ხელისუფლების პასუხი საქნახშირს: შახტის მართვა სახელმწიფოს საქმე ნამდვილად არ არის
შახტის მართვა სახელმწიფოს საქმე ნამდვილად არ არის, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქნახშირის შეთავაზებას შახტის სახელმწიფოსთვის გადაცემის შეთავაზებაზე.
პრემიერის თქმით, ისეთ მნიშვნელოვან და სასიცოცხლო აქტივს, როგორადაც საქართველოში შეიძლება ჩავთვალოთ ქვანახშირის მოპოვება, უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი სტრატეგია.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია, თუმცა ადამიანის სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე მაღლა ვერაფერს დავაყენებთ. ამიტომ მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე - რომ ყველა შახტი უნდა იყოს დალუქული მანამ, ვიდრე ჩვენ არ მივიღებთ კონკრეტულ დასკვნას ორი მიმართულებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, უპირველესად თავისი დასკვნა უნდა დადოს გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.
"როგორც იცით, შახტში შრომის უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებით არაერთი რეკომენდაცია არსებობდა. ძიება სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს, რომ ჩვენ ვიცოდეთ კონკრეტული სურათი, რამ გამოიწვია ეს ტრაგედია და რამდენად შესრულდა ის რეკომენდაციები, რომლებიც იყო გაცემული" - განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერის განცხადებით, მეორე მიმართულებაა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომელიც ჩატარებული უნდა იყოს ისეთი ორგანიზაციისა და ადამიანთა ჯგუფის მიერ, რომელსაც მაღალი პროფესიული ნდობა აქვს.
"ჩვენ, ისევე როგორ მთელს საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რა გვაქვს ყველას ერთობლივად გასაკეთებელი, რომ მომავალში მსგავსი ადამიანური ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, ამ დარგს სჭირდება გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია და სახელმწიფო უნდა ხედავდეს, რომ ორგანიზაციას აქვს ამის საშუალება და პერსპექტივა.
"აღარ მინდა, ამ შემთხვევაში პასუხი არ არის. არსებობს პასუხისმგებლობა. იქ მოხდა უზარმაზარი ტრაგედია და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ასე არ ხდება. ჩვენ სერიოზულ თემაზე ვსაუბრობთ და სერიოზულად ვუდგებით საკითხს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი მზადაა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს შპს საქნახშირი, რომელიც ტყიბულში ქვანახშირის მოპოვების უფლებას ფლობს. კომპანიამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც 16 ივნისს ტყიბულის შახტში კიდევ 4 მუშა დაიღუპა.
ტყიბულში 16 ივლისს მინდელის შახტაში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპლა. ამის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დალუქა. მამუკა ბახტაძემ კი განაცხადა, რომ მინდელის შახტის დახურვის განმავლობაში მეშახტეებს აუნაზღაურდებათ ხელფასები.
ტყიბულში მეშახტეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრა მოითხოვეს, რათა მან წარუდგინოს მუშებს ოფიციალური დოკუმენტი, რომ ისინი შახტებში გამოძიების დასრულებამდე, ხელფასებს მიიღებენ. ისინი ახალი ტექნოლოგიების დანერგვასაც მოითხოვენ შახტებში.
23 ივლისს საქნახშირის ხელმძღვანელებმა თანამდებობები დატოვეს, თანამდებობა არ დაუტოვებია გენერალურ დირექტორ ჯამბულ ჯაყელს. 2018 წელს ტყიბულის შახტში სულ 12 ადამიანი გარდაიცვალა
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები