აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა
აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი პირველი, პროცედურული კენჭისყრით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 86-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 12-მა მისცა ხმა.
პროცედურული კენჭისყრა კანონპროექტის სენატში განხილვისა და მასზე წერილობითი შესწორებების წარდგენის გზას ხსნის. ამის შემდეგ გაიმართება საბოლოო კენჭისყრა, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნება, საბოლოოდ კი მის ძალაში შესასვლელად აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერა იქნება საჭირო.
კენჭისყრა გაიმართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და სენატორების დახურული შეხვედრის დასრულებისთანავე, ასევე სენატორ ლინდსი გრემის გამოსამშვიდობებელი ცერემონიის შემდეგ. სწორედ გრემი იყო აღნიშნული კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი.
"სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს, სენატორ ლინდსი გრემთან გამომშვიდობების დღეს, სენატში გაიმართა პროცედურული კენჭისყრა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტზე, რომელზეც მან ამდენი იშრომა. ჩემთვის დიდი პატივი იყო ხმების დათვლის პროცესზე დასწრება — დოკუმენტს 86-მა სენატორმა დაუჭირა მხარი. ეს ლინდსის გეგმების განხორციელებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია და, უდავოდ, მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯიც", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტს უფლებას აძლევს, 100%-იანი საბაჟო ტარიფები დააწესოს იმ ქვეყნების იმპორტზე, რომლებიც რუსულ ნავთობს, ურანსა და ბუნებრივ აირს ყიდულობენ ან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლას უწყობენ ხელს.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსეთის თავდაცვის, ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორის ორგანიზაციების, რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის", ასევე რუსი მაღალჩინოსნების, ოლიგარქებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ.
ამას გარდა, 28 ივლისს აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტი განაახლეს და მისი მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს. შესაბამისად, დოკუმენტს ახალი სახელწოდება აქვს — "ლინდსი ო. გრემის 2026 წლის რუსეთისა და ირანის სანქციების აქტი".
-
წელიწადნახევარში პარლამენტმა მეოთხე სუს-ის უფროსი — თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა წელიწადნახევარში პარლამენტმა მეოთხე სუს-ის უფროსი — თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა
გადახედვა
-
თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს
გადახედვა
-
კალაძის თქმით, თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია კალაძის თქმით, თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია
გადახედვა
-
"გადაადგილების დისკომფორტი გვექნება, სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელია" - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე "გადაადგილების დისკომფორტი გვექნება, სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელია" - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე
გადახედვა
-
ილონ მასკის დედას შვილის სარდაფში სძინავს — "ეს ნამდვილი ფუფუნებაა" ილონ მასკის დედას შვილის სარდაფში სძინავს — "ეს ნამდვილი ფუფუნებაა"
გადახედვა
-
ახლად აღმოჩენილ მცენარიჭამია მწერებს ტეილორ სვიფტის სახელი დაარქვეს ახლად აღმოჩენილ მცენარიჭამია მწერებს ტეილორ სვიფტის სახელი დაარქვეს
გადახედვა
-
თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა
-
"თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია "თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია
გადახედვა
-
Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
-
ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის
გადახედვა
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
კომენტარები