23 სექტემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადის ერთ-ერთი წევრის ცემის ფაქტები.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი მიმდინარე წლის 14 სექტემბერს მოხდა. ფიზიკური ანგარიშსწორების მოტივი უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მუქარის (151) მუხლით დაიწყო.