენრი დენოქსის მიერ სარესტავრაციო სამუშაოები 1919 წელს დაიწყო. კათედრალი სრულად გაიხსნა 1938 წელს, როკფელერების ფინანსური მხარდაჭერით.
სანტა-მარია-დელ-მარი, ბარსელონა, 1936 წელი
მე-14 საუკუნეში ეპისკოპოსმა პერე პლანელამ აკურთხა დელ-მარის ტაძარი. კათედრალმა წლების განმავლობაში გაუძლო სხვადასხვა დროს მომხდარ არეულობას, თუმცა მას ყველაზე მნიშვნელოვანი ზიანი მხოლოდ 1936 წელს მომხდარმა ხანძარმა მოუტანა. მაშინ შენობა 11 დღის განმავლობაში იწვოდა. განადგურდა ბაროკოს ტიპის საკურთხეველი და სხვა ისტორიული მნიშვნელობის არქივი.
კელნის საკათედრო ტაძარი, მეორე მსოფლიო ომი
კელნის საკათედრო ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული მონუმენტია გერმანიაში. კათედრალმა არაერთი ომი გადაიტანა. 1794 წელს რაინლენდი ფრანგმა რევოლუციონერებმა დაიპყრეს, შენობას კი პატიმრების დაკავების ადგილად იყენებდნენ. 1797 და 1798 წლებში ისინი ტაძრის ავეჯს შეშად იყენებდნენ.
საკათედრო ტაძრისთვის "ბნელი" პერიოდი მე-20 საუკუნეშიც გაგრძელდა. იგი მეორე მსოფლიო ომის დროს დაბომბეს, თუმცა მაშინ მოახერხეს და გადაარჩინეს არაერთი ღირებული ნივთი. ტაძრის აღდგენა 1956 წელს დასრულდა.
წმ. მელის კათედრალი, ირლანდია, 2009 წელი
კათედრალი მე-19 საუკუნეში აიგო. 2009 წელს იგი შემთხვევით გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა. ტაძრის აღდგენას ხუთ წელი დასჭირდა და ის ხელახლა გაიხსნა 2014 წელს.
კომენტარები