გიგა ფარულავა

13 Mar. 2026, 13:55

"2022 წელი — რუსეთი

2023 წელი — ბელარუსი

2026 წელი — საქართველო

ეს არის ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების წლები და ქვეყნები.

ყოჩაღ "ქართულ ოცნებას"! მაგრად დაგილაგებიათ ყველაფერი...

გუშინ გამოქვეყნდა ეუთოს საგამოძიებო მექანიზმის დასკვნა, რომლითაც "ოცნება" ოფიციალურად, უკვე ეუთოს მიერ შეფასდა ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევის, ძალადობის, დაშინების, გაყალბების, უსამართლობის, განსხვავებული აზრის დევნის, შურიძიებისა და ჩაგვრის ავტორად.

მათ შორის — დასკვნაში დადასტურებულია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური დევნა და შურისძიების მოტივით მასზე ფიზიკური თავდასხმა.

რითიც არ უნდა იმართლონ თავი, რამდენადაც არ უნდა სცადონ პროპაგანდით ამ დასკვნის გაუფასურება, როგორც არ უნდა ამშვიდონ ერთმანეთი — ეს არის დოკუმენტი, რომელიც ოცნების თითოეულ წევრს, თითოეულ პროპაგანდისტს, მთელი ცხოვრება პერსონალურ პასუხისმგებლობად გაჰყვება.

ეს დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის — სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით, ჟრიამულის საფუძველი არავის არ აქვს.

არ მივმართავთ "ოცნებას" — მივმართავთ მხოლოდ "ოცნების" ამორმჩეველს:

ერთადერთი, ვიზეც "ოცნება" ჯერ კიდევ რეაგირებს და ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ამ არაადეკვატურობის გაჩერება ხართ თქვენ. ისიც ნათლად ვნახეთ, რომ დღევანდელი "ოცნება" თავისიანსაც აღარ ინდობს.

დღეს უკვე აღარ არის კითხვა, რა ხდება ქვეყანაში — ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ ამ ხელისუფლებით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება!

კითხვა არის მხოლოდ ერთი — შევეგუებით თუ არა, რომ საქართველო იმავე სიაში დარჩეს, სადაც არიან რუსეთი და ბელარუსი. ქვეყნის ბედი ჯერ კიდევ შეიძლება შეიცვალოს".

"გახარია საქართველოსთვის" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ფარულავა ეუთოს წევრი 24 ქვეყნის მიერ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  3. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს

2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო…