საია და EMC: ბასიანსა და გალერიში ჩხრეკის მიზანი განჩინებაში დაუსაბუთებელი იყო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ანგარიშის მიხედვით, 12 მაისს კლუბ ბასიანსა და გალერიში ჩატარებული ჩხრეკის საფუძვლიანობა სასამართლოს განჩინებაში დაუსაბუთებელი იყო. ამასთან, განჩინებაში არ იყო მითითებული, თუ კონკრეტულად რა ნივთის ამოსაღებად შევიდნენ საპოლიციო ძალები კლუბებში, რაც, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, ხარვეზია.
EMC და საია მიიჩნევენ, რომ სპეცოპერაციის დროს გამოიკვეთა შემდეგი ხარვეზებიც:
- ანგარიშის მიხედვით, 12 მაისს საპოლიციო ძალების ამ მასშტაბით გამოყენებამ სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიულ ძალს დემონსტრირების შთაბეჭდილება შექმნა და ადამიანებში შიშის შეგრძნება გააჩინა;
- სპეცრაზმის ჩართვა ძალის დემონსტრირებად შეიძლება ჩაითვალოს იმიტომაც, რომ კლუბის შიგნით შეიარაღებული პირების შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა;
- სპეცრაზმის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზა გასაიდუმლოებულია, რაც გამორიცხავს ამ საკითხის სათანადო კონტროლს;
- 12 მაისის სპეცოპერაციის მიზანი ბუნდოვანია, რადგან პოლიციას ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ბრალდებით უკვე დაკავებული ჰყავდა რვა პირი;
- თუ სპეცოპერაციის მიზანი ნარკოტიკის ამოღება იყო, უცნობია, თუ რატომ არ ჩატარდა საპოლიციო მოქმედება მაშინ, როდესაც არ იმართებოდა კონკრეტული ღონისძიება;
- ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ოქმში ჩხრეკის გადაუდებელი საჭიროება არაა აღნიშნული, როცა ღამის საათებში მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება ჩხრეკა;
- ბასიანზე მყოფი სამი პირი პოლიციამ გაჩხრიკა, თუმცა აღნიშნულ მოქმედება დოკუმენტებში არაა აღწერილი;
- როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, კლუბთან სპონტანურად შეკრებილი ადამიანების მიმართ აგრესია იყო და პოლიციამ ფიზიკური ძალის გამოყენებით დაშალა აქცია.
- პოლიციის მხრიდან ადმინისტრაციული წესით დაკავება საპროტესტო მუხტის განეიტრალების შთაბეჭდილებას ტოვებდა; არ განიმარტა დაკავებების არსი;
- ამასთან, ადმინისტრაციული დაკავების ოქმებში 5 პირის ფიზიკურ დაზიანებებზეა საუბარი, რაც პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე მიუთითებს;
- პოლიციელები, რომლებიც სასამართლოში ამტკიცებდნენ კონკრეტულ
პირთა სამართალდარღვევებს, უშუალოდ არ მონაწილეობდნენ მათი დაკავების პროცესში; - სასამართლოს მიერ 4 პირის საქმეზე გამოტანილი დადგენილებები შაბლონურია და არ არსებობს მტკიცების სტანდარტი;
ზემოაღნიშნული პუნქტების გათვალისწინებით, საია და EMC სახელმწიფო უწყებებს კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ:
- დაიწყოს გამოძიება უკანონო ჩხრეკებთან, ძალის გადამეტებასა და უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით;
- შსს-მ დეტალურად შეისწავლოს სპონტანური აქციის დაშლის შემთხვევა;
- სათანადო ყურადღება გამახვილდეს ჩხრეკის კანონიერების მაღალი
სტანდარტით შემოწმებაზე; - პარლამენტმა გაატაროს სამართალდარღვევათა სფეროს რეფორმა;
- გასაჯაროვდეს სპეცრაზმის საქმიანობის მარეგულირებელი აქტები;
- შსს-მ დაიცვას შეკრებისა და მანიფესტაციის კანონი და სამართლებრივად მოამზადოს თანამშრომლები ამ საკითხებთან დაკავშირებით;
- შსს-მ და პროკურატურამ გაასაჯაროვონ ზედოზირებით გარდაცვალების
ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შედეგები; - პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება რეფორმის დაჩქარებულად და მოკლე ვადებში
გატარებასთან დაკავშირებით;
შინაგან საქმეთა სამინისტრო კი მესამე სექტორის კვლევას არ ეთანხმება. როგორც შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა დოჭვირი აცხადებს, კლუბში შესვლას სათანადო სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა.
"ამ კლუბებში იყიდებოდა ნარკოტიკული საშუალებები. რაც შეეხებოდა კვლევაში მითითებულ დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ძალა იყო არაპროპორციულად გამოყენებული, ამას არ ვეთანხმებით, იქიდან გამომდინარე, რომ კლუბის ფართობის გათვალისწინებით მობილიზებული იქნა იმ რაოდენობის სამართალდამცავი, რაც აუცილებელი იყო იქ მყოფი ადამიანების უსაფრთხოების დასაცავად", - აცხადებს დოჭვინი.
სპეცოპერაცია კლუბ ბასიანსა და გალერიში
12 მაისს, დაახლოებით ღამის 12 საათზე თბილისის ორ ღამის კლუბში, ბასიანსა და გალერიში სპეცოპერაცია ერთდროულად დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სპეცოპერაციას წინ 3-თვიანი საგამოძიებო მოქმედებები უძღვოდა და მათ ნარკორეალიზების ბრალდებით რვა პირი დააკავეს.
სპეცოპერაციისას კლუბების სტუმრები გარეთ გაიყვანეს. კლუბ ბასიანთან დაპირისპირება იყო სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის. დაპირისპირება გაგრძელდა პარლამენტთან, იმავე ღამეს ჩატარებულ საპროტესტო აქციაზე. აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის" გაგრძელდა მომდევნო დღეებშიც.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, პოლიციას კლუბში, სპეცოპერაციის დროს იარაღით შესვლის კომპლექსი არ უნდა ჰქონდეს. გახარიას განცხადებით, მათი ძირითადი ამოცანა იყო დაედგინათ კავშირები კლუბურ ინფრასტრუქტურასა და იმ პირებს შორის, რომლებიც უკვე დაკავებული ჰყავდათ.
"ორშაბათს დილით კლუბში შესვლა, იქნებოდა როგორც მინიმუმ ძალიან გასაკვირი. ზოგიერთი ჩვენი კოლეგისგან, აბსოლუტურად ობიექტურად ალბათ, ღიმილის მომგვრელიც", - თქვა, ასევე, გახარიამ.
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
კომენტარები