ქეითი პერი ქეთი პერის წინააღმდეგ — დიზაინერმა მომღერალს სასამართლო დავა მოუგო
ფოტო: Getty Images
ავსტრალიელმა დიზაინერმა ქეითი პერიმ (Katie Perry) უზენაეს სასამართლოში მოიგო აპელაცია ამერიკელ პოპ-ვარსკვლავ ქეთი პერისთან (Katy Perry) მრავალწლიანი სასამართლო დავის ფარგლებში და მოიპოვა უფლება, გააგრძელოს ბიზნესი თავისი სახელით.
ოთხშაბათს გამოტანილ გადაწყვეტილებაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ ქეითი პერის ტანსაცმლის ბრენდს, რომელიც 2007 წლიდან ფუნქციონირებს, ზიანი არ მიუყენებია ამერიკელი მომღერლის რეპუტაციისთვის და არ გამოუწვევია მომხმარებლებში დაბნეულობა.
ქეითი პერიმ, რომელმაც 2015 წელს გვარი შეიცვალა და ტეილორი გახდა, ორი წლის წინ წარმატებით უჩივლა მომღერალს 2014 წლის ავსტრალიური ტურნეს დროს სავაჭრო მარკის გამოყენებით პროდუქციის გაყიდვის გამო. თუმცა, 2024 წელს ეს გადაწყვეტილება გაუქმდა და დიზაინერის სავაჭრო ნიშანი გაუქმებულად გამოცხადდა.
ახალმა გადაწყვეტილებამ კი დაადასტურა, რომ ქეთი პერის რეპუტაცია ავსტრალიაში იმდენად მყარად არის ჩამოყალიბებული, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ტეილორის ტანსაცმლის ბრენდს ნახავს, ამ ორ სახელს ერთმანეთში არ აურევს.
"ეს წარმოუდგენლად გრძელი და რთული გზა იყო", — განაცხადა ტეილორმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ — "მაგრამ დღევანდელი დღე ადასტურებს იმას, რისიც ყოველთვის მჯეროდა, სავაჭრო ნიშნები უნდა იცავდეს ყველა ზომის ბიზნესს".
დიზაინერი, ქეითი პერი
ფოტო: Courtesy Katie Taylor
ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომღერალს "არასდროს უცდია ქალბატონი ტეილორის ბიზნესის დახურვა ან მისთვის KATIE PERRY-ის სახელწოდებით ტანსაცმლის გაყიდვის აკრძალვა". მიუხედავად იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომ ტეილორის სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციაში დარჩენის უფლება დატოვა, ქეთი პერის წარმომადგენლის თქმით, მომღერლის მიერ წამოჭრილი ზოგიერთი საკითხი კვლავ სრულ ფედერალურ სასამართლოს დაუბრუნდა.
ყველაფერი 2007 წელს დაიწყო, როდესაც ავსტრალიელმა დიზაინერმა, რომელიც იმ დროს ტეილორის გვარს ატარებდა, საკუთარი დაბადების სახელით ბიზნესი დაარეგისტრირა და ტანსაცმლის გაყიდვა დაიწყო. დიზაინერი აცხადებს, რომ ბრენდის შექმნისას ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის შესახებ არაფერი სმენოდა, სანამ 2008 წელს რადიოში მისი სიმღერა არ მოისმინა. აღსანიშნავია, რომ პოპ-ვარსკვლავის ნამდვილი სახელი სინამდვილეში ქეთრინ ელისაბედ ჰადსონია და ქეთი პერი მხოლოდ მისი სასცენო ფსევდონიმია.
მათ შორის დაპირისპირება 2009 წელს დაიწყო, როდესაც მომღერლის ადვოკატებმა დიზაინერს ბრენდის გამოყენების შეწყვეტა მოსთხოვეს, თუმცა მაშინ სამართლებრივი დავა დროებით შეწყდა. სიტუაცია 2014 წელს დაიძაბა, როდესაც მომღერალმა თავისი ავსტრალიური ტურნეს დროს Katy Perry-ს ბრენდით სხვადასხვა ატრიბუტიკისა და ტანსაცმლის გაყიდვა დაიწყო. 2023 წელს დიზაინერმა სავაჭრო ნიშნის დარღვევისთვის უჩივლა მომღერალს და პირველად გაიმარჯვა კიდეც, თუმცა 2024 წელს სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და მიუთითა, რომ მომღერალი თავის ფსევდონიმს დიზაინერის ბიზნესის დაწყებამდე 5 წლით ადრე იყენებდა. იმ დროს დიზაინერმა ამ პროცესს დავითისა და გოლიათის ბრძოლა უწოდა, რადგან დავის ნამდვილი არსი დიზაინერისთვის საკუთარი ბიზნესის არსებობის უფლების დაცვა იყო. მომღერლის გუნდი დიზაინერის სავაჭრო ნიშნის გაუქმებას ცდილობდა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ ეს მოთხოვნა უარყო. საბოლოო ჯამში, სასამართლომ ორივე მხარეს საქმიანობის უფლება მისცა, რითაც დიზაინერმა თავისი ბრენდი და არსებობის უფლება სრულად დაიცვა.
ოთხშაბათს უზენაესმა სასამართლომ უმრავლესობით დაადგინა, რომ ქეთი პერის "რეპუტაციის გაძლიერებული ძალის" გათვალისწინებით, "ავსტრალიაში არც ერთი რიგითი ადამიანი... მცირე დაფიქრების შემდეგაც კი" არ იფიქრებდა, რომ Katie Perry-ის პროდუქცია ამერიკელ მომღერალთან არის დაკავშირებული.
"ეს საქმე არასდროს ყოფილა მხოლოდ სახელზე", — თქვა ტეილორმა — "ეს იყო ავსტრალიაში მცირე ბიზნესის დაცვაზე, იმისთვის, რომ დავმდგარიყავით სიმართლის მხარეს და გვეჩვენებინა, რომ ჩვენ ყველანი მნიშვნელოვანი ვართ".
ბოლო წლებში ქეთი პერი სხვადასხვა მიზეზით მოექცა ყურადღების ცენტრში: დაწყებული იმით, რომ დაცინვის ობიექტი გახდა Blue Origin-ის 11 წუთიანი კოსმოსური ფრენიდან დაბრუნებისას მიწის კოცნის გამო, დამთავრებული მსახიობ ორლანდო ბლუმთან გახმაურებული განქორწინებითა და კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან ახალი ურთიერთობით.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
კომენტარები