ბურჭულაძის ბლოკის ხედვა განათლებასა და ეკონომიკაზე
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
საარჩევნო ბლოკის პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, ეკონომიკური და სოციალური საარჩევნო პროგრამის მიხედვით, საშუალო და უმაღლესი განათლება უნდა იყოს ინდივიდუალურ, ხოლო პროფესიული განათლება კი ბიზნესსზე მორგებული.
ახლადშექმნილი პოლიტიკური ბლოკი ამომრჩეველს განათლების სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებას ჰპირდება. ბლოკში შემავალი ახალი პოლიტიკური ცენტრ - გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, თუ როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა:
"უნდა მოხდეს სისტემის მაქსიმალური დერეგულირება და გაჩნდეს კონკურენცია, რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საგანმანათლებლო ინსტიტუტები. კონკურენცია უნდა იყოს არამხოლოდ სკოლებს შორის, არამედ მასწავლებლებსა და სწავლების მეთოდოლოგიებს შორის. გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ და მხოლოდ ეს არის ერთადერთი წამალი იმისა, რომ განათლების ხარისხი გაუმჯობესდეს და ფასმა დაიკლოს".
ჯაფარიძის თქმით, სასკოლო განათლებაში ჯგუფური მიდგომა აღარ უნდა არსებობდეს და ის უნდა ჩანაცვლდეს ინდივიდუალურით:
"საბჭოთა კავშირის დროს ადამიანებს ასაკის მიხედვით აჯგუფებდნენ სხვადასხვა კლასში და ახლაც ეუბნებიან, რომ თქვენ ყველამ ერთნაირი პროგრამა უნდა გაიაროთ. მიდგომა უნდა იყოს ინდივიდუალური, თუ რომელიმე ბავშვს აქვს მათემატიკური აზროვნება, სახელმწიფომ ის არ უნდა დააბას რომელიღაც კლასში, არამედ მას უნდა მისცეს შესაძლებლობა, ისწავლოს შემდეგი კლასების პროგრამა. ასევე, პირიქითაც, თუ რომელიმე ბავშვი ვერ ახერხებს რომ ქიმიაში აჰყვეს თავის ასაკის ბავშვებს იმიტომ, რომ სხვა რაღაცები აინტერესებს, მას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს სხვა კლასში და ისწავლოს ქიმია სხვა ასაკის ბავშვებთან ერთად. მიდგომა უნდა იყოს არა ისეთი, რომ თქვენ ყველა ხართ ერთნაირი ბავშვები, რადგან ხართ ერთი ასაკის, არამედ უნდა იყოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული".
ბურჭულაძის ბლოკის საარჩევნო პროგრამით, პედაგოგები ფინელი კოლეგების მსგავსად იქნებიან დაფასებულები და ექნებათ სრული თავისუფლება საქმიანობაში. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში, მასწავლებლის პროფესია გახდება კონკურენტული და ვაუჩერული დაფინანსება გაიზრდება 1200 ლარამდე.
"საშუალებას ვაძლევთ მშობელს, თავად გადაწყვიტოს ეს თანხა როგორ დაახარჯოს ბავშვს. ეს ეხება ყველა ასაკის მოსწავლეს, სწავლის დაწყებისას მათ მიეცემათ ეს თანხა, ნაცვლად დღევანდელი დაფინანსებისა, სადაც ეს ვაუჩერები პირდაპირ სკოლაში მიდის".
ჯაფარიძის განცხადებით, თუკი იქნება ისეთი შემთხვევები, რომ მშობელი გადაწყვეტს ეს თანხა დახარჯოს პირობითად, კაზინოში, ასეთ შემთხვევაში მოხდება ამ ფულის ვაუჩერიზაცია და ის ოჯახი ვეღარ მიიღებს ფულს და მიიღებს მხოლოდ ვაუჩერს, რის შემდეგაც იძულებული იქნება მიიტანოს სკოლაში:
"ჩვენ ვაძლევთ ფულს მშობელს და მან უნდა გადაწყვიტოს სად და როგორ ჯობია, რომ თავის შვილს ასწავლოს. მათ შორის, თუ გადაწყვეტს, რომ თავის შვილს სახლში ასწავლოს და ის 1200 ლარი იქ დახარჯოს, არც ეს არ არის პრობლემა".
ჩვენ ვაძლევთ ფულს მშობელს და მან უნდა გადაწყვიტოს სად და როგორ ჯობია, რომ თავის შვილს ასწავლოს. მათ შორის, თუ გადაწყვეტს, რომ თავის შვილს სახლში ასწავლოს და ის 1200 ლარი იქ დახარჯოს, არც ეს არ არის პრობლემა
ზურაბ ჯაფარიძე უმაღლესი განათლების სისტემის ცვლილებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ უნივერსიტეტში სწავლის მსურველთათვის დაფინანსება მიებმება არა მხოლოდ ეროვნული გამოცდების შედეგებს, არამედ აბიტურიენტის ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას:
"თუ ახალგაზრდას არ სჭირდება და ის არის მდიდარი ოჯახიდან, ოჯახმა უდნა გადაუხადოს სწავლის ფული. ფული დაიხარჯება მხოლოდ იმაზე, ვისაც უნდა სწავლა, მაგრამ არ აქვს ამის შესაძლებლობა".
ჯაფარიძე პროფესიული სასწავლებლების საჭიროებაზეც საუბრობს. მისი განცხადებით, კონკრეტულ ბიზნესს საჭიროებას უნდა მიებას ვაუჩერული დაფინანსება, რომელსაც ბიზნესი განსაზღვრავს:
"გადაკვალიფიცირებაზე და მათ შორის პროფესიული განათლების მიღებაზე ჩვენ შემოგვაქვს ვაუჩერული სისტემა. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ავაშენოთ სადღაც შენობები და ვთქვათ, რომ ეს არის პროფესიული სასწავლებლები, ჩვენ ვამბობთ, მაგალითად, არის სამშენებლო ბიზნესი, რომელმაც ზუსტად იცის, რომ მას სჭირდება რაღაც ტიპის პროფესიის ადამიანები. ჩვენ ვაუჩერებით დავაფინანსებთ იმას, რომ ამ ბიზნესმა თვითონ ასწავლოს კონკრეტულ ადამიანებს თუ რა სჭირდება, გაზარდოს ნებისმიერი, მისთვის საჭირო პროფესიის, თუნდაც შემდუღებელი, რომელსაც შემდეგ დაასაქმებს".
გიორგი ვაშაძე
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
საარჩევნო ბლოკმა პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, სოციალურ პროგრამებთან ერთად ეკონომიკის განვითარების გეგმაც წარმოადგინა, რომლის ნაწილი იყო უცხოური ინვესტიციების წახალისების მოდელი. როგორც თავად ბლოკის ლიდერები განმარტავენ, აღნიშნული მოდელი ინოვაციურია და არ არის რომელიმე ქვეყნიდან გადმოღებული.
ბლოკში შემვაალი პარტია ახალი საქართველოს ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, მისი იდეა - სმარტ სერვისები, გულისხმობს ბიზნესის რეგისტრაციასა და სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას ინტერნეტის მეშვეობით:
"მაგალითად, ბრაზილიაში ერთმანეთს შეხვდნენ ამერიკისა და იაპონიის მოქალაქეები, რომელთაც უნდათ ბიზნესის შექმნა. დღეს არ არსებობს ინტერნეტში ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა, ამისათვის ფიზიკურად მაინც უნდა ჩახვიდე სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ბანკში ანგარიშს ვერ ხსნი და სხვა ბევრი პრობლემაა, ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ, რომ როგორც კი კაფეში შეთანხმდებიან, რა ტიპის ბიზნესის დაწყება და დარეგისტრირება უნდათ, შეუძლიათ ეს ყველაფერი გააკეთონ საქართველოში, გახსნან ანგარიში და საქართველოს მეშვეობით განახორციელონ ყველა ფინანსური ოპერაცია. ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ფინანსების მოძიება შეგვიძლია ქვეყანაში და შეგვიძლია ფული გამოვიყენოთ ინვესტიციებისთვის სხვადასხვა მიმართულებით. რა თქმა უდნა, ამისთვის მნიშვნელოვანია საგადასახადო გარემო, ანუ რაც შეიძლება ცოტა უნდა გადაიხადო და საჭიროა სასამართლო, რომ სანდო იყოს ქვეყანა და არ მოხდეს რაიმეთი მანიპულირება."
საარჩევნო ბლოკმა ასევე წარმოადგინა საპენსიო რეფორმის ხედვა. ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, რომ სახელმწიფო პენსიას 250 ლარამდე გაუზრდის მას, ვისაც ეს სჭირდება და ვინც მოითხოვს:
"რეალურად, თავისი არსით, დღევანდელი პენსია არის სოციალური დახმარება. ჩვენ რაზეც შევჯერდით, არის ის, რომ ჩვენ არ გვინდა რომელიმე ადამიანის მდგომარეობა გაუარესდეს, ჩვენ ვეუბნებით ასაკოვან ადამიანს, რომ თუ შენ გჭირდება პენსიის გაზრდა 250 ლარამდე, ნებისმიერ ასეთ ადამიანს გავუზრდით პენსიას და ამის რესურსი გვაქვს. არსებობს გამოცდილება, რომ ადამიანებს, რომლებსაც არ უჭირთ, ისინი არ მიმართავენ სახელმწიფოს და ამ ფულს არ მოითხოვენ".
პოლიტიკური ბლოკის საარჩევნო პროგრამის სხვა ძირითადი გზავნილებია:
- განახევრებული ბიუროკრატია - განახევრებული სამინისტროები;
- მთავრობის ხარჯების ეტაპობრივი შემცირება ეკონომიკის 34%-დან 20%-მდე 4 წელში და 15%-მდე 8 წელიწადში;
- კონკურენტ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დაბალი გადასახადები (საშემოსავლო და მოგების გადასახადის 10%-მდე შემცირება; ქონების და იმპორტის გადასახადის გაუქმება; საგადასახადო ტვირთის 17%-მდე შემცირება);
- უცხოური ინვესტიციების წახალისების ინოვაციური მოდელი;
- საქართველოს მოქალაქეებისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემა;
- მილიონ გაჭირვებულ ადამიანს საუკეთესო სამედიცინო მომსახურება;
- მილიონ გაჭირვებულ ადამიანს ფულადი დახმარება;
- სტუდენტებს გაჭირვებული ოჯახებიდან განათლების სრული დაფინანსება.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები