27-წლიანი დავის დასასრული — საბერძნეთის პარლამენტმა მაკედონიის სახელის შეცვლას მხარი დაუჭირა
საბერძნეთის პარლამენტმა მაკედონიისთვის სახელწოდების შეცვლას მხარი დაუჭირა. ისტორიული კენჭისყრით ორ ქვეყანას შორის 27-წლიანი დავა ოფიციალურად დასრულდა. მაკედონიას ოფიციალური სახელი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა გახდა.
შეთანხმებას მხარი 153 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 146 იყო. შეთანხმებაზე დებატები პარლამენტში 36 საათი გაგრძელდა. კენჭისყრის დროს ულტრა-მემარჯვენე დეპუტატები სხვა პარლამენტარებს მოღალატეებს ეძახდნენ.
"დღეს ისტორიული დღეა. საბერძნეთი იცავს თავისი ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, ანტიკური ბერძნული მაკედონიის მემკვიდრეობას. დღეს ჩვენ ბალკანეთის ახალი ისტორია დავწერეთ", — განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრამ.
მაკედონიის პარლამენტმა აღნიშნულ შეთანხმებას მხარი იანვარში უკვე დაუჭირა. "გილოცავთ, ჩემო მეგობარო, ჩვენს ხალხთან ერთად ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ", — წერს ტვიტერზე მაკედონიის პრემიერ-მინისტრი, ზორან ზაევი.
საპარლამენტო კენჭისყრის წინ საბერძნეთში საპროტესტო აქციები გაიმართა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
საბერძნეთის და მაკედონიის პრემიერ-მინისტრებმა ქვეყნის სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით შეთანხმება 2018 წლის ივნისში გააფორმეს. მაკედონიისთვის სახელის ცვლილების შეთანხმებას მიესალმება გაერო, ევროკავშირი, აშშ და ნატო.
იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ახალი ქვეყნის დასახელების გამო დავა 27 წლის განმავლობაში გაგრძელდა. ეს აფერხებდა ნატოსა და ევროკავშირში მაკედონიის გაწევრიანებას, რადგან საბერძნეთი მოლაპარაკებებს ბლოკავდა.
ბერძნები აპროტესტებდნენ იმას, რომ მეზობელ ქვეყანასა და საბერძნეთის ჩრდილოეთით უძველეს ისტორიულ რეგიონს ერთი სახელი ჰქონოდათ. ისინი სავარაუდო ტერიტორიულ დავებს ერიდებოდნენ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები