1 მოქმედი და 1 ყოფილი პრეზიდენტი — ვინ დაესწრება სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას
ფოტო: სალომე ზურაბიშვილი / Facebook
საქართველოს მეხუთე და ბოლო არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიას მსოფლიო პრეზიდენტებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისინია დაესწრება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინაუგურაციის მონაწილეობას მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი მიიღებს.
უწყების ცნობით, საქართველოს ეწვევიან მაღალი რანგის სტუმრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან და 16 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. სამინისტროს განმარტებით, ეს არ არის საბოლოო მონაცემები, რადგან სახელმწიფოებს შორის ინფრომაციას ამ დრომდე ცვლიან.
დღევანდელი მონაცემებით ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრება:
- სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი;
- საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი (2007-2012 წწ) ნიკოლა სარკოზი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი და და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი;
- თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი;
- აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი;
- სებეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი;
- ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი;
- ლიეტუვას სეიმის სპიკერი;
- პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მინისტრი;
- მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი;
- თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი;
- გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებისა და გარემოს მინისტრი;
- ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
- ისრაელის კნესეტის (პარლამენტი) ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
- სუამის გენერალური მდივანი;
- უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
- ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
- აშშ-დან USAID-ის წარმომადგენელი;
- წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი, არქიბიშოპი.
ინაუგურაციის ღონისძიების ფარგლებში საქართვეში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართავენ სამუშაო შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში 16 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება და გამოყო გუნდი, რომელიც ზურაბიშვილის ინაუგურაციის რეჟისურასა და დეტალებზე ისაუბრებს. ინაუგურაციის ცერემონია ერეკლე მეორის სასახლეში ჩატარდება და მას საერთაშორისო ლიდერებიც დაესწრებიან. ცნობილია, რომ ინაუგურაციას დაესწრება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც.
სალომე ზურაბიშვილმა თელავში არჩევნები წააგო. მისი თქმით, სწორედ ამის გამო გადაწყვიტა ინაუგურაცია არა რეგლამენტით განსაზღვრულ ადგილზე, არამედ თელავში გაემართა. რეგლამენტით პრეზიდენტის ინაუგურაცია საქართველოს პარლამენტის ეზოში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მთავრობამ ახალი განკარგულება გამოსცა და ახალ პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება მისცა.
ინაუგურაციის პარალელურად თელავში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გაიმართება. თელავის მერია კი ინაუგურაცისთან დაკავშირებით 14, 15 და 16 დეკემბერს 13:00 საათიდან 15:00 საათამდე ქვემეხებიდან ერთობლივად გაისვრის.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები