პანჩი ერთადერთი არაა — ცხოველები, რომლებიც სანუგეშოდ სათამაშოებს იყენებენ
ფოტო: Chimpanzee Sanctuary Northwest
მაიმუნმა, სახელად პანჩმა, ბოლო კვირების განმავლობაში ყველას გული მოიგო. ის, თუ როგორ ეხუტებოდა პატარა მაიმუნი სათამაშო ორანგუტანგს, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა.
პანჩი თავის სათამაშოსთან ერთად
ფოტო: Getty Images
ცხოველთა მომვლელები ამბობენ, რომ პანჩი უკვე მარტო აღარ არის და მეგობრები შეიძინა. ამასთან ერთად კი, გვიზიარებენ ისტორიებს ობოლ და გადარჩენილ შიმპანზეებზე, პინგვინებზე, პუმებსა და სპილოებზე, რომლებიც ასევე ძალიან მიეჯაჭვნენ თავიანთ სათამაშოებს.
კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორი, მარკ ბეკოფი, ამბობს, რომ ახალშობილი ძუძუმწოვრები კომფორტს ფიზიკურ კონტაქტში პოულობენ. ამიტომ, როდესაც გადარჩენილი ცხოველები ოჯახის წევრების გარეშე რჩებიან, ისინი ზოგჯერ შვებას რბილ სათამაშოებთან ეძებენ. ბეკოფის თქმით, ზოგჯერ ზრდასრული ცხოველებიც კი მიმართავენ სათამაშოებს უსაფრთხოებისა და სითბოს საგრძნობად.
გაიცანით ექვსი ცხოველი, რომლებსაც სათამაშოებთან განსაკუთრებული კავშირი აქვთ:
ლიზი
ლიზი გრინჩის სათამაშოსთან ერთად
ფოტო: Project Chimps
2021 წლის ნოემბერში, ჯორჯიის შიმპანზეების თავშესაფარში დასახლებისას, ლიზის სათამაშოების დიდი არჩევანი ჰქონდა: ბურთები, რგოლები, რბილი ცხოველები და პლასტმასის საღეჭი სათამაშოები. თუმცა, მას მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდა — გრინჩის პატარა თოჯინა.
ახლა ლიზის ეს მწვანე პერსონაჟი ყველგან თან დააქვს — მათ შორის მაშინაც, როცა ტყეში სეირნობს, ირუჯება ან ვილაში სხვა შიმპანზეებთან ერთად სძინავს. თუ ჭამისას ან ხეზე ასვლისას ხელების გამოყენება სჭირდება, 35 წლის ლიზი თოჯინას ფეხებით იჭერს.
ლიზის თოჯინები დროთა განმავლობაში ჭუჭყიანდება. თავშესაფრის თანამშრომლები სათამაშოებს ხელ-ფეხს უკერავენ, ხოლო, როგორც კი თოჯინა ორ კიდურს დაკარგავს, ახალ სათამაშოს უკვეთენ. შიმპანზემ უკვე სულ მცირე ათიოდე თოჯინა "გამოიცვალა". მას გრინჩის კონკრეტული მოდელი მოსწონს — დაახლოებით 35 სანტიმეტრის სიმაღლის, რომელსაც ყელთან ბეწვისმაგვარი ქსოვილი აქვს.
ლიზი გრინჩის სათამაშოებთან ერთად
ფოტო: Project Chimps
ლიზი თოჯინას უვლის, ვარცხნის და გიგანტურ ბუდეებში აწვენს, რომლებსაც პლედებისგან, ყუთებისგან, ქაღალდებისა და სხვა სათამაშოებისგან აშენებს.
ბევრი შიმპანზე ქვეცნობიერად პრიმატების მსგავს სათამაშოებს ირჩევს, ლიზისთვის კი გრინჩი, სავარაუდოდ, ამის მწვანე ვერსიაა.
ჰენრი
პირველი მეგობარი, რომელიც პინგვინმა ჰენრიმ გამოჩეკის შემდეგ გაიცნო, სათამაშო პინგვინი, ტომი, იყო.
ჰენრი თავის სათამაშოსთან ერთად
ფოტო: Sea Life Weymouth
ჰენრი 30 იანვარს, ინგლისის ერთ-ერთ აკვარიუმში დაიბადა. პინგვინს დაახლოებით 45 დღე სჭირდება იმისთვის, რომ წამოიზარდოს და მისი ბუმბული წყალგაუმტარი გახდეს — მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს სხვა პინგვინებთან ერთად ვოლიერში გადასვლას.
ჰენრიმ ცხოვრება ტომთან ჩახუტებით დაიწყო — სათამაშოსთან, რომელიც დაახლოებით iPhone-ის ზომისაა. მას შემდეგ ჰენრიმ აკვარიუმის სუვენირების მაღაზიიდან უფრო დიდი სათამაშოც მიიღო.
სათამაშოები მაინც ჰენრიზე დიდები არიან, რადგან ის პინგვინების ყველაზე პატარა სახეობის წარმომადგენელია. დაბადებისას ჰენრი მომვლელების ხელისგულზე ეტეოდა, ზრდასრული კი, სავარაუდოდ, მხოლოდ 30 სანტიმეტრამდე გაიზრდება.
ჰენრი სათამაშოსთან ერთად
"რბილ სათამაშოს ჰენრის მსგავსი სუნი აქვს და ცოტათი ჰგავს კიდეც," — ამბობს აკვარიუმის თანამშრომელი.
მას შემდეგ, რაც ჰენრი ვოლიერში სხვა პინგვინებს შეუერთდება, აკვარიუმის თანამშრომლები სათამაშოებს არ წაართმევენ.
ფოქსი
2008 წელს დიანა გუდრიჩმა მეორადი ნივთების მაღაზიაში ვარდისფერთმიანი ტროლის თოჯინა იყიდა. ფიქრობდა, რომ სათამაშო მის თავშესაფარში რომელიმე შიმპანზეს გაამხიარულებდა. დიანა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ფოქსი — შიმპანზე, რომელიც მანამდე ყველა სხვა სათამაშოს იწუნებდა — მას მაშინვე მიეჯაჭვებოდა.
ფოქსი სათამაშოსთან ერთად
ფოტო: Chimpanzee Sanctuary Northwest
ფოქსი თოჯინას კოცნიდა, ეხუტებოდა, ზურგზე მოკიდებულს ან "ჯიბეში" ჩადებულს ატარებდა. მას შემდეგ 49 წლის ფოქსის კოლექცია გაიზარდა და ახლა ასობით სხვადასხვა თოჯინათი, მათ შორის დისნეის პრინცესებით, თამაშობს.
"ეს მისთვის გზაა, რომ თავი დაცულად იგრძნოს," — ამბობს გუდრიჩი, თავშესაფრის თანადირექტორი.
ფოქსი თოჯინასთან ერთად
ფოტო: Chimpanzee Sanctuary Northwest
თავშესაფარში მოხვედრამდე, შიმპანზე ფოქსის ჰეპატიტის ვაქცინისა და ბიოსამედიცინო კვლევების სფეროში საცდელი ინდივიდების მოსაშენებლად იყენებდნენ. მას ოთხი შვილი ჰყავდა, რომლებიც ძალიან პატარა ასაკში წაართვეს: ტყუპები — სტივი და დევიდი ლაბორატორიებში დაიღუპნენ, ხოლო ენჯი და კელსი სხვადასხვა თავშესაფარში გადაიყვანეს.
გუდრიჩის თქმით, ფოქსი თავის დედობრივ ინსტინქტებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ თოჯინებთან გამოხატავს.
კაიკაი
ბევრ სპილოს უყვარს საბურავებით თამაში, მაგრამ 9 თვის აფრიკული სპილოს, კაიკაის, კავშირი შავი რეზინის საბურავთან ჩვეულებრივ მიჯაჭვულობაზე ბევრად მეტია. კაიკაის საბურავის გორაობა, გადაყირავება და ძილის დროს მისი ბალიშად გამოყენება სიამოვნებს.
