ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის, BIAFF 2018, ის გამარჯვებულები უკვე ცნობილია.

გამარჯვებული ფილმები სამ კატეგორიაში გამოვლინდა: საუკეთესო მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები.

წელს გრანპრის მფლობელი ფილმი რეი და ლიზი გახდა. პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის რეჟისორ ელის როუიჩის ფილმმა, ბედნიერი ლაზარო, მიიღო.

ფესტივალი 8 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.