დიდ ბრიტანეთში, ორსულობის ადრეულ ეტაპზე, აბორტისთვის აბების სახლში მიღება ლეგალური გახდება. BBC-ის ინფორმაციით, სამთავრობო გეგმა ძალაში წლის ბოლოს შევა.

არსებული წესის მიხედვით, ქალები ორსულობის პირველ ათ კვირაზე აბორტისთვის 2 აბს კლინიკაში, 24-დან 48 საათიან შუალედში იღებენ. ახალი გეგმით კი მათ მეორე აბის წაღება სახლში შეეძლებათ.

ექიმები ამბობენ, რომ ეს წესი სახლისკენ მიმავალ გზაზე მუცლის მოშლისა და სისხლდენის ფაქტს შეამცირებს, რაც ქალებს დისკომფორტს უქმნის. მათი თქმით, ახალი წესი ქალებს არჩევანს გაუზრდის. მათივე თქმით, აბორტი რთული პროცესია, ამიტომ აუცილებელია ქალებმა თავი დაცულად და კომფორტულად იგრძნონ.