TI: თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში ისევ უზუსტობებია
ფოტო: On.ge
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც მიუთითებს, რომ გამოკვლეული დეკლარაციები კვლავ უზუსტობებს შეიცავს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მოუწოდებს თანამდებობის პირებს მეტი ყურადღება დაუთმონ ქონებრივი დეკლარაციების შევსებისას მონაცემების სიზუსტეს:
"2015-2016 წლების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ნაწილის ანალიზმა აჩვენა, რომ ასეთ დარღვევებს კვლავაც ვხვდებით როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების დონეებზე".
ორგანიზაციის გამოკვლევის თანახმად, დადგინდა, რომ:
აღმასრულებელი ხელისუფლება
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დღემდე დირექტორის პოზიციას იკავებს შპს კრეს GMBH ავტო ჰაუსში, რომელიც 2006 წლის 28 მარტსაა რეგისტრირებული. კომპანიის მთავარ საქმიანობად ავტონაწილებითა და ავტომობილებით ვაჭრობაა მითითებული. გარდა იმისა, რომ მინისტრი კომპანიაში ამ დრომდე ინარჩუნებს დირექტორის პოსტს, შპს კრეს GMBH ავტო ჰაუსი, ასევე არ არის შეტანილი ტარიელ ხეჩიკაშვილის 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბურჭულაძის 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში არ არის მითითებული, რომ მისი მეუღლე მაია შიშნიაშვილი 16 პროცენტ წილს ფლობს შპს ფარმაკონში.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის მეუღლე, ავთანდილ ცქვიტინიძე აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. ცქვიტინიძის სახელზე მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში, აღრიცხულ საწარმოთაგან, ხათუნა თოთლაძის ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ შპს ავთანდილ ცქვიტინიძე ფიქსირდება. თუმცა დეკლარირებული არ არის შპს ავთანდილი და შპს ჯ-მანია, რომელთა 100 პროცენტი წილის მფლობელიც აგრეთვე ავთანდილ ცქვიტინიძეა.
აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ქეთევან ბაკარაძის 2016 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის მეუღლე აკაკი ჩარგეიშვილი შპს აკაკი ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის პარტნიორი და შპს ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის” დირექტორია. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის მიხედვით კი ბაკარაძის მეუღლე დირექტორის სტატუსის გარდა შპს ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის 100 პროცენტიანი წილის მფლობელიცაა. მისსავე საკუთრებაშია შპს ოლლ პეი, შპს ჩარგეიშვილი და კომპანია (50 პროცენტიანი წილი, დირექტორი), შპს ვაითმედ (15 პროცენტიანი წილი, დირექტორი), და შპს ჯი ბი ეს (მეწილე). აღნიშნული ინფორმაცია ქეთევან ბაკარაძეს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.
2016 წლის ქონებრივ დეკლარაციაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსიას მიერ მითითებული ინფორმაციის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილის მეუღლე ლელა არზიანი შპს ნიას დირექტორია, შვილი რომანი რუსია კი შპს ეას დირექტორის პოსტს იკავებს. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის მიხედვით რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილეს სრულად არც თავისი და არც ოჯახის წევრების მფლობელობაში მყოფი ქონება არ აქვს დეკლარირებული. რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ ლელა არზიანი შპს ნია-ს არა მხოლოდ დირექტორი, არამედ 100 პროცენტი წილის მესაკუთრეცაა. ის აგრეთვე ფლობს შპს ავტოსადგურის 4 პროცენტიან წილს და პარალელურად იკავებს დირექტორის თანამდებობას შპს რუმოში. აღსანიშნავია, რომ შპს რუმოს 50პროცენტიან წილს თავად კახაბერ რუსია ფლობს, თუმცა ამის შესახებ მის ქონებრივ დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი. კახაბერ რუსიას ასევე არ აქვს დეკლარირებული, რომ ის და მისი შვილი რომან რუსია 37 პროცენტ და 7 პროცენტ წილებს ფლობენ შპს მუნოზოჯშიც. შპს რუსი კი კახაბერ რუსიას 100 პროცენტიან მფლობელობაშია.
