ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა ხუთი ათასით გაიზარდოს. 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა სულავესში 28 სექტემბერს მოხდა. მიწისძვრით გამოწვეულმა ცუნამიმ სანაპიროზე მდებარე ქალაქ პალუს გადაუარა.

ამ ეტაპისთვის ოფიციალურად გარდაცვლილად გამოცხადდა 1 944 ადამიანი. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ დაახლოებით ხუთი ათასი ადამიანი ამ დრომდე იძებნება.

მიწისძვრისა და ცუნამის გამო 200 ათასზე მეტი ადგილობრივები საჭმლის, გაზისა და წყლის გარეშე არიან დარჩენილი. ინდონეზიას დახმარებას უწევს არაერთი ქვეყანა, თუმცა პირველადი მოხმარების ნივთები ისევ დეფიციტშია.

მაშველები ამბობენ, რომ შენობების ნანგრევებიდან ყველა ცხედარი გამოყვანილი არ არის. ხუთშაბათს, 11 ოქტომბერს სტიქიისას დაკარგული ადამიანები ოფიციალურად გარდაცვლილებად გამოცხადდებიან.