დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებულები ყაზტრანსგაზის თანამშრომლები არიან
დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებული პირები ყაზტრანსგაზის თანამშრომლები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულები კომპანიის სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები არიან, რომლებიც 2019 წლის 16 იანვარს საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე მივიდნენ.
უწყების ინფორმაციით, ავთანდილის ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე ყაზტრანსგაზის ცხელ ხაზზე დარეკეს და დახმარება ითხოვეს, რადგან კორპუსში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნობოდა და ეჭვი ჰქონდათ, რომ გაზი ჟონავდა. გამოძიების მტკიცებით, ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით განაგრძობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
აფეთქება დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში
16 იანვარს, საღამოს თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართული, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვია. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო რვა ადამიანმა.
ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ აფეთქების დღეს ყაზტრანსგაზის ჯგუფი ორჯერ გამოიძახეს და მათ საფრთხე ვერ აღმოაჩინეს. კომპანიამ ეს ფაქტი ორი დღის შემდეგ დაადასტურა. მათი თქმით, სპეციალურმა აპარატებმა ადგილზე გაზის გაჟონვა ვერ დააფიქსირა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240¹-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით გაზის განლაგების, დაპროექტების ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
-
გადახედვა[ივანიშვილის ბოდიშზე] გენო პეტრიაშვილი: ეს ძალიან მაგარი ნათქვამი, გარკვეულმა ჯგუფებმა, ძაან ცუდად მიიტანეს მაყურებელთან [ივანიშვილის ბოდიშზე] გენო პეტრიაშვილი: ეს ძალიან მაგარი ნათქვამი, გარკვეულმა ჯგუფებმა, ძაან ცუდად მიიტანეს მაყურებელთან
-
გადახედვაპროკურორი: მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით! პროკურორი: მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა
-
გადახედვაგამოავლინეს უხანის ბაზრობის ის სავარაუდო ცხოველები, რომლებისგანაც COVID-19 დაიწყო გამოავლინეს უხანის ბაზრობის ის სავარაუდო ცხოველები, რომლებისგანაც COVID-19 დაიწყო
-
გადახედვაABC: ისრაელის სპეცსამსახურები 15 წელი ამზადებდნენ პეიჯერების დეტონაციის სპეცოპერაციას ABC: ისრაელის სპეცსამსახურები 15 წელი ამზადებდნენ პეიჯერების დეტონაციის სპეცოპერაციას
-
გადახედვაჩინეთის ზოოპარკში ძაღლებს პანდებად ასაღებდნენ ჩინეთის ზოოპარკში ძაღლებს პანდებად ასაღებდნენ
-
გადახედვანახეთ: ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან კომეტა გადაიღო ნახეთ: ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან კომეტა გადაიღო
-
გადახედვარუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის გადაუხდელობის გამო დავალიანების პროცენტი ერიცხება რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის გადაუხდელობის გამო დავალიანების პროცენტი ერიცხება
-
-
-
-
გადახედვანახეთ: პრეისტორიული მარტორქა, რომლის კანიც დღემდე ხელუხლებლადაა მოღწეული ნახეთ: პრეისტორიული მარტორქა, რომლის კანიც დღემდე ხელუხლებლადაა მოღწეული
-
გადახედვარატომ გვავიწყდება ის, რაზეც ორი წამის წინ ვფიქრობდით რატომ გვავიწყდება ის, რაზეც ორი წამის წინ ვფიქრობდით
-
გადახედვაჰერჩინსკი: თუ ჩაითვლება რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი, უნდა მივმართოთ იმ ზომებს, რომლებიც ინსტრუმენტების ყუთში გვაქვს ჰერჩინსკი: თუ ჩაითვლება რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი, უნდა მივმართოთ იმ ზომებს, რომლებიც ინსტრუმენტების ყუთში გვაქვს
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: ჩემი კოალიციური პარტნიორები შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა მამუკა ხაზარაძე: ჩემი კოალიციური პარტნიორები შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა
-
გადახედვაუკრაინამ ქვეყანაში ოფიციალურ პირებს Telegram-ის გამოყენება აუკრძალა უკრაინამ ქვეყანაში ოფიციალურ პირებს Telegram-ის გამოყენება აუკრძალა
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: სიაში არ ჩაწერა მე ცალმხრივად არ შემითავაზებია მამუკა ხაზარაძე: სიაში არ ჩაწერა მე ცალმხრივად არ შემითავაზებია
-
გადახედვაიაგო ხვიჩია: "ლელო" თავის ჯოკერს აწვენს და "ვალეტ წკენტით" უნდა "ვზიატკის" წამოღება, რაც არ გამოდის იაგო ხვიჩია: "ლელო" თავის ჯოკერს აწვენს და "ვალეტ წკენტით" უნდა "ვზიატკის" წამოღება, რაც არ გამოდის
-
გადახედვაეროვნული ვალუტა გაუფასურდა — როგორი იქნება ლარის კურსი უქმეებზე ეროვნული ვალუტა გაუფასურდა — როგორი იქნება ლარის კურსი უქმეებზე
-
გადახედვაევროკავშირი უკრაინას სესხის სახით დაახლოებით 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს ევროკავშირი უკრაინას სესხის სახით დაახლოებით 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს
-
გადახედვაგიორგი გახარია: [მოლაპარაკებებისას] ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ გახარია არ უნდა იყოს სიაში გიორგი გახარია: [მოლაპარაკებებისას] ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ გახარია არ უნდა იყოს სიაში
კომენტარები