პარლამენტის წევრები
პაატა კიკნაველიძის ქონებრივ დეკლარაციაში მონაცემებს მისსა და მისი ძმის საკუთრებაში მყოფი ქონების შესახებ ვხვდებით. პარლამენტის წევრს რეესტრის მიხედვით პირადი ქონება სრულად აქვს დაფიქსირებული (რკ რკონის ხის მეურნეობა - მეპაიე; შპს მადლი - პარტნიორი), მაგრამ უზუსტობას ვხვდებით მისი ძმის, ანდრო კიკნაველიძის ქონების დეკლარირებაში. საჯარო რეესტრის მონაცემებით, პარლამენტარის ძმა 40 პროცენტიან წილს ფლობს შპს ლაგში, პარალელურად კი დირექტორის თანამდებობას იკავებს ამავე შპს-ში.
პარლამენტარ თამაზ ყაჭეიშვილის 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია, რომ დეპუტატი შპს სამეგობროს და შპს ნუგოს მეწილეა, მისი შვილი ირინა ყაჭეიშვილი კი შპს ხარისხსა და შპს ყაზბეგი-ნატალიშია პარტნიორი. თუმცა, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, თამაზ ყაჭეიშვილი 25 პროცენტი წილს ფლობს შპს ხარისხში და 19 პროცენტ წილს შპს ყაზბეგი-ნატალიში, რაც ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული არ არის. ასევე არაფერია ნათქვამი ირინა ყაჭეიშვილის კავშირზე შპს ამარტა მედია ჯგუფთან, რომელშიც ის 100 პროცენტიან წილს ფლობს.
ადგილობრივი თვითმმართველობები
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯომარის, ნაბი აბდულაევის 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ ისაა მითითებული, რომ 1999-2014 წლებში ის ინდივიდუალურ მეწარმედ იყო რეგისტრირებული. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის თანახმად კი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე 100 პროცენტ წილს ფლობს შპს Ans Company-ში და ამავე კომპანიის დირექტორის პოსტსაც იკავებს. ამას გარდა, აბდულაევს დეკლარაციაში არ აქვს მითითებული შპს ნ.პ.ბ. გროუპის 50 პროცენტიანი წილი და ამავე კომპანიის დირექტორობის სტატუსი. ამავე დროს მის კუთვნილებაშია შპს ელ.პი.დი.ი. კოს და შპს LPGE GEORGIA-ს 5-5 პროცენტიანი წილები, შპს B.H.E. Co-სა და შპს Trans World Group-ში კი ნაბი აბდულაევის კუთვნილებაში 10 პროცენტიანი და 50 პროცენტიანი წილებია.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელს 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ ერთი კომპანია, შპს აუდიტორული კომპანია GBR აქვს მითითებული, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით ყანჩელს 30%-იანი წილი შპს GRB-შიც აქვს, რაც მისი ქონებრივი დეკლარაციის მიღმა დარჩა.
ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ვარლამ შარაშენიძის ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება. დეკლარაციის სამეწარმეო საქმიანობის გრაფაში მხოლოდ ერთი კომპანია, სახელწოდებით BOOK-KEEPER არის მითითებული. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის მიხედვით კი გამგებლის მოადგილე აღნიშნული კომპანიის გარდა შპს “საქმიანი სასახლის” თანამფლობელია, სადაც მას 50%-იანი წილი ეკუთვნის.
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ლომიძის 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია, რომ საკრებულოს თავმჯდომარე 2004-2015 წლებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით სარგებლობდა, მისი მეუღლე რუსუდან ბენდელიანი 2011-2015 წლებში ასევე ინდივიდუალური მეწარმე იყო. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ დავით ლომიძის შვილი მინდია ლომიძე შპს დამის 100% წილის მესაკუთრე და დირექტორია. თუმცა რეესტრის მონაცემების მიხედვით, დავით ლომიძის დეკლარაცია სრული არ არის, რადგან მინდია ლომიძის სახელზე შპს დამის გარდა შპს მაგიტომის 25%-იანი წილიცაა რეგისტრირებული, რაც დეკლარაციაში მითითებული არაა.
ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მევლუდ ბერუაშვილს 2016 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ შპს ერედვისა და შპს ლიახვი 2-ს დირექტორის პოსტს იკავებს. თუმცა მეწარმეთა და არასამეწარეო იურიდიულ პირთა რეესტრით ირკვევა, რომ ბერუაშვილი აღნიშნულ შპს-ების მეწილეცაა, მათ შორის 33 პროცენტიან წილს ის ლიახვი 2-ში ფლობს, რის შესახებაც მის დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი.
ბათუმის მერის მოადგილის ალექსანდრე მითაიშვილის ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება. დეკლარაციაში ასახულია მისი მამის გაბრიელ მითაიშვილის საკუთრებაში მყოფი საწარმოები, თუმცა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ჩამოანათვალს აკლია შპს პეგასი - 94 და შპს ალთეი, სადაც გაბრიელ მითაიშვილი 50 პროცენტიანი წილის მფლობელია.
ქალაქ გორის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში ასახულია გასულ წლებში გორის მერის სამეწარმეო საქმიანობა, თუმცა არაფერია ნათქვამი შპს უნივერსალი-2006-ზე, სადაც, მეწარმეთა და არასამეწარეო იურიდიულ პირთა რეესტრის მიხედვით, 2006 წლიდან ჯირკველიშვილი 25 პროცენტიანი წილის მფლობელია.
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ილია ზაქარიაძეს 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში სრულად არ აქვს მითითებული მისი მეუღლის მარინა პეტრიაშვილის სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც შპს დეილის 5 პროცენტი, და შპს ლინო კავკასიას 50 პროცენტიანი წილის მფლობელია.
-
სახლი 71 ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია სახლი 71 ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ
გადახედვა
-
სილქ ბანკის საახალწლო შეთავაზება: მერე’ს ახალი წელი სილქ ბანკის საახალწლო შეთავაზება: მერე’ს ახალი წელი
-
ლევან იოსელიანი დემონსტრაციების შემზღუდველ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს ლევან იოსელიანი დემონსტრაციების შემზღუდველ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს
გადახედვა
-
როგორ ვმართოთ რისკები ინვესტირებისას — მარტივად როგორ ვმართოთ რისკები ინვესტირებისას — მარტივად
-
რა იცვლება შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის 2026 წლის იანვრიდან რა იცვლება შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის 2026 წლის იანვრიდან
გადახედვა
-
გადაარჩენს ყურძნის 12 მარცვალი თქვენს ახალ წელს? გადაარჩენს ყურძნის 12 მარცვალი თქვენს ახალ წელს?
გადახედვა
-
ჩინეთში რობოტების სკოლა გახსნეს, რომელშიც მათ სახლის საქმეებს ასწავლიან ჩინეთში რობოტების სკოლა გახსნეს, რომელშიც მათ სახლის საქმეებს ასწავლიან
გადახედვა
-
ვიდეო: როგორ დაიწყო კოკა-კოლას ქარავნის ისტორია საქართველოში ვიდეო: როგორ დაიწყო კოკა-კოლას ქარავნის ისტორია საქართველოში
-
26 ფილმი, რომელსაც 2026 წელს ვიხილავთ 26 ფილმი, რომელსაც 2026 წელს ვიხილავთ
გადახედვა
-
Silk ბანკში სამომხმარებლო სესხის ლიმიტი 80 000 ლარამდე გაიზარდა Silk ბანკში სამომხმარებლო სესხის ლიმიტი 80 000 ლარამდე გაიზარდა
-
სუს-ი სამომხმარებლო ფასების შესწავლას იწყებს სუს-ი სამომხმარებლო ფასების შესწავლას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
-
გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ჰილს კონსტრაქშენი ვაშლიჯვარში კომფორტ ჰილსის პროექტს ახორციელებს — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია ჰილს კონსტრაქშენი ვაშლიჯვარში კომფორტ ჰილსის პროექტს ახორციელებს — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
ალასკაში ტუნდრა იწვის — უკანასკნელ 3000 წელში ხანძრები სწორედ ბოლო საუკუნეში გახშირდა ალასკაში ტუნდრა იწვის — უკანასკნელ 3000 წელში ხანძრები სწორედ ბოლო საუკუნეში გახშირდა
გადახედვა
-
რომელ ცხოველებში გვხვდება მონოგამია? — აი, "ერთგული" სახეობები რომელ ცხოველებში გვხვდება მონოგამია? — აი, "ერთგული" სახეობები
გადახედვა
-
გელა ხასაიას ადვოკატის განცხადებით, თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები გამოძიებამ გაანადგურა გელა ხასაიას ადვოკატის განცხადებით, თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები გამოძიებამ გაანადგურა
გადახედვა
- ანაკლიის საზღვაო ნავსადგური ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა ანაკლიის საზღვაო ნავსადგური ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა
-
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით? რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით?
-
სანტა კლაუსის კვანტური სუპერპოზიცია — როგორ ასწრებს სანტა ყველაფერს? სანტა კლაუსის კვანტური სუპერპოზიცია — როგორ ასწრებს სანტა ყველაფერს?
გადახედვა
კომენტარები