ბიძინა ივანიშვილი

24 Jul. 2018, 22:46

ის რომ მე არაფორმალურად არ ვმართავდი ხელისუფლებას და მთავრობას, ამის კარგი მაგალითი თუ ნებავს ოპოზიციას, აგერ არის კვირიკაშვილი თქვას რამდენად ვმართავდი და ვერეოდი მის ფუნქციაში.

რა თქმა უნდა, ასე არ იყო. მცდელობაც კი არ მქონია, მცდელობა მქონდა ამ ნაწილში რომ ბანკებმა გადაჭამეს ქვეყანა და რეგულაციები უნდა შემოეღოთ, რასაც ვერაფრით ვერ მივაღწიე.

ზარები მასთან არ მქონია, თვითონ თუ ჰქონდა ჩემთან ფორმალური ზარები და თუ რამეს შემეკითხებოდა. იმას, რასაც მაბრალებენ და არაფორმალურ მმართველობას ეძახიან, მათ საზოგადოებრივ კონტროლში ერევათ და ერევათ იმაში, რაც მე მითქვამს ტელევიზიით, რომ მაქვს საზოგადოების ნდობა და ამ ნდობით შემიძლია ვისარგებლო და ხელისუფლება გავაკრიტიკო.

კონტროლი, რასაც ჰქვია საზოგადოების და რაშიც ჩვენ გამოცდილება ცოტა გვაქვს, საზოგადოება ამას ვერ ახერხებს და მე გარკვეულწილად ვავსებ, მე რაც ნდობა მაქვს საზოგადოებასთან მათ უკან ვუბრუნებ, ხალხი ამ კონტროლს ანგარიშს უწევს. მე გაფაციცებით ვადევნებდი თვალყურს, როგორ ვითარდება პროცესები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