ტექნოპარკის ჩართულობით პანკისის ხეობის მოსახლეობასა და ინვესტორს შორის შეთანხმება შედგა
ტექნოპარკის ჩართულობით პანკისის ხეობის მოსახლეობასა და ინვესტორს შორის შეთანხმება შედგა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში პანკისის ხეობის მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც პანკისის ხეობაში ჰიდროელექტრო სადგურების კასკადის მშენებლობის დაწყების საკითხი განიხილეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, აგრეთვე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი შეფასების დეპარტამენტის უფროსი მაია ბერაძე, კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი.
შეხვედრის დასაწყისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსტრუქციული დიალოგის წარმართვის მნიშვნელობას ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების დაგეგმვა-განხორციელების დროს, როგორიცაა ჰიდროელექტროსადგურები. მისი თქმით, მოლაპარაკება ინვესტორი კომპანიისა ხეობის მოსახლეობასთან რამდენიმე თვეა აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით წარმატებით მიმდინარეობს. გარდა ამისა, აღნიშნულ პროცესში ასევე მონაწილეობდნენ გარემოსდაცვითი ორგანიზაციები.
შეხვედრაზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის ინვესტორი კომპანიის „ფერის“ ხელმძღვანელმა ლაშა იორდანიშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ სარგებელზე, რომელსაც ხეობის მოსახლეობა მიიღებს როგორც სამშენებლო, ასევე ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ.
"ჩვენი ჩართულობით ხეობის მოსახლეობას და ინვესტორ კომპანიას შორის ძალიან სანიმუშო შეთანხმება შედგა. ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან კარგი მოდელი, რომელსაც შევძლებთ და გავავრცელებთ სხვა მშენებარე მცირე სადგურების შემთხვევებზე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს შეკითხვები და პრეტენზიები, ხოლო ინვესტორს - პასუხისმგებლობა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, პანკისის ხეობაში დაგეგმილი მცირე ჰესების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, საქართველო მიიღებს ელექტროენერგიას, რაც თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, ხოლო პანკისის ხეობა, მისი მოსახლეობა მიიღებს მთელ ჩამონათვალს სარგებლისა, იქნება ეს განახლებული ინფრასტრუქტურა, დასაქმება, ადგილობრივი გადასახადები და სხვა სიკეთეები, რასაც ეს პროექტი მოიტანს.
რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის შეფასებით, "შეხვედრაზე მაქსიმალურად მოხერხდა როგორც მოსახლეობის, ასევე გარემოს დაცვითი მოთხოვნების დაკმაყოფილება. დაკმაყოფილება. ამასთან, ინვესტორიც უნდა იყოს კმაყოფილი, რადგან მას მუშაობა მოუწევს ძალიან კეთილგანწყობილ გარემოში, სადაც მისი მოგებაც იქნება გარანტირებული და ხალხის ინტერესებიც - დაცული," - განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეხვედრის შემდეგ კმაყოფილი იყვნენ ადგილობრივებიც, რომლებმაც როგორც მთავრობისგან, ასევე ინვესტორი კომპანიისგან მიიღეს კონკრეტული პასუხები მათ შეკითხვებზე, ასევე კონკრეტული ჩამონათვალი პროექტებისა, რომლებიც უახლოეს პერიოდში ხეობის სოფლებში განხორციელდება.
როგორც აღინიშნა, ინვესტორი ხეობაში სახელმწიფოსთან ერთად განავითარებს ინფრასრუქტურას, რაც თავის მხრივ რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, მოაწესრიგებსომალო-დუმასტურის სასმელის წყლის სისტემას, აღადგენს სოფელი დუისის სასმელი წყლის რეზერვუარს, მოაწყობს ბირკიანი - ომალოს დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდს,დაასაქმებს არანაკლებ 70 ადგილობრივ მოსახლეს, ყოველწლიურად ხეობაში დაფუძნებულ ფონდში შეიტანს დაახლოებით 120 ათას ლარს და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ხეობაში ხადორი 3-ისა და სამყურისწყალი 2-ის ჰიდროელექტროსადგურებს კომპანია ფერი ააშენებს, რომელიც ჯამურად $40 მილიონზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. შედეგად, ორივე ჰესი ჯამურად 160 მილიონ კვტსთი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს. ამასთან, ხადორი 3 მცირე ჰესია და მისი დადგმული სიმძლავრე 5,4 მგვტ-ია, ხოლო სამყურისწყალი 2-ის დადგმული სიმძლავრეა 27 მგვტ. მათი გავლენა გარემოზე მინიმალურია.
პანკისის ხეობაში ხადორი 3-ის ჰესი 12 თვეში, ხოლო სამყურისწყალი 2 30 თვეში დასრულდება.
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
კომენტარები