წლის ქალთა გაძლიერების პროექტი — თეგეტა EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
ფოტო: თეგეტა
თანამედროვე ეკონომიკაში ქალთა მონაწილეობა დღეს უკვე პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ ზრდასთან, ინოვაციებსა და ბიზნესის მდგრად განვითარებასთან. შესაბამისად, სულ უფრო იზრდება იმ ინიციატივების რაოდენობა, რომლებიც ქალთა გაძლიერებას, პროფესიული შესაძლებლობების გაფართოებასა და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. სწორედ ქალთა გაძლიერების ინიციატივების დანერგვისთვის მიიღო თეგეტა ჰოლდინგმა ჯილდო.
ფოტო: თეგეტა
გენდერული თანასწორობის საკითხებზე სასაუბროდ გაერთიანდნენ ბიზნესლიდერები, საერთაშორისო პარტნიორები და დარგის ექსპერტები EBA4Women Signature Forum-ზე, რომელიც ევროპული ბიზნესასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ კორპორაციული გამოცდილების გაზიარებას, რომელიც ბიზნესსექტორისთვის სამაგალითოა. ამ მნიშვნელოვან პლატფორმაზე საკუთარი სტრატეგიული მიდგომებით წარდგა თეგეტა ჰოლდინგი. კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა. თეგეტას საქმიანობის 30-წლიან ისტორიაში ის პირველი ქალი CEO-ა, რომელიც ჰოლდინგს ჩაუდგა სათავეში.
ფოტო: თეგეტა
ეკატერინე ქავთარაძე, თეგეტა ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: “2019 წლიდან თეგეტა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია. ამ გზაზე უკვე წლებია, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა ქალთა გაძლიერების პროცესში კიდევ უფრო აქტიურად და ეფექტიანად ჩავერთოთ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა კომპანიაში დასაქმებულთა 75%-ს კაცები შეადგენენ. ჩვენთვის თანამშრომლებს შორის ინკლუზიური და თანასწორი გარემოს ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, ვგეგმავთ და ვახორციელებთ გენდერული თანასწორობის მიმართულებით მრავალფეროვან ინიციატივებს, ვქმნით ისეთ გარემოს, რომელიც, ერთი მხრივ, ჩვენი გუნდის წევრებს საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას აძლევს, მეორე მხრივ კი, საავტომობილო ინდუსტრიაში ქალ პროფესიონალებს იზიდავს, რაც უკვე აისახა გაუმჯობესებულ ციფრებსა და გარემოში“.
ბიზნესგადაწყვეტილებები ინკლუზიური ზრდისთვის — მზრუნველობაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო — ასე ერქვა პანელურ დისკუსიას, რომლის ფარგლებშიც ეკატერინე ქავთარაძემ თეგეტას ქალთა გაძლიერების პროგრამები დეტალურად წარადგინა.
ფოტო: თეგეტა
თეგეტაში ამჟამად 600 ქალი თანამშრომელია. ესენი არიან არა მხოლოდ მენეჯერები, არამედ ავტომექანიკოსები, ინჟინრები, სერვისის მრჩევლები. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ტრანსფორმაცია ტოპ-მენეჯმენტში, სადაც ქალთა წარმომადგენლობა 18%-დან 32.35%-მდე გაიზარდა.
“დიდ ყურადღებას ვუთმობთ ქალთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს თეგეტა აკადემიას — პროფესიული განათლების პლატფორმას, რომელიც ქალებს სთავაზობს ტექნიკურ პროფესიებში კვალიფიკაციის ამაღლების კურსებსა და დასაქმების პირდაპირ შესაძლებლობას. მაგალითად, გასული წლის მონაცემებით თეგეტა აკადემიის სასწავლო პროცესში ჩართულთა 21% ქალია. ამასთანავე, კომპანიაში მოქმედებს მენტორობისა და ლიდერის თვისებების განვითარების პროგრამები, რომლებიც თანამშრომლებს კარიერულ წინსვლაში მხარდაჭერას სთავაზობს და ქალებში ლიდერის პოტენციალის გაძლიერებას უწყობს ხელს“. — ამბობს ეკატერინე ქავთარაძე.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმზე თეგეტას მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა განმარტა, რომ კომპანიაში განსაკუთრებული აქცენტი ინკლუზიური და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე კეთდება.
---
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
კომენტარები