მათი მიზანია, რომ ჩვენ გავჩუმდეთ — არასამთავრობოების პასუხი ირაკლი კობახიძეს
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მხრიდან პოლიტიზირებასთან დაკავშირებით მათ მიმართ კრიტიკას პასუხობენ. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ კრიტიკული კითხვებისგან თავის ასარიდებლად მმართველმა გუნდმა ეს გზა აირჩია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური აღნიშნავს, რომ არასამთავრობო სექტორის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება ახალი არ არის და წინა ხელისუფლების დროსაც სმენიათ:
"პარლამენტის თავმჯდომარეს თავისი გაბრაზება და ენერგია რომ პროკურატურაზე წარემართა და პროკურატურისთვის მოეთხოვა იმ გამოძიებების გამოძიება, რომელზეც კითხვები გვაქვს, ასეთ მდგომარეობაში სამთავრობო გუნდი არ იქნებოდა... მათი მიზანია, რომ ჩვენ გავჩუმდეთ და ჩვენ არ გავჩუმდებით".
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, მმართველი გუნდის კრიტიკის ობიექტი გახდნენ ადამიანები, რომლებიც არაფორმალური მმართველობის პირობებში ქართული დემოკრატიის კრიზისს ხედავენ.
"მისთვის [ირაკლი კობახიძისთვის] მთავარი საფრთხე, როგორც ჩანს, არის ჯანსაღი კრიტიკული აზრი, რომელიც არ ეფუძნება მარტო მოსაზრებებს, არამედ ეფუძნება ფაქტებს".
მისივე განმარტებით, ომეგა ჯგუფის საქმეზე გამოძიების დალოდების მოწოდება პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან უცნაურია, რადგან "ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა".
"წარმოჩენა იმისა, რომ ეს არის 13 ადამიანის პოზიცია საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობაა. ეს პოზიცია ერთი ადამიანის რომ იყოს, ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ამაზე პასუხი", — აღნიშნა მშვენიერაძემ On.ge-სთან საუბრისას.
როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, ექვსი წლის თავზეც მმართველი გუნდი ვერ გასცდა იმას, რომ ყველაფერი, მათ შორის, სამოქალაქო სექტორი, ნაციონალურ მოძრაობასთან არ დააკავშიროს.
"ეს არ არის პასუხები იმ კითხვებზე, რომლებსაც ჩვენ ვსვამთ, ეს არ არის პასუხები სასამართლოს სისტემაში არსებულ შეცდომებზე, ეს არ არის პასუხი სამართალდამცავ სისტემებში არსებულს პრობლემებზე, ეს არ არის პასუხი პარლამენტის სუსტ როლსა და ძალაზე ამ ქვეყანაში", — აღნიშნავს სალაძე კობახიძის კრიტიკის საპასუხოდ.
არასამთავრობოების გაკრიტიკების მიზეზი
13 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას ელიტურ კორუფციასა და სასამართლოს კლანურ მმართველობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არასერიოზული უწოდა. მისი თქმით, "ეს არის 13 კაცი და ქალი", რომელთან მიკერძოებულად პოლიტიკური შეხედულებები აქვთ.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს საზოგადოებასთან კავშირი არ აქვთ და მესამე სექტორი მტკიცებულებების გარეშე საუბრობს.
პირველ ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არსებობენ ადამიანები, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან და სრული ხელშეუხებლობით სარგებლობენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში დემოკრატიის მძიმე კრიზისია და ამაზე სასამართლო სისტემა, სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიზირება და პარლამენტის, როგორც პოლიტიკური ცენტრის, სისუსტე მიუთითებს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები