გავაგრძელებთ მობილიზებას სასამართლო სისტემის გასათავისუფლებად — საინიციატივო ჯგუფის პასუხი ოცნებას
ფოტო: Washington Examiner
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მოქალაქეებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი აცხადებს, რომ ისინი გააგრძელებენ მობილიზებას სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის. ასე უპასუხეს მათ ქართულ ოცნებას, სადაც აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ სასამართლოს უსამართლო და მიუღებელ დისკრედიტაციას.
"მმართველი პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ, ნაცვლად იმისა, რომ გაეაზრებინა საზოგადოების პროტესტი და გადაედგა ქმედითი ნაბიჯები სასამართლოში არსებული მძიმე ვითარების გამოსასწორებლად, 2019 წლის 5 თებერვალს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც თავს ესხმის სისტემის გაჯანსაღების მსურველთ, ბრალს სდებს მათ კავშირში ნაციონალურ მოძრაობასთან, მაშინ, როცა თავად მხარდაჭერას და ნდობას უცხადებს სწორედ ნაციონალური მოძრაობის დროს სასამართლოში შექმნილ და გაბატონებულ კლანს", — აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.
ადვოკატი სოსო ბარათაშვილს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ სისტემის მსხვერპლებად არ უნდა გამოაცხადოს მოსამართლეები, რომლების უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილბებს იღებდნენ:
"ბოლო წლებში მქონია არაერთი საქმე, როდესაც გახმაურებულ საქმეებზე ხელისუფლება აქტიურად იყო დაინტერესებული შედეგით. არსებობს გარკვეული სფერო, რომელსაც აკონტროლებს ხელისუფლება და ხელისუფლებას აქვს სურვილი, რომ დაიტოვოს თავისი გავლენის ქვეშ".
სასამართლო ხელისუფლების საკითხზე, არასამთავრობოებისა და საზოგადოების კრიტიკასთან დაკავშირებით ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ 5 თებერვალს განცხადება გაავრცელა. მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში აცხადებენ, რომ პროცესი პოლიტიკური ძალების მიერ არის მართული და მისი მიზანია, დასაჯონ ყოფილი ხელისუფლების გავლენებიდან გასული "ურჩი" მოსამართლეები.
სასამართლოში სამართლისთვის — დაპირისპირება უვადო მოსამართლეობის კანდიდატების სიაზე
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზი გახდა. ამ მიზეზით, ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვა. მისი თქმით, ასე მოსამართლეების სიის დამკტკიცებას შეუშალა ხელი. ბესელიას პოზიციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში მყოფი მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდებოდნენ და მათი არჩევა სასამართლო სისტემისა და ქართული ოცნების ღირებულებების ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
ბესელია მას შემდეგ გადადგა, რაც მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობების დატოვების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა. ბესელიას გადადგომის შემდეგ ზარდიაშვილს მოუწევდა ამ თანამდებობაზე მუშაობა. ბესელია კი ამბობდა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ზარდიაშვილის ხელში ვერ დატოვებდა. ვანო ზარდიაშვილი ის დეპუტატია, რომლის "სასამართლოს გავლენიან ჯგუფებთან" კავშირებზე არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად საუბრობენ. მათი ინფორმაციით, სწორედ ის იყო მმართველი პარტიისა და "სასამართლოს კლანური მმართველების" საერთო საკონტაქტო პირი.
წასვლის მიზეზებზე საუბრისას ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას მოსთხოვა მოსამართლეების სია პარლამენტში დარეგისტრირებიდან მეოთხე დღეს განეხილა და მხარი დაეჭირა, რაზეც მან უარი განაცხადა. ამ საკითხმა ქართულ ოცნებაში დაპირისპირება გამოიწვია.
ღია დაპირისპირების შემდეგ მმართველი გუნდის დეპუტატებმა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით იმსჯელეს. მათი გადაწყვეტილებით, მოსამართლეების ამჟამინდელი სიის განხილვა აღარ მოხდება. მათივე თქმით, ჯერ შემუშავდება შერჩევის კრიტერიუმები, შემდეგ კი ახალი კანდიდატები შეირჩევიან.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ყოფილმა მოსამართლეებმა და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა სასამართლო სისტემის მურუსიძე-ჩინჩლაძის "კლანური" მმართველობიდან გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე აქცია გამართეს და მანიფესტი შეიმუშავეს. მათი თქმით, არამხოლოდ სია უნდა გაიწვიონ, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაითხოვონ და ახალი მოსამართლეებით დააკომპლექტონ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ ეს პროტესტი მოსამართლეების მიზანმიმართული დევნაა და არასამთავრობოებს პირადი ინტერესები ამოძრავებთ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ კი თქვა, რომ არასამთავრობოების მოთხოვნა სასამართლო ხელისუფლების გადადგომის შესახებ არაკონსტიტუციურია.
-
შვედეთის კლიმატის მინისტრი ევროკავშირის სხდომაზე თავის 3 თვის შვილთან ერთად მივიდა შვედეთის კლიმატის მინისტრი ევროკავშირის სხდომაზე თავის 3 თვის შვილთან ერთად მივიდა
გადახედვა
-
საგანძურის მარათონი დაიწყო — შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დაიწყო — შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
-
TBILISI SHOPPING FESTIVAL გრძელდება — 4-5 ივლისს აუთლეტ ვილიჯი სტუმრებს განსაკუთრებული შეთავაზებებით და აქტივობებით უმასპინძლებს TBILISI SHOPPING FESTIVAL გრძელდება — 4-5 ივლისს აუთლეტ ვილიჯი სტუმრებს განსაკუთრებული შეთავაზებებით და აქტივობებით უმასპინძლებს
-
10 ფილმი, რომლებიც ივლისში გამოვა 10 ფილმი, რომლებიც ივლისში გამოვა
გადახედვა
-
10 ფოტო ცხოველთა სამყაროდან, რომლებიც აუცილებლად გაგაღიმებს 10 ფოტო ცხოველთა სამყაროდან, რომლებიც აუცილებლად გაგაღიმებს
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, მენოპაუზის შემდეგ საკვერცხეები ახალ ფუნქციას იძენს კვლევის თანახმად, მენოპაუზის შემდეგ საკვერცხეები ახალ ფუნქციას იძენს
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: შევეცდებით, მთელ ქვეყანაში დავაყენოთ სახის ამომცნობი კამერები მამუკა მდინარაძე: შევეცდებით, მთელ ქვეყანაში დავაყენოთ სახის ამომცნობი კამერები
გადახედვა
-
მდინარაძე აცხადებს, რომ პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე გამოძიების დაწყების პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს, რადგან პარლამენტარებს იმუნიტეტი აქვთ მდინარაძე აცხადებს, რომ პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე გამოძიების დაწყების პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს, რადგან პარლამენტარებს იმუნიტეტი აქვთ
გადახედვა
-
როუმინგ პასი — შენი საიმედო მეგზური თავგადასავლებში როუმინგ პასი — შენი საიმედო მეგზური თავგადასავლებში
-
მამუკა მდინარაძე: ახალი სამმართველოს შექმნის შემდეგ გინების, შეურაცხყოფის და ბულინგის ფაქტები მნიშვნელოვნადაა შემცირებული" მამუკა მდინარაძე: ახალი სამმართველოს შექმნის შემდეგ გინების, შეურაცხყოფის და ბულინგის ფაქტები მნიშვნელოვნადაა შემცირებული"
გადახედვა
-
ევროპის რეკორდული სიცხის ტალღა — კონტინენტს ახალი კლიმატი აქვს? ევროპის რეკორდული სიცხის ტალღა — კონტინენტს ახალი კლიმატი აქვს?
გადახედვა
-
რუბინის ობსერვატორიამ "კოსმოსური ფილმის" გადაღება დაიწყო — ახალი ერა ასტრონომიაში რუბინის ობსერვატორიამ "კოსმოსური ფილმის" გადაღება დაიწყო — ახალი ერა ასტრონომიაში
გადახედვა
-
თახვებმა რკინიგზის სადგური დატბორვისგან იხსნეს თახვებმა რკინიგზის სადგური დატბორვისგან იხსნეს
გადახედვა
-
დუა ლიპამ აკრძალული წიგნების ბიბლიოთეკა გახსნა დუა ლიპამ აკრძალული წიგნების ბიბლიოთეკა გახსნა
გადახედვა
-
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა ტრანსპორტირებისთვის 3 მეტროსადგურიდან ავტობუსები დაინიშნება ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა ტრანსპორტირებისთვის 3 მეტროსადგურიდან ავტობუსები დაინიშნება
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ — დაკავებლია 3 პირი შსს: არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ — დაკავებლია 3 პირი
გადახედვა
-
გრინვეიში ანაზღაურებადი საზაფხულო სტაჟირება დაიწყო გრინვეიში ანაზღაურებადი საზაფხულო სტაჟირება დაიწყო
-
ირანის საგარეო: ევროპული ქვეყნების ლიდერებს არ ექნებათ "პატივი", დაესწრონ ალი ხამენეის დაკრძალვას ირანის საგარეო: ევროპული ქვეყნების ლიდერებს არ ექნებათ "პატივი", დაესწრონ ალი ხამენეის დაკრძალვას
გადახედვა
-
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
-
ვენესუელაში მიწისძვრიდან 6 დღის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის ბიჭი ცოცხალი ამოიყვანეს ვენესუელაში მიწისძვრიდან 6 დღის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის ბიჭი ცოცხალი ამოიყვანეს
გადახედვა
-
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ბრძანება გააუქმა, რომელიც აშშ-ში დაბადებული პირებისთვის ავტომატური მოქალაქეობის უფლების შეზღუდვას გულისხმობდა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ბრძანება გააუქმა, რომელიც აშშ-ში დაბადებული პირებისთვის ავტომატური მოქალაქეობის უფლების შეზღუდვას გულისხმობდა
გადახედვა
კომენტარები