სალომე ზურაბიშვილი, ჟურნალისტის კითხვაზე, ისევ უწოდებს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, ოლიგარქს, როგორც მან ეს თავის წიგნში [საქართველოსკენ = Une Femme Pour Deux Pays] დაწერა, ამბობს, რომ დღეს მას განსხვავებული ინფორმაცია აქვს:

"მე რაც დავწერე წიგნში არის ის, რასაც ფიქრობდა იმდროინდელი სალომე ზურაბიშვილი. ეს იყო ჩემი დახასიათება ადამიანზე, რომელსაც არ ვიცნობდი. იმის მერე გავიგე ბევრი რამ. გავიგე, რომ ნაწილი ძალიან ბევრი იმ დიდი საქმის, ჯარის და პოლიციის, რაც მე მეგონა რომ მიშა სააკაშვილი აკეთებდა, თურმე ყოფილა ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული. მე სადღაც მაქვს შინაგანი ლოგიკა, დღეს ჩემი ინფორმაცია არის ძალიან განსხვავებული. სხვანაირად ვფიქრობ ასევე მიშა სააკაშვილზე, რომელსაც წამოვყევი ავანტიურაზე. დღეს იმის მერე, რაც ვნახე ახლოდან, სულ სხვანაირად ვფიქრობ".

ზურაბიშვილმა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. ამ დრომდე უცნობია დაუჭერს თუ არა ქართული ოცნება მას მხარს.