შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას საქართველოს პარლამენტში დღეს, 21 დეკემბერს ელოდებიან. ის დეპუტატებს სამინისტროს ერთი წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს და მზად არის, დასმულ კითხვებსაც უპასუხოს.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის დაყენებასაც პლენარულ სხდომაზე დეპუტატები გეგმავენ, ხორავას ქუჩის ტრაგედიაა. როგორც მმართველი გუნდში აცხადებენ, შინაგან საქმეთა მინისტრს ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით დაუსვამენ კითხვებს.

შს მინისტრის მოსასმენად ჩანიშნულ რიგგარეშე სესიას თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა დაესწრება.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს გიორგი გახარიასთან კითხვები ექნებათ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის გარდაცვალებაზე, არჩევნების მეორე ტურსა და ველისციხესთან მომხდარ დაპირისპირებაზე ექნებათ.

შს მინისტრი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ახალი რეგლამენტის 154-ე მუხლის შესაბამისად მიდის, რომლის მიხედვით, მთავრობის წევრი მოსმენის მოთხოვნით პარლამენტს საკუთარი ინიციატივით მიმართავს და მას პარლამენტი მოთხოვნისთანავე უსმენს.