"თბილისის ფილტვები" დაცვითი სტატუსის გარეშე
19 წლის გარემოს დამცველი სტუდენტი ნათია ლაგურაშვილი, თანამოაზრეებთან ერთად, 200 ჰექტარი მწვანე ტერიტორიის დასაცავად იბრძვის. კრწანისის ტყეპარკი, რომელიც თბილისსა და რუსთავს შორის მდებარეობს, უკვე წლებია დაცვითი სტატუსის გარეშეა დარჩენილი. ნათია ამბობს, რომ კრწანისის ტყეპარკის დაცვის იდეა ჯერ კიდევ 153-ე სკოლაში სწავლის პერიოდში დაებადა, თანაკლასელებთან ერთად ეკოკლუბი ჩამოაყალიბა და ინიციატივის განხორციელება დაიწყო.
"როცა ფონიჭალაში ცხოვრობ, ძალიან ძნელია, ყოველდღე რეკრეაციის მიზნით ესტუმრო თბილისის ცენტრალურ გამწვანებულ ტერიტორიებს – მაგალითად, ვაკის პარკს. კრწანისის ტყეპარკი კი თბლისისა და რუსთავის მაცხოვრებლებისთვის ძალიან ახლოს არის. მე და ჩემი მეგობრები სკოლის პერიოდში თითქმის ყოველდღე დავდიოდით და ახლაც ძალიან ხშირად დავდივართ", - ამბობს ნათია.
კრწანისის ტყეპარკი თბილისსა და რუსთავს შორის 200 ჰექტარ მიწის ფართობზე გადაჭიმული მწვანე ტერიტორიაა, უნიკალური ჭალის ტყითა და ტბებით. გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ტყეპარკს უდიდესი პოტენციალი აქვს და ის საუკეთესო ადგილია სარეკრეაციოდ, ფრინველებზე დასაკვირვებლად და საგანმანათლებლო ტურებისთვის.
ნათიას თქმით, დამსვენებლებისთვის მთავარი პრობლემა ტყეპარკის დაუცველობაა. ტერიტორია არ არის შემოღობილი და ადგილობრივი მოსახლეობა ტყეპარკს შეშის მოსაპოვებლად, საძოვრად, სანადიროდ და სათევზაოდ იყენებს. გარდა ამისა, ნაგვის ურნების არარსებობის გამო, ტყეპარკი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით არის დაბინძურებული.
"მონადირეები სისტემატურად დადიან ტყეპარკში და, ძირითადად, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობენ. ნადირობა კი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხის შემცველია დამსვენებლებისთვის."
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ კრწანისის ტყეპარკის უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას საფრთხე ექმნება და დაცვითი სტატუსის მინიჭება აუცილებელია:
"მივმართავთ ხელისუფლებას, თბილისის მერიას, ეკონომიკის სამინისტროს, რომ მიანიჭოს ტყეპარკს დაცვითი სტატუსი და დავიწყოთ მისი განვითარება, რათა მან უფრო კომფორტულ პირობებში უმასპინძლოს ათი ათასობით ადამიანს და ჩვენს მომავალ თაობას."
"თბილისის ფილტვები" – ასე აფასებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი კრწანისის ტყეპარკს და ამბობს, რომ მისი განვითარება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მისი თქმით, საჭიროა სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი ჩართულობა:
"კრწანისის ტყეპარკი ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიაა, თბილისის ფილტვებია. ამ ეტაპზე გაურკვეველია ვინ იქნება მისი მეპატრონე – თბილისის მერია თუ სამინისტრო. სამინისტრო მზად არის რომ მოუაროს, თუმცა მისი განვითარება ფინანსებთან არის დაკავშირებული."
რეზო გეთიაშვილის თქმით, CENN-ს ტყეპარკის განვითარების გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს:
"ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ გეგმის შესამუშავებლად, თუ როგორ უნდა მოხდეს ტყეპარკის განვითარება და მისი მართვა მომავალში. რამდენიმე დღეში ინვენტარიზაციის გეგმაც გვექნება."
CENN-ის ინფორმაციით, კრწანისის ტყეპარკი ბიო მრავალფეროვნების ყველაზე ცხელი წერტილია. წლის განმავლობაში ასზე მეტი სახეობის ფრინველი სტუმრობს, რასაც დიდწილად განაპირობებს უნიკალური ჭალის ტყის ეკოსისტემა.
2017 წელს თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის 6 500-მდე ხე მოიჭრა, მათ შორის წითელ წიგნში დაცული სახეობებიც. გზის მშენებლობას კრწანისის ტყეპარკის ნაწილიც შეეწირა. გარემოს დამცველების თქმით, "ტყეპარკს დაცვითი სტატუსი რომ ჰქონდეს, ვერ შეძლებდნენ ასე მარტივად გაეჩეხათ ასწლოვანი ხეები." CENN-ის ინიციატივით ამოქმედდა პეტიცია "მიენიჭოს კრწანისის ტყეპარკს დაცვითი სტატუსი!"
2010 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით საქართველოს საპატრიარქოს სახელმწიფომ კრწანისის ტყეპარკი და მისი მიმდებარე ტერიტორია(შვიდ მილიონ ჰექტარზე მეტი) სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცა. ნეტგაზეთის ინფორმაციით, საპატრიარქოსთვის ქონების გადაცემის ერთ-ერთი პირობა იქ არსებული მწვანე ზონის მოვლა-პატრონობა, საზოგადოებისთვის ამ ქონების ხელმისაწვდომობის შენარჩუნება იყო განკარგულების მიხედვით, საპატრიარქოს ეკრძალებოდა ამ მიწის გასხვისება. თუმცა სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, 2015 წელს საპატრიარქომ 1 ლარად მიღებული სახელმწიფო ქონება კერძო კომპანიას დაურეგისტრირა. იმავე წელს საქართველოს მთავრობამ კრწანისის ტყე-პარკი დაიბრუნა და საპატრიარქოს მის სანაცვლოდ ბობოყვათის რეზიდენცია გადასცა. 2015 წლის შემდეგ ტყეპარკი კვლავ სახელმწიფოს მფლობელობაშია და მას არანაირი დაცვითი სტატუსი არ გააჩნია.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები