კარმელო ენტონი კარიერას ჰიუსტონ როქეთსში გააგრძელებს.

როგორც The New York Times იტყობინება, მსუბუქი ფორვარდი ვეტერანის მინიმუმს, წელიწადში 2.4 მილიონ დოლარს დათანხმდა.

ენტონის კარიერის საშუალო 24.1 ქულა, 6.5 მოხსნა და 3.0 შედეგიანი გადაცემაა.

2013 წელს სეზონში საშუალოდ ყველაზე მეტ ქულას სწორედ იგი აგდებდა. მას 10-ჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა ყველა ვარსკლავის მატჩში.

მოსალოდნელია, რომ ენტონი ჰიუსტონთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.