გიორგი მარგველაშვილი

27 Sep. 2018, 21:23

დღეს ჩემთვის როგორც საქართველოს პრეზიდენტისათვის, განსაკუთრებული დღეა, რადგან ზუსტად 27 სექტემბერს, 25 წლის წინ, ჩემი წინამორბედი, პრეზიდენტი [ედუარდ] შევარდნაძე იდგა რუსული არტილერიის მიერ დაბომბილი ქალაქ სოხუმის ქუჩებში და ეს იყო ქალაქის დაცემის დღე. და, სწორედ ამ დღეს, ის მიმართავდა საერთაშორისო საზოგადოებას და სთხოვდა დახმარებას, რომ ეს ტრაგედია არ მომხდარიყო.

საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამდენიმე წლის შემდეგ ეს ლიდერი ითხოვდა მხარდაჭერას მისი სამშობლოდან, რომელიც იბომბებოდა იმ დროს.

მოგვიანებით, 2008 წელს უკვე ჩემი სხვა წინამორბედი, პრეზიდენტი [მიხეილ] სააკაშვილი, რომელიც ასევე ითხოვდა მხარდაჭერას, რადგან რუსული არტილერია და ახლა უკვე ავიაციაც ბომბავდა და ახდენდა ჩემი ქვეყნის ოკუპაციას.

10 წელი გავიდა ამ შემთხვევიდან. უმნიშვნელოვანესია, ყველაფერს ეწოდოს შესაბამისი სახელი, აგრესორს — აგრესორი, ოკუპაციას — ოკუპაცია, საოკუპაციო ხაზს — საოკუპაციო ხაზი და არა სასაზღვრო ხაზი.

გიორგი მარგველაშვილმა ნიუ-იორკში XIV საერთაშორისო ფორუმი "მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება ცვალებად სამყაროში" გახსნა და სხვადასხვა ქვეყნის ყოფილ და მოქმედ ლიდერებს სიტყვით მიმართა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  2. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  3. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  4. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  5. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსული მედია თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ეხმაურება — დეტალები

რუსული პროსამთავრობო გამოცემა "კომერსანტი" ქართველი აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ეხმაურება.…