სმარტფონებიდან გამოსხივებული ლურჯი შუქი სიბრმავის ჩამოყალიბებას აჩქარებს
ფოტო: tommaso79/Getty Images/iStockphoto
მეცნიერებმა ლეპტოპების, სმარტფონების და სხვა ელექტრონული მოწყობილობების მიერ გამოსხივებულ ლურჯი სინათლესა და სიბრმავის განვითარებას შორის კავშირი აღმოაჩინეს.
ტოლედოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევით გაირკვა, რომ ლურჯი სინათლე თვალში არსებულ რეცეპტორებში ტოქსიკურ მოლეკულებს წარმოქმნის, რაც თვალის ფოტოსენსიტიური უჯრედების გამოუსწორებელ გადაგვარებას იწვევს.
ლურჯ სინათლეს სხვა ფერებთან შედარებით უფრო მოკლე ტალღის სიგრძე და მაღალი ენერგია ახასიათებს, რაც ბადურას ნელ-ნელა აზიანებს.
ტოლედოს უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი აცხადებს, რომ დღევანდელ სამყაროში ჩვენს თვალებს ლურჯ სინათლესთან შეხება ხანგრძლივი დროის განმავლობაში უწევთ, თვალს კი მისი დაბლოკვა ან არეკვლა არ შეუძლია.
"საიდუმლო არ არის, რომ ლურჯი სინათლე თვალის ბადურას აზიანებს. ჩვენმა ექსპერიმენტმა ამ პროცესის მიმდინარეობა ახსნა და იმედი გვაქვს, რომ ეს ცოდნა ბრძოლის ხერხების შემუშავებაში დაგვეხმარება", - აცხადებს მკვლევარი.
ბადურის ჩამოშლა 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში საკმაოდ ხშირად გვხვდება და ის მხედველობის ძლიერი დაქვეითებით ხასიათდება. მისი გამომწვევი მიზეზი თვალის ბადურაზე სინათლის აღმქმელი უჯრედების სიკვდილია.
ასაკთან ერთად ბადურის უჯრედების განადგურება ამერიკის შეერთებულ შტატებში სიბრმავის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია. მართალია, ის სრულ სიბრმავეს არ იწვევს, მაგრამ მხედველობას ძლიერად აქვეითებს, ეს კი ყოველდღიურ საქმიანობას ერთიორად ართულებს.
ბადურაზე არსებულ მგრძნობიარე უჯრედებს სინათლის აღსაქმელად მოლეკულა რეტინალი სჭირდებათ. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ლურჯი სინათლე სწორედ რეტინალზე ახდენს გავლენას და უჯრედში ტოქსიკური ნივთიერებების წარმოქმნაც მისი მეშვეობით ხდება. ამ თეორიის გადასამოწმებლად მეცნიერებმა რეტინალი კუნთისა და კიბოს უჯრედებში შეიყვანეს და აღმოჩნეს, რომ ლურჯი სინათლის დანათებისას რეტინალი ამ უჯრედების კვდომასაც იწვევდა.
მკვლევრები ასევე აღნიშნავენ, რომ ბადურაზე არსებულ რეცეპტორებს რეგენერაციის უნარი არ აქვთ და მათი აღდგენა არ ხდება, თუმცა მეცნიერებმა სპეციალური მოლეკულა, ალფა-ტოკოფეროლი აღმოაჩინეს, რომელსაც ამ პროცესის ნაწილობრივი შეჩერება შეუძლია. სამწუხაროდ, ის ასაკოვან ადამიანებში სათანადოდ ვეღარ ფუნქციონირებს.
მეცნიერები გვირჩევენ, თვალის დასაცავად სპეციალური სათვალე გამოვიყენოთ, რომელიც ულტრაიისფერ და ლურჯ გამოსხივებას დაბლოკავს. ასევე რეკომენდებულია, რომ სიბნელეში მობილური ტელეფონები, ლეპტოპები და ტაბლეტები არ გამოვიყენოთ.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები