სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი

13 Mar. 2026, 13:44

მომავალში, როდესაც ისტორია შეაფასებს ყველა გადამწყვეტ მომენტს, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო სამართლის ნორმების დამრღვევ, ძალადობაზე დამყარებულ რეჟიმთან ბრძოლაში, ქართველ ხალხი გამარჯვებასთან დააახლოვა, დარწმუნებული ვარ, 2026 წლის 12 მარტი მნიშვნელოვანი თარიღი იქნება.

დასკვნამ დაადგინა საქართველოში ადამიანის უფლებების და პოლიტიკური უფლებების სისტემატური დარღვევა, ქართველების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ ძალადობის სისტემატური გამოყენების ფაქტები და, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ყველა მძლავრი სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებისკენ რეჟიმის წინააღმდეგ, თუ ივანიშვილის მთავრობა არ შეასრულებს დასკვნით გათვალისწინებული რეკომენდაციებს.

მე მინდა, რომ პირველ რიგში ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს, ადამიანებს, ვინც უკანონოდ არიან დღეს საპატიმროში, ადამიანებს, ვინც სცემეს, მოწამლეს, დაამცირეს, ადამიანებს, ვისი ოჯახებიც ფინანსური განადგურების გზას გაუყენეს არაადამიანური ჯარიმების გამოყენებით, ადამიანებს, ვისაც უთხრეს, რომ მათ საკუთარ ქვეყანაში არანაირი უფლება არა აქვთ, თუ დაუპირისპირდებიან რეჟიმს-მოგვეცა ახალი შესაძლებლობა, რომ რეჟიმს სამართლებრივი პასუხი მოეთხოვოს, სწორედ ეუთოს დასკვნის საფუძველზე.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით გამოვყოფ რეჟიმისთვის უმძიმეს შეფასებას ამ ანგარიშიდან, რომ ეუთო მიზანშეწონილად მიიჩნევს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროცედურების ამოქმედებას. ეს დასკვნა, რეჟიმის ასობით მსხვერპლს, მათ უფლებადამცველებს შესაძლებლობას აძლევს, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორის სამსახურს მიმართოს ოფიციალური მოთხოვნით, დაიწყოს შესაბამისი გამოძიება. იმედი მაქვს, რომ ამ შესაძლებლობით ისარგებლებენ ადამიანები, რომლებიც რეჟიმის ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.

სამარცხვინო იყო, ეუთოში რეჟიმის წარმომადგენლის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, რომელიც რუსული დიპლომატიის სიტყვარით ადანაშაულებს ეუთოს პოლიტიკურ მიკერძოებაში, იმის ნაცვლად, რომ დაუყოვნებლივ იღებდეს ვალდებულებას, შეასრულოს ყველა რეკომენდაცია. პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, პოლიტიკური ოპონენტების დევნის შეწყვეტა, მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტების, მათ შორის უცნობი ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიება, რეპრესიული კანონების გაუქმება, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის ქვეყნის მომზადება-ესაა მოკლედ ის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს, თუ სურს თავიდან აიცილოს შემდგომი არა მხოლოდ საერთაშორისო იზოლაცია, არამედ, უკვე საერთაშორისო სამართლებრივი დევნაც.

თუ რეჟიმის გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნების იგნორირებას, ეუთოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნის გამოყენება საერთაშორისო სამართლებრივი გზებით, რეჟიმზე ზეწოლის გასაზრდელად — იქნება ეს ჰააგის სასამართლო, სტრასბურგის სასამართლო, თუ რეჟიმის წინააღმდეგ ტარგეტირებული სანქციების ამოქმედება, როგორც ამას მოითხოვს, ეუთოს ანგარიშიც, ასევე გუშინ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რჩება მნიშვნელოვან ინსტრუმენტად საქართველოს მოქალაქეების თავისუფლების დასაცავად.

ჩვენი დრო და ენერგია დღეს უნდა იხარჯებოდეს საქართველოს ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებაზე, სიღარიბის დამარცხებაზე, ჩვენი საერთაშორისო სატრანზიტო პოტენციალის ათვისებაზე, მათ შორის ანაკლიის პორტის მშენებლობის გზით, ჩვენი უსაფრთხოების და კეთილდღეობის მყარი გარანტიების მოპოვებაზე, დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობით. ამის ნაცვლად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედი მმართველი რეჟიმის მოგერიებაზე გვიწევს ამ დროის კარგვა და ამასთან ერთად ვკარგავთ ისტორიულ შესაძლებლობებს. ეს ანომალია უნდა დასრულდეს, ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს სწორი განვითარების გზას, ქართველ ხალხს სჭირდება მთავრობა, რომელიც ემსახურება მას და მის ინტერესებს. მოსკოვის მექანიზმის დასკვნა, ამ ბრძოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

"ლელო ძლიერი საქართველოს" წევრი სალომე სამადაშვილი  ეუთოს წევრი 24 ქვეყნის მიერ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
  2. გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
  3. როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
  4. BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
  5. პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც "ოცნების" ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პეტერ მადიარი: ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას საქართველოსთან, მოხარული ვიქნები, რომ გეწვიოთ თბილისში და ვიმუშაო ქართულ მხარესთან

"რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას საქართველოსთან. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ თუ ვიქტორ ორბანს კარგი…