მაია მიმინოშვილი და თამარ სანიკიძე მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორი, თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროვა.
თამარ სანიკიძისა და მაია მიმინოშვილის გარდა თანამდებობიდან გაათავისუფლეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები, თემურ მურღულია და ლია გიგაური.
მინისტრის განცხადებით, თანამდებობიდან ასევე გაათავისუფლეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი, მანანა მიქაბერიძე. სამინისტროში მოადგილეების რაოდენობა 7-დან 5-მდე შემცირდა.
მინისტრმა მასშტაბური საკადრო ცვლილებები სისტემაში არსებული პრობლემებით ახსნა:
"სისტემაში არსებულ პრობლემებთან დკავშირებით გავაკეთე განცხადება. პირველივე დღიდან სისტემაში პრობლემებს ვხედავდი. ეს არ არის საბოლოო და ცვლილებები გაგრძელდება. ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ უსწრაფესი ნაბიჯებით დავიწყოთ ნაბიჯების განხორციელება. ახალმა გუნდმა ახალი ენერგიით უნდა შეძლოს პრობლემების გადაჭრა", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
On.ge გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ მაია მიმინოშვილი მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განმარტებას არ გააკეთებს.
თამარ სანიკიძე
თამარ სანიკიძე 2016 წლიდან განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს ხელმძღვანელობდა. მანამდე ის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იყო. მისი სამწლიანი მოღვაწეობა განათლების მინისტრის პოსტზე 2016 წლის 3 ივნისს დასრულდა. საკინიძე ალექსანდრე ჯეჯელავამ შეცვალა.
თამარ სანიკიძის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება აუდიტორია #115-ის მასშტაბური პროტესტი. აუდიტორია #115 უმაღლესი განათლების სისტემას აპროტესტებდა და თვითმმართველობის არსებული რეფორმის ცვლილებას ითხოვდა. მათი თქმით, უნივერსიტეტებში ე.წ. ოდეერების ინსტიტუტი ისევ არსებობს და ხელისუფლება უნივერსიტეტის საქმიანობაში ერევა.
მაია მიმინოშვილი
მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას 2002 წლიდან იკავებდა. 2007 წელს დაინიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად. 2008 წლიდან დღემდე ის კვლავ გამოცდების ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობდა.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები