რუსულმა კომპანიამ მფრინავი კალაშნიკოვი დააპატენტა
აკ-47 ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იარაღია, რომელიც საომარი მოქმედებების ერთგვარ სიმბოლოდაც კი იქცა, მაგრამ ერთი რამ, რაც მას არ შეუძლია, ფრენაა.
რუსულმა კომპანია Almaz-Antey-მ 2018 წელს დაარეგისტრირა პატენტი, რომელშიც აკ-47-ზე დაფუძნებულ მფრინავ აპარატს ვხვდებით.
დარეგისტრირებულ სურათებში მინიმალისტური დიზაინის მქონე დრონი ჩანს, რომელიც კალაშნიკოვზეა მორგებული.
გავრცელებულ ფოტოებში არ ჩანს, თუ რა საშუალებით იფრენს დრონი, თუმცა ჩანს ორი ადგილი, სადაც შესაძლოა პროპელერები დაყენდეს. სურათებზე ცხადად ვხედავთ ფრთების სტრუქტურას და დიდ ვერტიკალურ სტაბილიზატორებს, რაც ფრენისათვის აუცილებელი კომპონენტებია.
სურათებში არსებული იარაღი სტანდარტული კალაშნიკოვია, რომელიც დრონის ქვედა მხარეს არის მიმაგრებული. ნახაზებში არ ჩანს არანაირი კვალი იმისა, რომ ინჟინრებმა იარაღის აეროდინამიკაზე იზრუნეს.
რუსეთმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთი დრონი წარადგინა, მათ შორის არის წყალქვეშა დრონიც, რომელზეც მტრის მყვინთავების მოსაგერიებლად კალაშნიკოვის წყალქვეშა ვარიანტია დამაგრებული
მფრინავი აკ-47-ის დრონი უამრავ კითხვას აჩენს. პროპელერების პოზიციასა და ფრთები სტრუქტურას თუ შევხედავთ, აშკარაა, რომ დრონს ჰაერში გასაჩერებლად საკმაოდ სწრაფად მოუწევს ფრენა.
რთულია წარმოიდგინო შემთხვევა, როდესაც შეიძლება მსგავსი დრონის გამოყენება იყოს საჭირო — ცეცხლსასროლი იარაღები ეფექტური მხოლოდ ადამიანებისა და შეუჯავშნავი სამიზნეების წინააღმდეგ არის, გასათვალისწინებელია, რომ დრონს დამიზნება ფრენისას მოუწევს, რაც მარტივი არ არის
მასზე გავლენას იარაღის სროლისგან გამოწვეული უკუცემაც მოახდენს, აღარ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ფრენისას იარაღის მჭიდის გამოცვლა.
კომპანიები პატენტებს ხშირად ავსებენ, თუმცა მათ მიერ შევსებული პატენტები ხშირად პატენტებადვე რჩება, ასე რომ უცნობია, ოდესმე ვიხილავთ თუ არა ამ გენიალური დიზაინის მქონე ქმნილებას. თუმცა, თუ მფრინავი კალაშნიკოვის შექმნის სურვილი თქვენც გაწუხებდათ, იცოდეთ, რომ დააგვიანეთ, ეს იდეა უკვე დაპატენტებულია.
კომენტარები