ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშოზე მესამე ბრძოლაც მოიგო.

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე შოჰოზანს დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელს ორიდან ორივე ბრძოლაში მარცხი ჰქონდა განცდილი. ტოჩინოშინმა კი წინა ორი ბრძოლის მსგავსად, აქაც გაიმარჯვა.

მართალია, პირველი წამები საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა შემდეგ ლევანმა შოჰოზანი ჰაერში აიტაცა და დოჰიოდან გაიყვანა.

ხვალ ლევანი აბი მასატორას დაუპირისპირდება.