რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ BBC აპირებდა გადაეღო ფილიპ პულმანის პოპულარული ტრილოგიის, His Dark Materials, ეკრანიზაცია.

ახლახან კი შოუს პროდიუსერებმა დაადასტურეს, რომ სერიალს ბრიტანული ტელევიზია და HBO ერთობლივად გადაიღებენ.

ტრილოგიის პირველი ტომის მიხედვით გადაღებულია ფილმი ოქროს კომპასი.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ უკვე დამტკიცებულია ორი სეზონი, თითოეულ მათგანში კი 8 ეპიზოდი იქნება.