"არ ვთვლი, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა", — ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ მისი სახლის გაქურდვასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ეს არის წვრილმანი ქურდობა, დიდი არაფერი. ამასთან დაკავშირებით არ ვთვლი, რომ უნდა შევიდე დისკუსიაში", — თქვა ქობულიამ.

დღეს, 28 მარტს გიორგი ქობულიას სახლის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ახატანში ქართული ოცნების წევრის, გია ვოლსკის სახლი გაქურდეს. ბოლო ერთ თვეში გაქურდეს უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის სახლიც.