გიორგი გახარია

20 Sep. 2024, 16:55

"გულწრფელად გეტყვით, ერთ-ერთი ასეთი პუნქტი იყო, მაგალითად, რომ გახარია არ უნდა იყოს სიაში. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა მე დამიცვა, გულწრფელად მინდა ვთქვა — ისეთი სიდიდის და მნიშვნელობის საკითხი იყო მაგიდაზე, რომ მე ამაზე დავთანხმდი. ვთქვი, რომ პრობლემაათქო? პრინციპებში ჩამოვთვალე? ერთ რამეს გეტყვით, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მე მარტო არ ვარ. არასდროს ვამბობ, რომ პარტია საქართველოსთვის ვარ მხოლოდ მე. ჩემ უკან უზარმაზარი გუნდია. თქვენ თუ დააკვირდებით, სხვა ბევრი პარტიისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი ძალიან მდგრადია. ეს ადამიანები დაახლოებით ათი წელია ერთად ვშრომობთ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, ბევრი ვერ დავარწმუნე. როდესაც ვსაუბრობდით, იმ დონეზე ვიყავით მისულები, რომ ამ ადამიანებს ვესაუბრებოდი – მეგობრებო, თქვენ შეიძლება მოგიწიოთ სიაში შესვლა, სადაც მე ვერ ვიქნები. ბევრმა უარი თქვა. ზოგი წინააღმდეგი იყო. 

ამიტომ ვამბობ, ამ ეტაპზე ამ მოლაპარაკებებისთვის წერტილის დასმა განსაზღვრული იყო არა მხოლოდ იმ წინააღმდეგობებით, რომლებიც მოლაპარაკებებში იყო, არამედ ასევე, ვადებითაც. ამას რატომღაც მეორე მხარე არ ამბობს. მათ ახლა ჰგონიათ, რომ წნეხის გაზრდით რაღაცა კარგ შედეგებს მიაღწევენ და ვერ მიაღწევენ! შეიძლება ყველანი დავზიანდეთ.

მე ხომ ჩემს შეცდომებს ვაღიარებ და ამის პრობლემა არა მაქვს. პირველი შეხვედრის შემდეგ მკაფიოდ ვთქვი, რომ ხვალ ამას წერტილი უნდა დაესვას. ნუ, ვერ დავუსვი. იმიტომ, რომ მე არ ვიყავი მარტო ერთი მხარე, იქ კიდევ ერთი მხარე იყო, იყო ქალბატონი პრეზიდენტი და ვერ დავუსვი. ვამბობ, რომ ეს იყო შეცდომა. რაც უფრო მეტი დრო გავიდა, ჭაობში მივდიოდით და აქეთ კიდევ ყველაფერი იკეტებოდა", — განაცხადა გიორგი გახარიამ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
  2. რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
  3. თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
  4. გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს
  5. მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლი გახდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ევროკომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი აზერბაიჯანის პროკურატურას აფგან სადიგოვის საქმეზე განმარტებას სთხოვს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტმა აფგან სადიგოვის უკანონო დაკავების საქმეზე…