კაიკაი საბურავით თამაშისას
ფოტო: Sheldrick Wildlife Trust
კაიკაის ცხოვრება მძიმედ დაიწყო: კენიის ნაკრძალში, ველური ბუნების დაცვის თანამშრომელმა იგი დაღუპული დედის გვერდით იპოვა. პატარა სპილო თვითმფრინავით გადაიყვანეს კენიის ველური ბუნების დაცვისა და სპილოების გადარჩენის ორგანიზაციაში, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს.
"იმის დანახვა, რომ იგი ასეთი მხიარული და კონტაქტურია, გვარწმუნებს, რომ მართლაც ჯანმრთელი და ბედნიერი სპილოა," — ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი შონ მაიკლი.
მისი გადარჩენა გარანტირებული არ იყო, ამიტომ ეს შედეგი ჩვენთვის უდიდესი მიღწევაა
ნია
ნია პლედთან ერთად
ფოტო: Project Chimps
პლედი შეიძლება ლურჯის ნებისმიერი ელფერი იყოს — ცისფერი, ფირუზისფერი თუ მუქი ლურჯი — მთავარია, ლურჯი იყოს. სხვა შემთხვევაში, შიმპანზე ნია მას უბრალოდ ყურადღებას არ მიაქცევს.
20 წლის ნიას ლურჯი პლედი ყველგან თან დააქვს. ნია იმავე თავშესაფარში ცხოვრობს, სადაც — შიმპანზე ლიზი. ის მეგობართან ერთად პლედებით დაჭერობანას თამაშობს, ხანდახან კი მას თავზეც იხვევს.
ნია თავის პლედთან ერთად
თავშესაფრის თანამშრომლები გამუდმებით ელოდებიან იმ იშვიათ მომენტებს, როცა ნიას პლედი ხელში არ უჭირავს, რათა შიმპანზის საყვარელი ნივთი გარეცხონ.
ბრაიარი
პუმები, როგორც წესი, სიცოცხლის პირველ 1-2 წელს დედასთან ერთად ატარებენ. თუმცა, იმ ბოკვრისთვის, რომელიც კალიფორნიაში, სრულიად მარტო იპოვეს, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მაშინ პატარა პუმა მხოლოდ 4 კვირის იყო.
რამდენიმედღიანი ძებნის მიუხედავად, ველური ბუნების დაცვის თანამშრომლებმა ბოკვრის დედა ვერ იპოვეს, ამიტომ პატარა პუმა ოკლენდის ზოოპარკში გადაიყვანეს. იქ მას ბრაიარი (ინგლისურად ასკილი) დაარქვეს, რადგან მისი ხალები ასკილის ბუჩქის ლაქებს აგონებდათ.
სანამ ბრაიარი ზოოპარკის კლინიკაში მკურნალობდა, თანამშრომლებმა მას სათამაშო ძაღლი მისცეს გასართობად და ჩასახუტებლად. მათ სჯეროდათ, რომ დედის არყოფნაში სათამაშო ბრაიარს ანუგეშებდა და ახალ გარემოსთან ადაპტაციაში დაეხმარებოდა. რამდენიმე კვირის შემდეგ, სანამ პუმების საერთო ვოლიერში გადავიდოდა, მან სათამაშო ძაღლთან თამაში შეწყვიტა.
ახლა ბრაიარი ორ სხვა პუმასთან ერთად ცხოვრობს. ისინი ერთმანეთს უვლიან, ჭიდაობენ, დაჭერობანას თამაშობენ, ხეებზე დაძვრებიან და ძველი სახანძრო შლანგებისგან გაკეთებულ ჰამაკებში ისვენებენ.
ბრაიარი ზოოპარკში
ფოტო: Steven L. Gotz/Oakland Zoo
ცხოველები ხშირად გვასწავლიან, როგორ ვიყოთ ძლიერები და მძიმე დარტყმის შემდეგ როგორ დავუბრუნდეთ ჩვეულ რიტმს.
ბრაიარი ამის საოცარი მაგალითია. იმედი მაქვს, პანჩიც იმავე გზას გაივლის.
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
კომენტარები