ყირიმის მოსახლეობა: "ცხოვრება უკეთესობისკენ არ შეცვლილა"
ფოტო: photo.ua / Shutterstock
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან ორი წლის შემდეგ, 2 მილიონი ადამიანი, კვლავ უშედეგოდ ელოდება დაპირებულ "უკეთეს ცხოვრებას". ადგილობრივები ამბობენ, რომ ფასები უაზროდ გაიზარდა, ხოლო შემოსავლები და პენსიები მუდმივ სტაგნაციაშია და აღარც ტურისტები ჩადიან.
ყირიმი მსოფლიოს ყურადღების ქვეშ, კიდევ ერთხელ, მას შემდეგ მოექცა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, უკრაინა ყირიმის საზღვრებთან აგენტების გაგზავნასა და ინდუსტრიის განვითარების შეფერხებაში დაადანაშაულა. ადგილობრივები ამ ბრალდებას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ის ზარალი რაც მათ ნახეს, რუსეთის ხელისუფლების გულგრილობის დამსახურებაა.
„ჩვენ შევუერთდით რუსეთს, მათ კი ჩვენი არსებობის შესახებ საერთოდ დაავიწყდათ“, ამბობს ევგენი, ტიტანიუმის საწარმოს მუშა, არმიანსკიდან.
„ხალხი გულუბრყვილოა, ისინი ფიქრობდნენ, რომ რუსეთთან შეერთების შემდეგ ყველაფერი რუსული იქნებოდა. სინამდვილეში მხოლოდ ფასები გახდა რუსული, შემოსავალი კი იგივე დარჩა. აი, ეს არის მთავარი პრობლემა.“
სამსახურიდან გათავისუფლების შიშის გამო, ევგენიმ საკუთარი გვარის გამხელისგან თავი შეიკავა. ასე მოიქცნენ სხვა მუშებიც, ვინც ინტერვიუს მიცემაზე დათანხმდა.
არმიანსკი ყირიმის მიძინებული ქალაქია, რომელიც უკრაინის ახლად დადგენილ საზღვართან იმყოფება. დასახლება სწორედ იმ ტერიტორიას მიეკუთვნება, სადაც რუსეთის განცხადებით, გასულ კვირას შეიარაღებული ძალები დაუპირისპირდნენ უკრაინელ აგენტებს. ოფიციალური კიევი ამ შემთხვევას უარყოფს და აცხადებს, რომ რუსეთმა ინციდენტის ფაბრიკაცია მოახდინა, რათა მომავალში კვლავ აწარმოონ სამხედრო მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ.
ქიმიური საწარმოები
არმიანსკი არასდროს ყოფილა აყვავებული ქალაქი. აქ მცხოვრებთა ¼ , ანუ 20 ათასი ადამიანი ყირიმის ტიტანიუმის საწარმოშია დასაქმებული, რომლებიც ყოველდღე ავტობუსით გადაადგილდებიან ქალაქიდან საწარმოში და საწარმოდან ქალაქში.
როდესაც ყირიმი უკრაინის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, საქონელი და სერვისები ხელმისაწვდომი იყო და საწარმოს მუშებს თავისუფლად შეეძლოთ საკუთარ თავზე ზრუნვა, თუმცა მას შემდეგ რაც, გასულ წელს კიევმა სატვირთო მომარაგება დაბლოკა, ფასებმა მოიმატა.
„ჩვენ მხოლოდ საკვების ყიდვა შეგვიძლია, ძალიან გვიჭირს ტანსაცმლის შეძენა“, ამბობს პაველი, ტექნიკოსი, რომელიც ამბობს, რომ მისი თვიური შემოსავალი 17 ათასი (263$) რუბლია. ეს რიცხვი რუსეთის საშუალო შემოსავლის ნახევარზე ნაკლებია.
„ასეთი შემოსავალი უკრაინაში საკმარისი იქნებოდა, რადგან ფასები დაბალი იყო. შოკში ვარ. ჩემი შემოსავალი იგივე დარჩა, ფასები კი იზრდება“
სამმა მუშამ Reuters-თან საუბრისას განაცხადა, რომ ხელფასები საწარმოში, პოზიციიდან გამომდინარე, 10 ათასი რუბლიდან 21 ათას რუბლამდე მერყეობს. ლაბორატორიულ ასისტენტებს ყველაზე დაბალი, ხოლო ინჟინრებს ყველაზე მაღალი ხელფასი აქვთ.
ტიტანიუმის საწარმო უკრაინელი ბიზნესმენის, დმიტრო ფირტაშის კუთვნილებაა. მისმა წარმომადგენელმა და საწარმოს მენეჯერებმა უარი განაცხადეს კომენტარის გაკეთებაზე.
რუსეთი აშენებს ხიდს, რათა ყირიმი დაუკავშიროს რუსეთის სამხრეთის ნაწილს. ამ გზით ისინი იმედოვნებენ, რომ მიმოსვლა ერთმანეთს შორის გამარტივდება და ფასებიც დაიკლებს. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი მარშრუტის შესრულება 2018 წლამდე წარმოუდგენელია.
უფულობა
მოსკოვმა არმიანსკის პრობლემების შესახებ ყველაფერი იცის. ოფიციალურმა მოსკოვმა ის იმ 300 ქალაქის სიაში შეიტანა, რომელსაც ინვესტიციების მოზიდვაში სახელმწიფოს დახმარება სჭირდება, რათა მოხდეს ამ ქალაქების ეკონომიკის დივერსიფიცირება. როდესაც Reuters-ის ჟურნალისტი ყირიმის ეკონომიკის მინისტრს დაუკავშირდა, მან განაცხადა, რომ ამ დროისთვის არც ერთი პროექტის განხორციელება არ დაწყებულა რეგიონში.
რუსეთმა დააანონსა, რომ ყირიმის განვითარებისთვის, 2020 წლამდე, $10 მილიარდის (680 მილიარდი რუბლი) ინვესტირებას აპირებს. ეს არის ის ციფრი, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ყოველთვიურად ხარჯავს პენსიების, მასწავლებლების, ექიმებისა და საჯარო მოხელეების ხელფასებში.
პენსიონერები, საჯარო მოხელეები და ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანები ანექსიის შემდეგ დიდ ფინანსურ ზრდას ელოდნენ, თუმცა რუბლის ფასის დოლართან მიმართებაში განახევრებამ, დასავლურმა სანქციებმა და ნავთობის დაბალმა ფასმა იმედები გაუცრუათ.
მაისში, რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ყირიმს ეწვია და მოსახლეობას შეხვდა. მედვედევი პენსიონერი ქალბატონის კრიტიკამ ძლიერ შეაწუხა. მოხუცი ქალბატონი ჩიოდა, რომ ყირიმში მცხოვრებ ნახევარ მილიონ პენსიონერს საარსებო მინიმუმიც კი არ გააჩნია.
„ყირიმში შეუძლებელია პენსიით ცხოვრება. ფასები გიჟურია. რა ჯანდაბაა 8 ათასი რუბლი?“ - ამბობდა ქალბატონი.
მის წუხილს მედვედევმა შემდეგი პასუხი გასცა: „სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ფული… გამხნევდით“.
ცარიელი რესტორნები
ისტორიულად, ყირიმი, რუსეთის იმპერიის პერიოდიდან მოყოლებული, ტურისტებისთვის მიმზიდველი ნახევარკუნძული იყო. პუტინმა გასულ წელს თქვა, რომ ტურისტული სეზონი ყირიმისთვის მომგებიანი იქნებოდა, თითქოს მოსკოვი შეიმუშავებდა გეგმას ტურისტების მოსაზიდად, მაგრამ ანექსიამ თავისი კვალი დატოვა. უკრაინელი დამსვენებლები, რომლებიც, როგორც წესი, მატარებლით ჩადიოდნენ ყირიმში, ცხადია, აღარ გამოჩენილან. ისინი არც რუსს დამსვენებლებს ჩაუნაცვლებიათ.
როდესად ყირიმი უკრაინის მიერ იყო კონტროლირებული, ნახევარკუნძულს ყოველწლიურად 6 მილიონ ტურისტზე მეტი სტუმრობდა. ანექსიის შემდეგ, ტურისტების რაოდენობამ მკვეთრად დაიკლო და მათი რიცხვი ამ ეტაპისთვის არ გაზრდილა.
„როდესაც უკრაინას ვეკუთვნოდით, ბევრად მეტი ხალხი ჩამოდიოდა. ქუჩები ისეთი სავსე იყო, გზას ძლივს გაიკვალავდი“, აცხადებს რესტორანი „ევროპის“ ხელმძღვანელი იევპატორიაში.
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
კომენტარები